გოგა აფციაური არის რადიო თავისუფლების კორესპონდენტი შიდა ქართლში.
დღეს დილიდან ახალგორში რუსული სამხედრო ტექნიკა და ჯარისკაცები მოძრაობენ. დაბის თავზე ვერტმფრენიც დაფრინავს. ახალგორელების თქმით, დაბაში მოძრაობენ ქვეითთა საბრძოლო მანქანები, რომლებიც შეიარაღებული სამხედროებით არის სავსე; ისმის აფეთქებების ხმაც.
ოკუპირებულ ტერიტორიებზე დარჩენილი ისტორიული ძეგლები საგანგაშო მდგომარეობაშია. ამის გამო ოსმა ისტორიკოსებმა ხმაური არაერთხელ ატეხეს, მაგრამ მათ ყურადღებას არავინ აქცევს. არც 2011 წელს იგეგმება რომელიმე ტაძრის აღდგენა.
ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის გორის ოფისი 10 წლისაა. ამ დღესთან დაკავშირებით იურისტებმა გორის საზოგადოებას გაწეული მუშაობის შესახებ ანგარიში წარუდგინეს. როგორც ადგილობრივმა იურისტებმა განაცხადეს, მათთვის ყველაზე მძიმე ომის შემდგომ პერიოდში მუშაობა იყო.
დაუბალანსებელი რეპორტაჟები, ჟურნალისტური გამოძიების ნაკლებობა, შესაძლოა დემოკრატიული პროცესების ხელის შემშლელი იყოს, – ეს განცხადება ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა, ჯონ ბასმა, გორში ქართული მედიის შეფასებისას გააკეთა.
2010 წელი ყველაზე მძიმე ოკუპირებული ტერიტორიების მოსაზღვრე ქართული სოფლებისთვის იყო. ამას აღიარებს როგორც ხელისუფლება, ისე ოპოზიცია. ცხინვალის მოსაზღვრე სოფლებში პრობლემა კოკოითის ხელისუფლების მიერ გადაკეტილმა სარწყავმა არხებმა შექმნა.
რუსი "მესაზღვრეები" ახალგორში იმ პირებს აღარ უშვებდნენ, რომლებსაც ადგილობრივი რეგისტრაცია არა აქვთ. საგუშაგოდან არაერთი ადამიანი უკან გააბრუნეს.
90-იანი წლების ქართულ-ოსური კონფლიქტის შედეგად დევნილი ადამიანები ცხინვალში აუტანელ პირობებში ცხოვრობენ და კოკოითის ხელისუფლების მიმართ უკმაყოფილებას გამოთქვამენ.
ორი დღეა ახალგორის რაიონში ინტენსიური სროლის ხმა ისმის. რუსული და ოსური სამხედრო დანაყოფები ერთობლივ წვრთნებს ატარებენ. რუსები სროლას მაშინაც კი არ წყვეტენ, როცა ცხინვალში საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები ჩადიან. წუხელ ახალგორში სროლა ღამის 2 საათამდე არ შეწყვეტილა.
სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტი, ედუარდ კოკოითი, რუსეთის უმაღლესი სასწავლებლებისთვის ლიმიტების თხოვნას აღარ აპირებს. მრავალი ოსი ახალგაზრდა უმაღლეს განათლებას სწორედ ამ ლიმიტების მეშვეობით იღებს.
ახალგორის სასამართლომ გაამართლა ათზე მეტი ქართული ოჯახისთვის სახლების წართმევა. გუშინ დაბაში ცხინვალიდან მოსამართლე ჩავიდა და იმ ოჯახებს, რომლებმაც წლების წინ ვლადიკავკაზში მიმავალი ოსებისგან სახლები შეიძინეს, ბინების დასაცლელად 10-დღიანი ვადა მისცა.
სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტის მიერ გამოცემული ბრძანების შემდეგ, რომელიც ახალგორის რაიონის მოსახლეობისთვის მიწის ნაკვეთებისა და საცხოვრებელი ფართების ჩამორთმევას ეხება, დაბაში ვითარება დაიძაბა.
ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის სამუშაო ჯგუფის შეხვედრა ერგნეთში 3 საათზე მეტხანს გაგრძელდა. შეხვედრას ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელი საქართველოში ჰანს იორგ ჰაბერი, ეუთოს სპეციალური წარმომადგენელი ბოლათ ნურგალიევი დაესწრნენ.
სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტმა ედუარდ კოკოითიმ საახალწლოდ ავტომატური იარაღიდან სროლა აკრძალა. კოკოითის განკარგულებით, ვინც კანონს არ დაემორჩილება ახალ წელს ცხინვალის ციხეში გაატარებს. სროლასთან ერთად ცხინვალში პიროტექნიკის გაყიდვაც აიკრძალა
ჟენევის დისკუსიის მორიგი რაუნდის დღის წესრიგის შესათანხმებლად თანათავმჯდომარეები ცხინვალში ჩავიდნენ და პოსტკონფლიქტურ საკითხებში დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტის სპეციალურ წარმომადგენელს, ბორის ჩოჩიევს შეხვდნენ. ჟენევის დისკუსიის მე-14 რაუნდი 16 დეკემბერს გაიმართება.
სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტი ამას წინათ ადგილობრივი ტელევიზიის პირდაპირ ეთერში გამოვიდა და უფლებადამცველების კრიტიკა დაიწყო. კოკოითის აზრით, ჩრდილო ოსეთში მცხოვრებ უფლებადამცველებს არა აქვთ უფლება ცხოვრება ასწავლონ სამხრეთელ ოსებს.
სტამბოლში 4 დღის განმავლობაში ქართულ-ოსური სამოქალაქო ფორუმის წარმომადგენლების შეხვედრა მიმდინარეობდა. შეხვედრა კინაღამ ჩაიშალა, რადგან ოსური მხარის პოზიცია მონაწილეობის თაობაზე ბოლო წუთამდე გაურკვეველი იყო.
ევროპარლამენტში საქართველოს პრეზიდენტის გამოსვლას, სადაც მან ტერიტორიული მთლიანობის აღსადგენად ძალის გამოუყენებლობის შესახებ განაცხადა, გამოხმაურება ცხინვალშიც მოჰყვა, თუმცა ეს გამოხმაურება მყისიერი არ ყოფილა.
წლის ბოლომდე სოფელ ზემო ნიქოზს სასმელი წყლის პრობლემა მთლიანად მოეხსნება. წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტმა ცხინვალის მოსაზღვრე სოფელში ჭაბურღილისა და 25-ტონიანი რეზერვუარის სამონტაჟო სამუშაოები დაიწყო.
დევნილებისთვის მთავარ პრობლემად უმუშევრობა რჩება. მეორე წელია არაერთი იძულებით გადაადგილებული პირი სამსახურს უშედეგოდ ეძებს. დევნილების ერთი ნაწილი გარკვეულ პროექტებში მხოლოდ დროებით სამსახურს თუ შოეულობს. სტაბილური სამუშაო ადგილის მოძებნა თითქმის შეუძლებელია.
მესამე დღეა ცხინვალის შემოგარენში სროლის ხმა ისმის. ისვრიან დღისით და ღამით. დე ფაქტო რესპუბლიკის შეიარაღებული ძალები და რუსული მე-4 ბაზის წარმომადგენლები ერთობლივ სწავლებებს ატარებენ. წვრთნის დროს იყენებენ ტანკებს, ჯავშანტარანსპორტიორებსა და საარტილერიო დანადგარებს.
ჩამოტვირთე მეტი