Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ნამდვილი და „ალტერნატიული“ ფაქტები?


ქალების მარში ვაშინგტონში
ქალების მარში ვაშინგტონში

მსოფლიოში ფართო რეზონანსი მოჰყვა აშშ-ში ახალი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის, ინაუგურაციის შემდეგ გაკეთებულ ერთ განცხადებას, რომელიც კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს რეალობის, ფაქტების მიმართ ტრამპის გუნდის დამოკიდებულებას. ეს განცხადება 22 იანვარს ტელეინტერვიუში გააკეთა პრეზიდენტის უფროსმა მრჩეველმა კელიენ კონუეიმ. მან, კერძოდ, ახსენა „ალტერნატიული ფაქტები“... – „ალტერნატიული ფაქტების“ ცნებამ გაიჟღერა დავის ფონზე, რომელიც აშშ-ის პრეზიდენტად დონალდ ტრამპის ინაუგურაციაზე დამსწრეთა რაოდენობის გარშემო დაიწყო.

ნამდვილი და „ალტერნატიული“ ფაქტები?
please wait

No media source currently available

0:00 0:02:50 0:00
გადმოწერა

ცნობების თანახმად, ვაშინგტონში, კაპიტოლიუმთან, ინაუგურაციის სანახავად შეკრებილების - ანუ, ძირითადად, ტრამპის მხარდამჭერების - რიცხვს აღემატებოდა იმ ადამიანების რაოდენობა, ვინც მომდევნო დღეს ვაშინგტონშივე მონაწილეობა მიიღო ქალთა მარშში, ანუ ტრამპის საწინააღმდეგო საპროტესტო აქციაში. როგორც ცნობილია, იმ დღეს დონალდ ტრამპის საწინააღმდეგო აქციები გაიმართა აშშ-ის სხვა ქალაქებშიც და მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში.

საინფორმაციო საშუალებებში გავრცელდა ასევე ინფორმაცია, რომ 2017 წლის 20 იანვარს ტრამპის ინაუგურაციაზე შეკრებილების რიცხვს აღემატებოდა 2009 წლის იანვარში პრეზიდენტ ბარაკ ობამას ინაუგურაციაზე მისულების რაოდენობაც. ამ ცნობის საილუსტრაციოდ ორი ინაუგურაციის დროს გადაღებული ფოტოებიც გავრცელდა.

შონ სპაისერი
შონ სპაისერი

მაგრამ თეთრ სახლში ამ ცნობებმა მკვეთრი უკმაყოფილება გამოიწვია.თეთრი სახლის პრესმდივანმა შონ სპაისერმა 21 იანვარს გამართული პრესკონფერენციის დროს ჟურნალისტები არასწორი ინფორმაციის შეგნებულად გავრცელებაში დაადანაშაულა და გამოაცხადა, დონალდ ტრამპის ინაუგურაცია უპრეცედენტოდ მრავალრიცხოვანი აუდიტორიის თვალწინ ჩატარდაო.

„ეს იყო უდიდესი აუდიტორია, რომელსაც კი თვალი უდევნებია ინაუგურაციისათვის როგორც ადგილზე, ისე მთელ მსოფლიოში“, - განაცხადა თეთრი სახლის პრესმდივანმა 21 იანვარს.

როცა მომდევნო დღეს ტრამპის უფროს მრჩეველს, კელიენ კონუეის, ჰკითხეს, რატომ იტყუება თეთრი სახლის პრესმდივანი, როცა ინაუგურაციაზე მისულების რიცხვზე ლაპარაკობსო, კონუეიმ ასე უპასუხა: „თქვენ ამბობთ, რომ ტყუილია, ხოლო ისინი... თეთრი სახლის პრესმდივანი შონ სპაისერი ალტერნატიულ ფაქტებს ასახელებს“.

კელიენ კონუეი
კელიენ კონუეი

ასე, ტელეკომპანია ენბისისთან ინტერვიუს დროს გაისმა გამოთქმა „ალტერნატიული ფაქტები“. მისი „ავტორია“, როგორც უკვე ითქვა, დონალდ ტრამპის უფროსი მრჩეველი, კელიენ კონუეი, რომელსაც მაშინვე შეეპასუხა ჟურნალისტი ჩაკ ტოდი: ალტერნატიული ფაქტები არ არის ფაქტები, ისინი სიცრუეაო!

ჩაკ ტოდის ამ რეაქციის შემდეგ აღარ შეწყვეტილა გამოხმაურება კელიენ კონუეის გამონათქვამზე. მათ შორის არის სოციალურ მედიაში გავრცელებული შეკითხვა: თეთრი სახლის შემდეგ პრესკონფერენციაზე ფაქტებს რომ მოიყვანთ, ნამდვილი იქნება, თუ ალტერნატიულიო?

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG