მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, ადამიანის უფლებების, ქალთა და ბავშვთა, უმცირესობების, ეკოლოგიის, ჯანდაცვისა და სხვა სოციალურ საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2008 წლიდან.
ეს კვირა საქართველოსათვის ევროსაბჭოს გენერალური მდივნის დახვედრის და აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ვიზიტისათვის მოსამზადებელი კვირა იყო. მაღალი რანგის მოხელეთა სტუმრობის პარალელურად კი დაიწყო ეროვნული გამოცდები.
თავდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ ამ გადაწყვეტილების ინიციატორი ”თბილავიამშენია”, რომლის კონტრაქტორიც თავად თავდაცვის სამინისტროა. ქარხნის ბაზაზე სამხედრო სამრეწველო კომპლექსის შექმნა იგეგმება.
გაამარტივებს თუ არა მართვის მოწმობის აღების პროცედურას ცვლილება, რომელიც შესაძლოა მალე შევიდეს საავტომობილო ტრანსპორტის შესახებ კანონპროექტში და რამდენად რთულია საქართველოში მართვის მოწმობის მოსაპოვებელი გამოცდის ჩაბარება?
სექტემბრიდან შესაძლოა ათასობით პედაგოგი უსამსახუროდ დარჩეს. მასწავლებელთა დიდი ნაწილი – ისინი, ვისაც 18-ზე ნაკლებსაათიანი დატვირთვა აქვს – სკოლას დატოვებს, - განაცხადა 23 ივნისს გამართულ ბრიფინგზე ქრისტიან–დემოკრატების წევრმა ლევან ვეფხვაძემ.
“საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს” კვლევის მიზანი იმის დადგენა იყო, რამდენად ხელმისაწვდომია ქვეყანაში საჯარო ინფორმაცია და, შესაბამისად, რამდენად გამჭვირვალეა ესა თუ ის სახელმწიფო სტრუქტურა. გამოიკვეთა, რომ არადამაკმაყოფილებელ პასუხთა მაჩვენებელი საკმაოდ მაღალია.
ზემო რაჭაში სტიქია აღარავის უკვირს, მაგრამ ის, რაც მდინარე დღვიორამ ქნა, ადგილობრივმა მცხოვრებლებმა პირველად ნახეს - უეცრად წამოსულმა ლაფმა, ნაშალმა ქვამ და, როგორც ჩანს, მდინარის სათავიდან წამოსულმა ყინულის მასამ მდინარეზე გადებული ხიდი დაანგრია.
15 ივნისს მშვიდობიანი საპროტესტო აქცია თბილისში, პოლიციის სამმართველოს შენობასთან, ახალგაზრდების იმავე ჯგუფმა გამართა, რომელიც ზუსტად ერთი წლის წინ გამართული აქციის დროს პოლიციამ დაარბია და რამდენიმე მათგანს ერთთვიანი პატიმრობაც მიუსაჯა.
ამ კვირაში ქართული საზოგადოების ყურადღება ორი სპორტული მოვლენისადმი იყო მიმართული. მსოფლიო ჩემპიონატს - ქართველი გულშემატკივრებიც შეუერთდნენ და პირველ თამაშებს სხვადასხვა ადგილას დამონტაჟებულ დიდ ეკრანებზე ადევნებდნენ თვალყურს.
ფეხბურთის გულშემატკივრებისთვის ერთთვიანი დიდი დღესასწაული იწყება - მსოფლიო ჩემპიონატი. ქართველი მაყურებელი, ამ ეტაპზე, მხოლოდ უცხო ქვეყნების გუნდების ქომაგობას დასჯერდება.
პედაგოგთა პროფკავშირი, რომელიც უკვე დიდი ხანია აცხადებს, რომ განათლების სამინისტრო მათ საქმიანობაში ერევა, სამინისტროს ზეწოლაში ადანაშაულებს. ამის მიზეზი კი განათლების მინისტრის მიერ რესურს-ცენტრებისთვის მიცემული მითითებაა.
