ჟურნალისტი, ხელოვნებათმცოდნე, პროფესორი. აშუქებს კულტურის ისტორიის, კინოს, ხელოვნების საკითხებს, ადამიანის უფლებებს. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 1995 წლიდან.
თბილისის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალის მესვეურებმა წელს უფრო მეტი რისკი გასწიეს და ფესტივალი "უფრო ვარსკვლავურია". ფესტივალის ცენტრალური მოვლენაა პიკოლო ტეატროს სპექტაკლი "არლეკინი, ორი ბატონის მსახური".
ლატვია მხოლოდ 50 წელი იყო საბჭოთა კავშირის შემადგენლობაში, თუმცა ლატვიელებს შორის ბევრია ისეთი, რომელიც ამტკიცებს, ქვეყანა ჯერ კიდევ ვერ განთავისუფლებულა საბჭოთა მემკვიდრეობისგანო. ლატვიელები საუბრობენ ე.წ. ”ორმაგ ოკუპაციაზე”, რომელიც ხშირად ხელს უშლის ქვეყნის ისტორიის ობიექტურ ანალიზს...
2010 წლის ზაფხული დასრულდა და აღარასდროს განმეორდება. ეს იმას ნიშნავს, რომ დასრულდა და აღარ განმეორდება – ყოველ შემთხვევაში, მომავალი ზაფხულის დადგომამდე - ახალი „საზაფხულო კულტურული პოლიტიკა“.
ზუსტად 20 წლის წინ, 1990 წლის 17 სექტემბერს, გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდაში“ გამოქვეყნდა ალექსანდრ სოლჟენიცინის წერილი „როგორ მოვაწყოთ რუსეთი“. ნობელის პრემიის ლაურეატი, საბჭოთა კავშირიდან განდევნილი სოლჟენიცინი ბევრისთვის მოულოდნელად მოგვევლინა რუს შოვინისტად...
რა ფენომენია ეს – „ქართული იუმორი“? არსებობს კი საერთოდ? იქნებ ესეც მორიგი აკვიატებაა, მცირე ერისთვის დამახასიათებელი ვნება, რაღაცით გამოირჩეოდეს სხვებისგან? განა არსებობს კულტურა იუმორის გრძნობის გარეშე? ამ კითხვების გარშემო მსჯელობენ გიორგი გვახარია და „წითელი ზონის“ სტუმარი, ფსიქოლოგი გაგა ნაიჟარაძე.
აგერ, მერაბ მამარდაშვილის 80 წლის იუბილეა. მაგრამ „ქართველი სოკრატე“ მხოლოდ ახლად დაბადებულ ქართველ სოციალ-დემოკრატებს მოაგონდათ. არც დღევანდელ საქართველოში აძლევთ ხელს მამარდაშვილის ლექციების გახსენება. აქ დღეს სხვა გმირებია მოდაში.
12 სექტემბრიდან ბათუმი საავტორო კინოს მოყვარულებს უმასპინძლებს - აჭარის დედაქალაქში გაიხსნა მე-5 საერთაშორისო კინოფესტივალი. ფესტივალის მენეჯერის ზვიად ელიზიანის თქმით, ბათუმის საიუბილეო კინოფორუმი განსაკუთრებით მრავალფეროვანი პროგრამით გამოირჩევა.
თანამედროვე მსოფლიო კინოს ცოცხალი კლასიკოსის, ბრიტანელი რეჟისორის კენ ლოუჩის ფილმი „ირლანდიური მარშრუტი“ კინოთეატრებისთვის სექტემბრამდე გააჩერეს - დიდი პრემიერა 11 სექტემბრის ტრაგიკული მოვლენების მე-9 წლისთავის აღნიშვნას დაამთხვიეს.
ბასკების წარმომავლობისა და ბასკური ენის სხვა ენებთან მიმართების საკითხი კარგა ხანია იპყრობს მეცნიერების ყურადღებას მთელ მსოფლიოში. საქართველოში დღემდე პოპულარულია ბასკებისა და ქართველების ნათესაობის იდეა. რას წარმოადგენენ სინამდვილეში ბასკები?
