ჟურნალისტი, ხელოვნებათმცოდნე, პროფესორი. აშუქებს კულტურის ისტორიის, კინოს, ხელოვნების საკითხებს, ადამიანის უფლებებს. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 1995 წლიდან.
ინტერნეტში განთავსდა ბოლო დროის ყველაზე სკანდალური რუსული კინოპროექტი, ილია ხრჟანოვსკის “დაუ” – 700 საათიანი სერიალი, რომლის ერთი ნაწილი, სახელწოდებით “ნატაშა”, ბერლინის კინოფესტივალის კონკურსში იყო ჩართული.
საგანგებო მდგომარეობა ჩვენი ქვეყნის ისტორიაში - ზრუნვა და დასჯა. ხელისუფლება თავის მოქალაქეებზე კონტროლს აძლიერებს. აფრთხილებს და აჯარიმებს მათ. კომენდანტის საათს „ფაქტობრივად კომენდანტის საათს" უწოდებს.
გასულ კვირას რეზო ესაძე გარდაიცვალა. ამ არეულ დროში ბევრმა ჩვენგანმა ვერ შეძლო კიდევ ერთხელ გადაგვეხადა მადლობა ქართული კინოს კლასიკოსისთვის, მისი ღვაწლი გაგვეხსენებინა, მადლობა გვეთქვა თუნდაც ფილმისთვის “წისქვილი ქალაქის გარეუბაში”.
ბესიკ ხარანაული ამბობს, რომ ბედის სჯერა და ცდილობს ჩასწვდეს ჩვენს საერთო ბედს, დღევანდელი ამბების საიდუმლოს. რა უნდა ჩვენგან ბუნებას, რას გვემდურის? რა უნდა ჩვენგან ისტორიას? ბესიკ ხარანაულის ხმამაღალი ფიქრები „ანარეკლებში".
დრო, რომელშიც ჩვენ ვცხოვრობთ ამ ღამეს დაიწყო. ფოტოსურათმა შეინახა ეს დრო და შეინახა ძალადობა. ექიმებმა სიცოცხლე გადაარჩინეს. სისხლიანი ღამის ძველი და ახალი სურათები. ️9 აპრილის უცნობი გმირები.
როგორ უნდა გვეცხოვრა, ან როგორ უნდა ვიცხოვროთ ურთიერთობის გარეშე? როგორ ვიცვლებოდით მაშინ, როდესაც ურთიერთობის ფორმა იცვლებოდა? იძულებითი დისტანცია და ურთიერთობის ვნება - რა იყო გუშინ და რა გველის ხვალ?
ჩემი თვითიზოლაციის რეჟიმი კომენდანტის საათის შემოღებასთან ერთად დასრულდა. ეს ერთადერთია, რაც დასრულდა. სხვა - როდის დასრულდება და როდის დაიწყება, არ ვიცი.
„შუქი მოვიდა" ... „შუქი წავიდა" - რას ვაკეთებდით სიბნელეში? გადავხედოთ არქივებს თვითიზოლაციაში. რა შეიცვალა 90-იანი წლების შემდეგ? როგორ ვურთიერთობთ განსაცდელთან?
პაატა იმნაძე წინასწარმეტყველებაზე უარს ამბობს, თუმცა ვრცელდება მეთექვსმეტე საუკუნის ფრანგი მისტიკოსის, მიშელ ნოსტრადამუსის, ჩანაწერები, რომლებშიც, თითქოს, სახელგანთქმული წინასწარმეტყველი ამტკიცებს, 2020 წელს მსოფლიოში საშინელი ეპიდემია დაიწყებაო.
დე ფაქტო საპრეზიდენტო არჩევნები კორონავირუსის გამო "საერთაშორისო დამკვირვებლების" გარეშე ჩატარდება. რა ვითარებაა დღეს აფხაზეთში? რა ვიცით ადამიანებზე, რომლებიც ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებად მიგვაჩნია?
კანის საერთაშორისო კინოფესტივალის დირექცია, ბოლოს და ბოლოს, მიხვდა, რომ მაისის შუა რიცხვებში კინოს ნომერი პირველი ფორუმი ვერ ჩატარდება. 19 მარტს, როცა მსოფლიოში უკვე ყველაფერი გადაიდო და გაუქმდა, გამოაცხადა, რომ ”კინო აღარ იქნება”.
ცეკვა სხეულის ბუნებრივი მდგომარეობაა? უძველესი რიტუალი, რომელიც ვერ იარსებებს სექსუალობის გარეშე? რატომ დევნიდა ცენზურა თავისუფალ ცეკვას და რატომ ეშინოდათ თავისუფალი მოძრაობების ტოტალიტარულ რეჟიმებში?
რატომ ტარდებოდა და ტარდება სილამაზის კონკურსი საქართველოში? რატომ ტარდებოდა მაშინ, როდესაც ქვეყანას უჭირდა? უშუქობის და უწყლობის ეპოქაში. ვინ ადგენს სილამაზის ნორმებს და რატომ იცვლება სილამაზის სტანდარტები? რატომ მოიგონეს შეჯიბრება სილამაზეში? „ანარეკლებში" ვსაუბრობთ სილამაზის კონკურსებზე.
სტალინი საბჭოთა ხალხისთვის ღმერთი იყო, მაგრამ გათენდა 1953 წლის 5 მარტი და მსოფლიომ ამხანაგ სტალინის გარდაცვალების ამბავი შეიტყო. რა ხდებოდა მარტის იმ დღეებში საქართველოში? როგორ დაიტირეს ბელადი ბავშვებმა, მოხუცებმა... როგორ დაიტირეს ბელადი თბილისში, ბათუმში, გორში ქუთაისში.
კულინარული ტურიზმი და გემო, როგორც ხსოვნა. ვათვალიერებთ „კულინარულ ბიბლიას", წიგნს, რომელსაც საბჭოთა ოჯახებში განსაკუთრებით უფრთხილდებოდნენ. როდესაც შიოდათ, გადაფურცლავდნენ და მთელ ქვეყანას ნერწყვი სდიოდა.
ჩამოტვირთე მეტი