შსს აცხადებს, რომ დააკავეს 46 წლის რუსეთის მოქალაქე, რომელსაც დროებით საცხოვრებელ ბინაში მოწყობილი ჰქონდა სპეციალური სათბური, სადაც, უწყების ინფორმაციით, უკანონოდ მოჰყავდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარე.
„სამართალდამცველებმა ჩატარებული ჩხრეკის შედეგად, განსაკუთრებით დიდი ოდენობით გამომშრალი „მარიხუანა“ და მცენარე „კანაფი“ ნივთმტკიცებად ამოიღეს. ასევე ამოღებულია ნარკოტიკული საშუალების კულტივირებისა და დაფასოებისთვის საჭირო მასალები“, - წერია შსს-ს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე (ნარკოტიკული საშუალების, მისი ანალოგის, პრეკურსორის ან ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების უკანონო შეძენა ან/და შენახვა), 260-ე კვარტა და 265-ე პრიმა მუხლებით მიმდინარეობს, რაც 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ფორუმი