Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება
აშშ-ის ვიცეპრეზიდენტის ჯ.დ. ვენსის ჩასვლა პაკისტანში. 11 აპრილი, 2026 წელი
აშშ-ის ვიცეპრეზიდენტის ჯ.დ. ვენსის ჩასვლა პაკისტანში. 11 აპრილი, 2026 წელი

ირანის და აშშ-ის დელეგაციები პაკისტანში არიან სამშვიდობო მოლაპარაკებისთვის

აშშ-სა და ირანის წარმომადგენლები 11 აპრილს პაკისტანის დედაქალაქ ისლამაბადში ჩავიდნენ ექვსკვირიანი ომის დასრულების მიზნით მოლაპარაკებისთვის. მანამდე თეირანმა მოლაპარაკება ეჭვქვეშ დააყენა, როცა განაცხადა, რომ ის ვერ დაიწყებოდა ლიბანში ზავის და სანქციების შერბილების პირობების გარეშე.

მთავარი მოვლენები

19:50 2.3.2026
21:40 2.3.2026

„მე არ მაქვს პრობლემა სახმელეთო ჯარების გაგზავნასთან დაკავშირებით - როგორც ყველა პრეზიდენტი ამბობს, „სახმელეთო ჯარები ადგილზე არ იქნებიან“. მე ამას არ ვამბობ“, - განუცხადა ტრამპმა Post-ს შაბათს ირანში ოპერაციის დაწყების შემდეგ მიცემულ ინტერვიუში.

ნახე მეტი:

21:42 2.3.2026

„მესამე დღეა, აქ რაკეტების წვიმაა. პირველ დღეს თავშესაფრიდან არც გამოვსულვართ“

„თავშესაფარში გავრბივარ, ამ წამს მოვიდა შეტყობინება, უნდა გავიქცე“, - შუა ინტერვიუს დროს მეუბნება თელ-ავივში მყოფი თამთა თოდაძე და საუბარი აქ გვიწყდება

თელ-ავივი, დუბაი, აბუ-დაბი, დოჰა, შარჯა - ეს მხოლოდ ნაწილია იმ ქალაქებისა, სადაც ქართველები ამ დრომდე რჩებიან და ირანში განვითარებული მოვლენების გამო, სამშობლოში დაბრუნებას ვერ ახერხებენ.

ნახე ვრცლად:

22:16 2.3.2026

ისრაელის თავდაცვის ძალებმა გამოაცხადეს ჰუსეინ მაკლედის, ჰეზბოლას სადაზვერვო შტაბის მეთაურის, მკვლელობის შესახებ.

ჩამოტვირთე მეტი

ფორუმი

XS
SM
MD
LG