ყოველდღიური პროტესტის 437-ე დღეს მსვლელობის მონაწილეები კიდევ ერთხელ უპირისპირდებიან განათლების სისტემაში დაგეგმილ ცვლილებებს.
ხალხის რაოდენობიდან გადმომდინარე, დემონსტრანტები გზის სამანქანო ნაწილზეც გადაადგილდებიან. მათ უკან მიჰყვება პოლიცია.
- 29 იანვარს ცნობილი გახდა, რომ უმაღლესი განათლების „ქართული ოცნებისეული“ რეფორმის ფარგლებში თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი გაერთიანდებიან.
- აკადემიურმა პერსონალმა და სტუდენტებმა გივი მიქანაძის ბრიფინგიდან გაიგეს დაგეგმილი ცვლილების შესახებ.
- ერთიან სასწავლებელს თსუ ერქმევა და ივანე ჯავახიშვილის სახელს შეინარჩუნებს. 29 იანვრიდან პროფესორ-მასწავლებლების ნაწილმა და სტუდენტებმა საპროტესტო აქციები გამართეს.
- განათლების ექსპერტების ნაწილი აცხადებს, რომ არ უნახავთ შრომის ბაზრის კვლევის ანგარიში, რომლის საფუძველზეც ხსნის განათლების სამინისტრო ორი სახელმწიფო უნივერსიტეტის გაერთიანების გადაწყვეტილებას.
- საუნივერსიტეტო განათლების „ქართული ოცნებისეული“ რეფორმა მოიცავს ფაკულტეტების შემცირებას პრინციპით - „ერთი ქალაქი, ერთი ფაკულტეტი“.
ასევე ნახეთ
ფორუმი