Accessibility links

ვაშინგტონი უკრაინაში იარაღის გაგზავნას ფიქრობს


კურტ ვოლკერი უკრაინის ფრონტისპირა ქალაქ ავდეევკაში

აშშ-ის ახალმა წარგზავნილმა აღმოსავლეთ უკრაინაში კონფლიქტის დასრულების მცდელობის საკითხებში კურტ ვოლკერმა, „ბი-ბი-სის“ განუცხადა, რომ ვაშინგტონი ფიქრობს უკრაინაში იარაღის გაგზავნას, რათა დაეხმაროს კიევს რუსეთის მხარდაჭერით მოქმედი სეპარატისტების წინააღმდეგ ბრძოლაში. ვოლკერის თქმით, უკრაინის არმიის შეიარაღებით შეიძლება მოსკოვის დამოკიდებულება შეიცვალოს ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკაში. თავდაცვის იარაღი, რომელიც უკრაინას თავდაცვის შესაძლებლობას მისცემს, მაგალითად, ტანკების მოგერიება, უკრაინას დაეხმარება შეაჩეროს რუსეთის მუქარა. ვოლკერის ფიქრობს, რომ ეს არ იქნება პროვოკაციული ნაბიჯი და არც იარაღის ბალანსი დაირღვევა რეგინში. ამერიკელი დიპლომატის აზრით, აღმოსავლეთ უკრაინაში მშვიდობის დამყარება მოითხოვს მისი თქმით, ახალ სტრატეგიულ დიალოგს მოსკოვთან. ვოლკერი 23 ივლისს სტუმრობდა უკრაინას და ფრონტის ხაზს ეწვია. ვოლკერი ადრე ნატოში აშშ-ის წარგზავნილი იყო.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG