Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება
აშშ-ის ვიცეპრეზიდენტის ჯ.დ. ვენსის ჩასვლა პაკისტანში. 11 აპრილი, 2026 წელი
აშშ-ის ვიცეპრეზიდენტის ჯ.დ. ვენსის ჩასვლა პაკისტანში. 11 აპრილი, 2026 წელი

ირანის და აშშ-ის დელეგაციები პაკისტანში არიან სამშვიდობო მოლაპარაკებისთვის

აშშ-სა და ირანის წარმომადგენლები 11 აპრილს პაკისტანის დედაქალაქ ისლამაბადში ჩავიდნენ ექვსკვირიანი ომის დასრულების მიზნით მოლაპარაკებისთვის. მანამდე თეირანმა მოლაპარაკება ეჭვქვეშ დააყენა, როცა განაცხადა, რომ ის ვერ დაიწყებოდა ლიბანში ზავის და სანქციების შერბილების პირობების გარეშე.

მთავარი მოვლენები

22:42 1.3.2026

ირანის უზენაესი ლიდერის, აიათოლა ალი ხამენეის, სიკვდილმა ახლო აღმოსავლეთში შოკის ტალღა გამოიწვია. ახლა მთავარი კითხვა ისაა, ვინ შეცვლის მას. მარტივ ვითარებაშიც კი, მემკვიდრის შერჩევის პროცესი რთული და გაუმჭვირვალეა.

23:37 1.3.2026

Reuters-ის თანახმად, აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა 1 მარტს განაცხადა, რომ აშშ-ის სამხედრო ძალები ირანის საზღვაო ფლოტს ძირავენ, აქამდე ცხრა ირანული სამხედრო გემი გაანადგურეს და დანარჩენებსაც მისწვდებიან.

00:55 2.3.2026

1 მარტს ევროკავშირის 27 ქვეყანამ მოწოდება გამოთქვა „მაქსიმალური თავშეკავებისა“ და საერთაშორისო სამართლის სრული პატივისცემისკენ ირანის კონფლიქტსა და მთელ ახლო აღმოსავლეთში, განაცხადა ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის ხელმძღვანელმა, კაია კალასმა.

01:45 2.3.2026

გერმანიამ, დიდმა ბრიტანეთმა საფრანგეთმა, განაცხადეს, რომ მზად არიან, საჭიროების შემთხვევაში, ირანის წინააღმდეგ „თავდაცვითი ზომები“ მიიღონ და დაიცვან საკუთარი და სპარსეთის ყურეში მოკავშირეების ინტერესები.

ჩამოტვირთე მეტი

ფორუმი

XS
SM
MD
LG