ირანის ქალთა საფეხბურთო ნაკრები ავსტრალიაში სტადიონზე ირანის ჰიმნს არ აჰყვა. ხუთმა წევრმა ავსტრალიაშივე ითხოვა თავშესაფარი. მათ ჰუმანიტარული ვიზები უკვე მიიღეს. ფეხბურთელების ნაწილი ბრუნდება ომში მყოფ სამშობლოში, სადაც მედიამ ისინი მოღალატეებად შერაცხა.
„ხუთზე უკვე იზრუნეს, დანარჩენები კი გზაში არიან“, - Truth Social-ის პოსტში განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ავსტრალიის პრემიერ ენტონი ალბანეზესთან სატელეფონო საუბრის შემდეგ ორშაბათს, 9 მარტს.
ირანის ქალთა საფეხბურთო ნაკრები ავსტრალიაში მონაწილეობდა აზიის თასის გათამაშებაში. 9 მარტს ნაკრების ხუთმა წევრმა ავსტრალიაში დარჩენა გადაწყვიტა. ცნობილია, რომ ისინი უსაფრთხოდ არიან.
„ქართული ოცნების“ მთავრობის პრემიერ-მინისტრი, ირაკლი კობახიძე მოჯთაბა ხამენეის, ირანის ისლამური რესპუბლიკის უზენაეს ლიდერად არჩევას ულოცავს.
ნავთობის გაზრდილი ფასების შესამცირებლად აშშ ნავთობთან დაკავშირებულ სანქციებს მოუხსნის ზოგიერთ ქვეყანას, სანამ სიტუაცია ისევ სტაბილური არ გახდება. ამის შესახებ პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა 9 მარტს, ფლორიდაში გამართულ პრესკონფერენციაზე.
ტრამპს კონკრეტული ქვეყნები არ დაუსახელებია. სანქცირებულებს შორის რუსეთიცაა უკრაინის წინააღმდეგ ომის გამო.
ავსტრალიის მთავრობამ ჰუმანიტარული ვიზა მისცა ირანის ქალთა საფეხბურთო ნაკრების ხუთ წევრს, რომლებმაც საწვრთნელი ბაზა 9 მარტს დატოვეს და თავშესაფარი ითხოვეს.
ავსტრალიის მთავრობამ ირანელი სპორტსმენებისთვის თავშესაფრის მიცემის გადაწყვეტილება 10 მარტს გამოაცხადა.
ფორუმი