„აგენტების კანონის“ სარეკლამო კამპანია, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის მამუკა მდინარაძის თქმით, „ქართული ოცნების“ შემომწირველებმა დააფინანსეს, ახალგაზრდულმა ფრთამ კი ქუჩებში პლაკატების გამოკვრა ითავა.
თბილისის მერის მოადგილე კახაბერ გულედანი აცხადებს, რომ დედაქალაქის ქუჩებში ე.წ. აგენტების კანონის სარეკლამო ბროშურების გამოკვრაზე მუნიციპალიტეტს ნებართვა არ გაუცია. მანვე აღნიშნა, რომ უწყებაში დაიწყო მოკვლევა იმ პირთა გამოსავლენად, ვინც უნებართვოდ გააკრა პლაკატები.
ამერიკის შეერთებულმა შტატებმა საქართველოს ყოფილ თავდაცვის მინისტრს, დავით კეზერაშვილს ვიზა არ მისცა. უარის მიზეზის დასადგენად კეზერაშვილმა სასამართლო დავა დაიწყო და საჩივარი კოლუმბიის ოლქის რაიონულ სასამართლოში შეიტანა.
თბილისის საკრებულო დათანხმდა გმირთა მოედნიდან ბენზინგასამართი სადგურების გადატანას. კომპანიებს თავიანთი ქონების შეფასება, ჯამში 7,2 მილიონი ლარი, სამართლიანად მიაჩნიათ.
ბიზნესმენებთან შეთანხმება მიღწეულია - გმირთა მოედანზე ბენზინგასამართ სადგურებს აიღებენ. თბილისის მერია მხოლოდ საკრებულოს ფორმალურ თანხმობას ელოდება.
კონსერვატიული პარტია „პატრიოტთა ალიანსის“ მთავარ საინფორმაციო პლატფორმას ფინანსური კრიზისი აქვს. კომპანიის შემოსავლებმა დრამატულად იკლო, ეთერში კი ახლა მხოლოდ ფილმები გადის.
დასჯის ეს მეთოდი საკანონმდებლო ორგანოში 2023 წლის შემოდგომამდე არ გამოუყენებიათ: პარლამენტის თავმჯდომარემ პარლამენტის წევრები სხდომათა დარბაზიდან „სამარცხვინო საქციელისთვის“ გააძევა მას შემდეგ, რაც ქალი კულტურის მინისტრის გამოსვლისას 4-მა ქალმა დეპუტატმა, ტრიბუნასთან საპროტესტო ბანერი გაშალა.
ცოფი ერთ-ერთი საშიში ინფექციური დაავადებაა, რომელიც დადასტურების შემთხვევაში ყოველთვის სიკვდილით სრულდება - გადარჩენის ერთადერთი გზაა ვაქცინა, რომელიც არსებობს და საქართველოში უფასოა.
ხარაგაულში 2024 წლისთვის საახალწლო ღონისძიებები 286 271 ლარი ჯდება. მომსახურება მუნიციპალიტეტის მერის, კობა ლურსმანაშვილის გადაწყვეტილებით, ტენდერის გარეშე, პირდაპირი წესით უნდა შეისყიდონ.
საქართველოში “მეხუთე თაობის” ინტერნეტი ინერგება. 5G უახლესი და უსწრაფესი მობილური ინტერნეტია, რომლის შესაძლებლობები საბოლოოდ ჯერ კიდევ არ არის გამოყენებული. ამ სტატიაში მოგიყვებით ყველაფერზე, რაც შეიძლება საქართველოში მეხუთე თაობის ინტერნეტის დანერგვას უკავშირდებოდეს.
საქართველოს პრემიერ-მინისტრს, ირაკლი ღარიბაშვილს საჯარო მოხელის დეკლარაცია 9-ჯერ აქვს შევსებული, მათგან უახლესი - 2023 წლის 30 ოქტომბერს. ყველაზე ძველი კი - 2012 წლის დეკემბერს, როცა მან ხელისუფლების შეცვლის შემდეგ შინაგან საქმეთა მინისტრად დაიწყო მუშაობა.
მომავალი წლის 1 იანვრიდან საქართველოს მოქალაქეებისთვის ბანკებში სესხის აღების პირობები იცვლება. მართალია, უცხოურ ვალუტაში სესხის აღებაზე შეზღუდვების ნაწილი უქმდება, მაგრამ ზოგ შემთხვევაში რთულდება კიდეც. ამ სტატიაში ვხსნით, რა იცვლება, ვისთვის და იცვლება კლიენტებისთვის უკეთესობისკენ თუ უარესობისკენ.
საქართველოს პრეზიდენტის იმპიჩმენტი არ შედგა - საქართველოს პარლამენტში მმართველმა პარტიამ ვერ მოაგროვა 100 ხმა, რომელიც საჭირო იყო სალომე ზურაბიშვილის გადასაყენებლად. საკითხის პოლიტიკური შეხედულებებით გადაწყვეტამდე საქმის სამართლებრივი მხარე საკონსტიტუციო სასამართლომ განიხილა.
საკონსტიტუციო სასამართლოს სამმა მოსამართლემ ჩათვალა, რომ მათმა კოლეგებმა არასწორად განმარტეს პრეზიდენტისთვის კონსტიტუციით მინიჭებული უფლებები და ასევე საგარეო ურთიერთობებში მთავრობისგან თანხმობის შესახებ კონსტიტუციური ჩანაწერის მიზანი.
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში დასრულდა საქართველოს პრეზიდენტის წინააღმდეგ საკონსტიტუციო წარდგინების განხილვა. სასამართლოს სრული შემადგენლობა, 9 მოსამართლე, სამი დღის განმავლობაში უსმენდა პარტია "ქართული ოცნების" ლიდერებსა და პრეზიდენტის წარმომადგენლებს.
საკონსტიტუციო სასამართლოს ცხრა მოსამართლე 6 საათის განმავლობაში უსმენდა საპარლამენტო უმრავლესობის, საქართველოს პრეზიდენტისა და მთავრობის წარმომადგენლებს - სასამართლოში 3 ოქტომბერს დაიწყო საქართველოს პრეზიდენტის წინააღმდეგ საკონსტიტუციო წარდგინების განხილვა.
აშშ-ს მიერ სანქცირებულ საქართველოს ყოფილ მთავარ პროკურორს, 21 სექტემბრის მონაცემებით, საქართველოში უძრავი ქონება აღარ აქვს - მან დაჩქარებული წესით ყველაფერი შვილის სახელზე გადააფორმა.
აშშ-ის მიერ სანქცირებულ საქართველოს ყოფილ მთავარ პროკურორს, სავარაუდოდ, საქართველოს რამდენიმე ბანკში აქვს ანგარიში, მათ შორის ისეთშიც, რომელმაც ოფიციალური განცხადებით დაადასტურა, რომ არ აპირებს გამონაკლისების დაშვებას.
ჩამოტვირთე მეტი