87 წლის ასაკში გარდაიცვალა გერმანიის ყოფილი კანცლერი, ჰელმუტ კოლი, რომლის სახელს უკავშირდება გერმანიის ორი ნაწილის, გერმანიის ფედერაციული და კომუნისტური, დემოკრატიული რესპუბლიკების გაერთიანება და ბერლინის კედლის დაცემა, ასევე საერთო ევროპული ვალუტის, ევროს შემოღება. კოლი 16 წლის მანძილზე მართავდა ფედერაციულ რესპუბლიკას. ქრისტიან-დემოკრატიული პარტიის წევრ პოლიტიკოსს „გაერთიანების კანცლერსაც" უწოდებდნენ. ყოფილი კანცლერის გარდაცვალების მიზეზი უცნობია. თავისი ბოლო გამოსვლისას, უკვე ეტლში მჯდომმა კოლმა, 2012 წელს, ბერლინში განაცხადა, „ევროპისთვის ვიბრძოლებ მუდამ, თავისუფლებისა და მშვიდობისთვისო". კოლი იყო ევროკავშირსა და ნატოში ყოფილი კომუნისტური ქვეყნების ინტეგრაციის მხარდამჭერი.
სხვა მასალები
ყველაზე პოპულარული
1