ლიბანის გასამხედროებულმა დაჯგუფება ჰეზბოლამ, რომელსაც ირანი უჭერს მხარს, განაცხადა სამხრეთ ლიბანში ისრაელის არმიასთან „პირდაპირი“ შეტაკებების შესახებ. რადიკალური შიიტური ორგანიზაციის ცნობით, ბრძოლები ქალაქ ჰიამში დაიწყო 14 მარტს საღამოს. ჰეზბოლას განცხადებით, შეტაკებებში გამოიყენება „მსუბუქი და საშუალო ტიპის ცეცხლსასროლი იარაღი, ასევე რეაქტიული ჭურვები“.
„ფორმულა-1“-ის გრან-პრის ეტაპები ბაჰრეინსა და საუდის არაბეთში, რომლებიც აპრილში უნდა ჩატარებულიყო, გაუქმდა აშშ-ისა და ისრაელის მიერ ირანის წინააღმდეგ წარმოებული ომის გამო. ამის შესახებ განცხადება გაავრცელა საავტომობილო სპორტის საერთაშორისო ფედერაციამ (FIA).
ირანის ქალთა საფეხბურთო ნაკრების სამმა წევრმა, რომლებსაც ავსტრალიაში დარჩენისათვის ჰუმანიტარული ვიზები ჰქონდათ მიღებული, გადაწყვეტილება შეცვალეს და სამშობლოში დაბრუნება გადაწყვიტეს.
ირანული დიასპორის წარმომადგენელმა უფლებადამცველებმა განაცხადეს, რომ საუბარია ზაჰრა სოლთან მეშკეჰქარზე, მონე ჰამუდიზე და ზაჰრა სარბალიზე.
ირანი აფრთხილებს არაბულ ქვეყნებს რეგიონში, რომ შესაძლოა არაბთა გაერთიანებულ საამიროებში აშშ-ის „სამალავები“ დაბომბოს.
საამიროების მთავარ ენერგეტიკულ ცენტრს - ფუჯაირის 14 მარტს დრონებით თავდასხმის შემდეგ პრობლემები შეექმნა. იქ ჯერ ვერ ჩააქრეს დრონით ჩაჭრის შემდეგ ჩამოვარდნილი ნამსხვრევებით გამოწვეული
ხანძარი.
ფორუმი