Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„ყველა გზა თეთრი ტაძრისკენ მიდის“ - თსუ-თან აქციას მართავენ პროფესორ-მასწავლებლები

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველი კორპუსის ეზო, პროფესორ-მასწავლებლები სიტყვით გამოდიან, 8 თებერვალი, 2026 წელი
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველი კორპუსის ეზო, პროფესორ-მასწავლებლები სიტყვით გამოდიან, 8 თებერვალი, 2026 წელი

პროფესორ-მასწავლებლები და სტუდენტები აქციას მართავენ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან, საიდანაც პარლამენტისკენ მსვლელობით გაემართებიან.

პროფესორ-მასწავლებლები პირველი კორპუსის ეზოში პლაკატებით დგანან და სიტყვით მიმართავენ იქ შეკრებილ მოქალაქეებს.

ისინი კვლავ აპროტესტებენ მთავრობის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც, ტექნიკური უნივერსიტეტი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს უნდა შეუერთდეს.

პროფესორ-მასწავლებლები მიმართავენ სტუდენტებსა და კოლეგებს:

„ახალგაზრდებო, დღეს ძალიან მნიშვნელოვანი დღეები გვაქვს. თუ ეს მზაკვრული ჩანაფიქრი არ არის, როგორ შეიძლება მოხდეს, რომ დიდი ივანეს დაარსებულ უნივერსიტეტში მისივე კათედრის წარმომადგენელი რექტორად იყოს და სწორედ ამ დროს მას შეეცვალოს მდგომარეობა, სამართლებრივი, ორგანიზაციული...

ეს იქნება ერთგვარი ლიკვიდაციის ტოლფასი. ამიტომ მიმაჩნია, რომ ქუდზე კაცი უნდა იყოს. შვილები აქ უნდა იყოთ, მარტო ჩვენ არა, მაგრამ უპირველესად პროფესორები უნდა იყოთ აქ. არავისთვისაა ადვილი. ეს არის დრო, როცა ჩვენ უნდა ვთქვათ, რას წარმოვადგენთ, ან ისინი შეგვიქმნიან დღის წესრიგს, როგორც აქამდე გვიქმნიდნენ“, - ამბობენ თსუ-ს პირველ კორპუსთან შეკრებილი პროფესორ-მასწავლებლები.

8 თებერვალს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს დაარსებიდან 108 წელი შეუსრულდა.

29 იანვარს ცნობილი გახდა, რომ უმაღლესი განათლების „ქართული ოცნებისეული“ რეფორმის ფარგლებში თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი გაერთიანდებიან.

აკადემიურმა პერსონალმა და სტუდენტებმა გივი მიქანაძის ბრიფინგიდან გაიგეს დაგეგმილი ცვლილების შესახებ.

ერთიან სასწავლებელს თსუ ერქმევა და ივანე ჯავახიშვილის სახელს შეინარჩუნებს. 29 იანვრიდან პროფესორ-მასწავლებლების ნაწილმა და სტუდენტებმა საპროტესტო აქციები გამართეს.

განათლების ექსპერტების ნაწილი აცხადებს, რომ არ უნახავთ შრომის ბაზრის კვლევის ანგარიში, რომლის საფუძველზეც ხსნის განათლების სამინისტრო ორი სახელმწიფო უნივერსიტეტის გაერთიანების გადაწყვეტილებას.

საუნივერსიტეტო განათლების „ქართული ოცნებისეული“ რეფორმა მოიცავს ფაკულტეტების შემცირებას პრინციპით - „ერთი ქალაქი, ერთი ფაკულტეტი“.

ასევე ნახეთ:

„შეხვედრები გაგრძელდება“ - დასრულდა შეხვედრა მიქანაძესა და თსუ-სა და სტუ-ს წარმომადგენლებს შორის

სტუ-ს აკადემიური საბჭო თსუ-სთან შერწყმას ავტონომიურობის შეზღუდვად აფასებს, განათლების რეფორმას კი ემხრობა

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი: უმაღლესი განათლების კანონში ცვლილებები ეწინააღმდეგება კონსტიტუციას

თსუ-ს სენატი: შეწყდეს უნივერსიტეტების გაერთიანების პროცესი

ჯერჯერობით უცნობია რამდენ სტუდენტს მიიღებენ სახელმწიფო უნივერსიტეტები იმ წელს, როცა ორმაგი ოდენობის აბიტურიენტი იქნება

„პოლიტექნიკურის“ 104 წლის ისტორია

ერთიან ეროვნულ გამოცდებზე უნივერსიტეტების მონიშვნებთან დაკავშირებით შეზღუდვები არ იქნება - ზვიად გაბისონია

გივი მიქანაძე ოთხწუთიან ვიდეოში აღწერს თსუ-სა და სტუ-ს გაერთიანების იდეას და მიზანს

ტექნიკური უნივერსიტეტიდან "ქართული ოცნების" მთავრობას, პარლამენტს და ცალკე - ბიძინა ივანიშვილს მიმართავენ

„როგორც ხელისუფლება იტყვის“ - თსუ-სა და სტუ-ს გაერთიანება გადაწყვეტილია, მაგრამ „კონსულტაციები“ იქნება

ფორუმი

XS
SM
MD
LG