”სასჯელაღსრულების სამინისტრო არ საუბრობს იმაზე, თუ როგორ აპირებენ ისინი სასჯელაღსრულების დაწესებულებებში არჩევნების ჩატარებას”, აცხადებენ ”ახალგაზრდა ადვოკატთა ასოციაციაში”. ორგანიზაციის წარმომადგენლების მტკიცებით, მათ სასჯელაღსრულების სამინისტროს წერილით მიმართეს და სთხოვეს განემარტათ, როგორ იგეგმებოდა საპარლამენტო არჩევნების ჩატარება სასჯელაღსრულების სისტემაში. მიღებული პასუხის თანახმად, ინფორმაცია იმის შესახებ, თუ როგორ აპირებს უწყება სისტემაში პირველი ოქტომბრის არჩევნების ჩატარებას, არ საჯაროვდება.
ახალი საარჩევნო კოდექსის თანახმად, არჩევნებში მონაწილეობის უფლება წელს პირველად მიეცემა იმ 1300-მდე პირს, რომლებსაც ნაკლებად მძიმე დანაშაული აქვთ ჩადენილი. "საქართველოს საარჩევნო კოდექსის" მიხედვით, არჩევნებში მონაწილეობის უფლება აქვს ასევე ბრალდებულს, ანუ პატიმარს, რომლისთვისაც სასამართლოს განაჩენი ჯერ არ გამოუტანია. ”ახალგაზრდა ადვოკატთა ასოციაციის” თანადამფუძნებელი არჩილ კაიკაციშვილი რადიო თავისუფლებასთან საუბარში ამბობს, რომ სასჯელაღსრულების სამინისტროდან მიღებული საპასუხო წერილის თანახმად, ინფორმაცია იმის შესახებ, თუ როგორ აპირებს სასჯელაღსრულების სამინისტრო სისტემაში საპარლამენტო არჩევნების ჩატარებას, საჯარო ინფორმაციას არ წარმოადგენს:
”ვითხოვდით, რომ საზოგადოებისთვის და არასამთავრობო სექტორისთვის გაეცნოთ ის კონკრეტული სტრატეგია, რომლის საფუძველზეც განხორციელდებოდა არჩევნების მონიტორინგი, რამდენად მოახერხებდნენ უფლებადაცვითი ორგანიზაციები არჩევნებზე დაკვირვებას, განახორციელებდნენ თუ არა არჩევნების მონიტორინგს საერთაშორისო ორგანიზაციები. სამინისტროს მიერ გამოგზავნილ წერილში სიტყვასიტყვით წერია, თქვენ მიერ მოთხოვნილი ინფორმაცია არ არის საჯარო ინფორმაციაო.”
სწორედ ამიტომ, არჩილ კაიკაციშვილს მიაჩნია, რომ სასჯელაღსრულების სამინისტრო საერთოდ არ ემზადება საპარლამენტო არჩევნებისთვის და, მისი თქმით, მეტიც, უწყებას წარმოდგენა არა აქვს როგორ უნდა ჩაატარონ სისტემაში არჩევნები.
”ახალგაზრდა ადვოკატებს” სასჯელაღსრულების სამინისტრო რადიო თავისუფლების საშუალებით აძლევს პასუხს და აცხადებს, რომ მათ გაეცათ სრულიად კომპეტენტური პასუხი, რომლის გასაჩივრებაც მათ სასამართლოში შეუძლიათ. წერილობით პასუხში სასჯელაღსრულების სამინისტრო მიუთითებს, რომ ხდება საკითხის პოლიტიზება და ის ორგანიზაციის წევრებს ურჩევს, უკეთ გაერკვნენ სამინისტროს საქმიანობაში.