რუსი ოპოზიციონერის, ბორის ნემცოვის ცნობილი განცხადება, პუტინი და სააკაშვილი ტყუპები არიან, დარვინის მიხედვით ხომ ყველაზე ულმობელი ბრძოლა ერთი სახეობის ორგანიზმებში მიმდინარეობსო, თავის დროზე მხოლოდ ჩვენმა ოპოზიციონერებმა აიტაცეს.
ეს ბლოგი 27 აგვისტოს თითქმის მზად მქონდა, მაგრამ მოვლენათა განვითარებას ველოდი და არ ვაქვეყნებდი. იმედი მქონდა, რომელიმე არასამთავრობო ორგანიზაცია, ანდა, თუნდაც ხელისუფლება თუ ოპოზიცია კომენტარს გაუკეთებდა ”სიძულვილის აქციას”, რომელიც მართლმადიდებლობის სახელით ჩატარდა ბათუმში... შენც არ მომიკვდე!
3 სექტემბერს, ზაქარია ფალიაშვილის ოპერით „აბესალომ და ეთერი“, 159-ე სეზონს გახსნის თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრი – გახსნის საქართველოს ეროვნული მუსიკალური ცენტრის შენობაში, რადგან თეატრის შენობა კაპიტალურ რემონტშია.
„ყოველი ფილმი, რომელიც იმ წლებშია გადაღებული (არამარტო ჩემი ფილმები), არის შიშის კარდიოგრამა... კარდიოგრამა შფოთვისა, რომელსაც განაპირობებს მუშაობის აკრძალვისა და შიმშილით სიკვდილის მოლოდინი“, - თქვა ერთხლ სერგო ფარაჯანოვმა.
გასულ კვირაში იუბილე იზეიმა კინოს ორმა გამოჩენილმა მოღვაწემ: ქართველმა კინორეჟისორმა გიორგი დანელიამ და ბრიტანელმა მსახიობმა შონ კონერიმ. 26 აგვისტოს ერთსაც და მეორესაც 80 წელი შეუსრულდა.
26 აგვისტოს ასი წელი გავიდა ნობელის პრემიის ლაურეატის, კათოლიკე მისიონერის აგნეს გონჯა ბოიაჯიუს, იმავე დედა ტერეზას დაბადებიდან. იგი კათოლიკურმა ეკლესიამ წმინდანად შერაცხა, თუმცა დედა ტერეზას მისიონერული მოღვაწეობის მიმართ ქედს იხრიან არამარტო კათოლიკეები.
შაბროლის იუბილეს მთელი ზაფხულია აღნიშნავენ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში. თუმცა კინოს ცოცხალ კლასიკოსს დაბადების 80 წლისთავი ჯერ კიდევ შარშან მიულოცეს ბერლინის კინოფესტივალზე - კინოში გაწეული ღვაწლისათვის ”ოქროს კამერა” გადასცეს.
ვიდეომასალა, რომელიც ჯორჯ ბუშის ქუჩაზე გამართული პერფორმანსის შემდეგ სასამართლოს მიაწოდეს დაკავებული პოეტების - ირაკლი კაკაბაძის, ალექსი ჩიღვინაძისა და შოთა დიღმელაშვილის - ადვოკატებმა, მოსამართლემ არ ნახა.
გაზეთ ”The Financial Times” -ის მტკიცებით, სამგანზომილებიანი კინოს მომავალი არც ისე ბრწყინვალეა, როგორც ეს ”ავატარის” პრემიერის შემდეგ ეგონათ. ეკრანებზე გამოდის სამგანზომილებიან ფორმატში გადაღებული ახალი ფილმები, რომელთა ნახვა მაყურებელს ჩვეულებრივ ფილმზე თითქმის ორჯერ ძვირი უჯდება.
მოგზაურობაში დავბერდი კაცი და მხოლოდ ერთი კვირის წინ აღმოვაჩინე ჩემში ერთი თვისება – „პირველი ნახვით“ არც ერთი ქალაქი არ მომწონებია.
აგვისტოს დასაწყისში იტალიის ქალაქ გუბიოში გაიმართა მუსიკალური ფესტივალი, რომელშიც მონაწილეობა მიიღო თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის ორკესტრმა. ორკესტრს იტალიელი მუსიკოსი ჯანლუკა მარჩიანო დირიჟორობდა.
ჩამოტვირთე მეტი