სოზარ სუბარის წერილი, სათაურით - “ ქართული იდეა - თვითმყოფადობა, პროგრესი, უსაფრთხოება” - ცოტა ხნის წინ დაიბეჭდა ქართულ პრესაში და მას მალევე მოჰყვა ლევან გაჩეჩილაძის - გამოხმაურება.
იმ ქვეყნებს შორის, საიდანაც ფარმაცევტული პროდუქციის იმპორტი ხორციელდება, ინდოეთი ერთ-ერთ პირველ ადგილზეა. ეს მაშინ, როდესაც ინდოეთი, ჯანდაცვის საერთაშორისო ორგანიზაციის დასკვნაში მაინცდამაინც დადებითად ვერ ხასიათდება.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ დააკავა ნარკოტიკებით ვაჭრობაში ეჭვმიტანილი 5-წევრიანი ჯგუფი. ჩხრეკისას ერთი ეჭვმიტანილის ეზოში მიწაში დამარხული, დაახლოებით, 1 700 000 ევრო იპოვეს, ხოლო მეორის ბინაში - 50 000 ევრო.
საქართველოს მასშტაბით საარჩევნო ხმებს ჯერ კიდევ ითვლის, მაგრამ უკვე ცნობილია, რა რაოდენობით მოვა ოპოზიცია საკრებულოებში. თბილისის საკრებულოში პროპორციული სიის 25 მანდატიდან 14 მმართველ პარტიას ერგო, დანარჩენი 11 კი - ოპოზიციას.
”არჩევნები შედგა, მაგრამ მას დარღვევების გარეშე არ ჩაუვლია. წინგადადგმული ნაბიჯი მისი სამართლიანად ჩატარების გზაზე გადაიდგა, მაგრამ 2010 წლის არჩევნებს, როგორც ბოლომდე თავისუფალს და გამჭვირვალეს, ვერ შევაფასებთ”.
ექვსთვიანი თანამშრომლობის შემდეგ საკუთარი სოციალურ-ეკონომიკური პროგრამა მხოლოდ ხუთმა პოლიტიკურმა ძალამ წარმოადგინა - ეროვნულმა საბჭომ, ”ალიანსმა”, თორთლაძე დემოკრატებმა, თოფაძე - მრეწველებმა და ნაციონალურმა მოძრაობამ.
მაშინ, როდესაც რუსთაველის გამზირზე დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, აღლუმს იბარებდა, აფხაზეთის ომის ვეტერანებმა, მათმა ახლობლებმა და მთელმა ოპოზიციურმა სპექტრმა ვაკის პარკში მოიყარა თავი.
ავიაკომპანია "აირზენამ" თბილისი-მოსკოვის მიმართულებით ფრენა კვლავ განაახლა. 24 მაისს თბილისიდან დომოდედოვის აეროპორტისკენ პირველი რეისი 14:30 წუთზე განხორციელდა. ”აირზენას” თვითმფრინავი თბილისისკენ 18:00 საათზე გამობრუნდა.
მოძრაობამ ”სოლიდარობა უკანონო პატიმრებს”, არასამთავრობო ორგანიზაციათა კოალიციამ და რამდენიმე პოლიტიკურმა პარტიამ პარლამენტისა და შემდეგ უზენაესი სასამართლოს წინ გამართულ საპროტესტო აქციაზე 21 მაისი უკანონო პატიმრების სოლიდარობის დღედ გამოაცხადეს.
19-21 მაისის ჩათვლით თბილისში წიგნის XII საერთაშორისო ფესტივალი გაიმართა, რომელზეც 80 სხვადასხვა გამომცემლობა იყო წარმოდგენილი. ოთხი დღის განმავლობაში წიგნის მოყვარულთა შეხვედრის ადგილი თბილისის ფილარმონია იყო.
ჩამოტვირთე მეტი