როგორ განსაზღვრა საქართველოს ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ სასჯელაღსრულების დაწესებულებებში ხმის მიცემის უფლების მქონე პატიმრების ინფორმირების პირობები და წესები? - ამ კითხვით მიმართა რადიო თავისუფლებამ საარჩევნო კომისიის სპიკერს, ეკა აზარაშვილს. მისი განმარტებით, საარჩევნო სუბიექტების ბეჭდვითი სააგიტაციო მასალები და პლაკატები სასჯელაღსრულების დაწესებულებებში არჩევნებამდე 8 დღით ადრე უნდა განთავსდეს და მათი განთავსების ადგილი სასჯელაღსრულების დაწესებულების ადმინისტრაციამ ისე უნდა განსაზღვროს, რომ ყველა საარჩევნო სუბიექტს თანაბარი პირობები ჰქონდეს. რაც შეეხება წინასაარჩევნო პერიოდისა და უშულოდ არჩევნების დღის მონიტორინგს, როგორც ეკა აზარაშვილი ამბობს, საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის ბრძანებით, შეიქმნება ნდობის ჯგუფი, რომელიც განახორციელებს არჩევნების მონიტორინგს:
”ჩვენ პერმანენტული შეხვედრები გვქონდა პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებთან. განვიხილეთ ნდობის ჯგუფის შექმნის საკითხი, რომელიც მონიტორინგს გაუწევს სააგიტაციო მასალების განთავსებას საპატიმროებში. რაც შეეხება ჯგუფის შემადგენლობას, ჯერჯერობით ეს საკითხი არ არის გადაწყვეტილი. ცესკო ამაზე იმსჯელებს და, შესაბამისად, მიიღებს გადაწყვეტილებას, თუ ვინ შევა ნდობის ჯგუფში.”
აღსანიშნავია, რომ საპარლამენტო არჩევნების ჩატარების ოფიციალურ თარიღად პირველი ოქტომბერი გამოცხადდა. შესაბამისად, ამოქმედდა ორთვიანი სააგიტაციო პერიოდიც. თუმცა, როგორც ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ დადგენილი წესებიდან ირკვევა, პატიმრებისთვის სააგიტაციო პერიოდი მხოლოდ 8 დღეს მოიცავს. სწორედ ამიტომ ”ციხის საერთაშორისო რეფორმის” წარმომადგენელს, ცირა ჭანტურიას მიაჩნია, რომ პატიმრებისთვის ინფორმაციის მიწოდების ერთ-ერთი ფორმა, გარდა სააგიტაციო მასალებისა, ბეჭდური მედია უნდა იყოს. არასამთავრობო ორგანიზაცია ”ადამიანის უფლებათა ცენტრის” იურისტი ნინო ანდრიაშვილი წლებია პატიმრების უფლებებს იცავს და, როგორც ის ამბობს, პატიმრებისგან არაერთხელ სმენია, რომ გაზეთები მათ მცირე რაოდენობით მიეწოდებათ და ისიც, ძირითადად, გასართობი ჟანრის. რაც შეეხება რადიოს, ნინო ანდრიაშვილის ინფორმაციით, რადიომაუწყებლობა სასჯელაღსრულების დაწესებულებებში საღამოს ექვსი საათიდან წყდება:
”რაც შეეხება ტელევიზიებს, გამორიცხულია, რომ იქ ჩართონ ან ”მაესტრო”, ან ”კავკასია”. ერთადერთი არხი, რომელიც იქ მაუწყებლობს, არის საზოგადოებრივი მაუწყებელი, რომელიც მუდმივად მუშაობს და სწორედ ამ არხის საშუალებით მიეწოდებათ მათ ინფორმაცია.”
შექმნილი სიტუაციიდან გამომდინარე, ნინო ანდრიაშვილი ფიქრობს,რომ სასჯელაღსრულების დაწესებულებებში ხმის მიცემის უფლების მქონე პატიმრები, დიდი ალბათობით, მხოლოდ მმართველი პარტიის წინასაარჩევნო დაპირებებს გაეცნობიან.

განვიხილეთ ნდობის ჯგუფის შექმნის საკითხი, რომელიც მონიტორინგს გაუწევს სააგიტაციო მასალების განთავსებას საპატიმროებში ...ეკა აზარაშვილი

გამორიცხულია, რომ იქ ჩართონ ან ”მაესტრო”, ან ”კავკასია”. ერთადერთი არხი, რომელიც იქ მაუწყებლობს, არის საზოგადოებრივი მაუწყებელი ...ნინო ანდრიაშვილი