რადიო თავისუფლების ჟურნალისტი 2019 წლიდან. აშუქებს ადამიანის უფლებების, მედიაგარემოს, პოლიტიკის საკითხებს საქართველოსა და სამხრეთ კავკასიაში.
რატომ ესროლეს ქვები ერთმანეთს ქართველებმა და აზერბაიჯანელებმა დმანისში? ეთნიკური პრობლემები რეგიონში, სვანების ჩასახლებასთან ერთად, 1990-იანი წლებიდან გაჩნდა. დღეს ისინი გვერდიგვერდ, თუმცა დიდწილად სხვადასხვა სამყაროში ცხოვრობენ. ლაშა ჩხვიმიანი და ფარიდა ისმაილოვა კი ორ თემს შორის ხიდებს აშენებენ.
მარიამ შარიფი იძულებული გახდა დაეტოვებინა ირანი, მას შემდეგ, რაც მოიხსნა თავსაფარი და გააპროტესტა სავალდებულო ჰიჯაბი. მარიამი ირანელი ქალების უფლებებისთვის ბრძოლას განაგრძობს საქართველოდან, რომელსაც მან „სრული თავისუფლებისთვის“ შეაფარა თავი.
ლგბტქ ღირსების მარშის თარიღის გამოცხადებასთან ერთად, გააქტიურდნენ სიძულვილის ჯგუფები. ქვიარ აქტივისტები ხელისუფლებისგან უსაფრთხოების გარანტიას ელიან, ულტრაკონსერვატორები - „გარყვნილების პროპაგანდის“ აკრძალვას.
მესამე დღეა, მუშაობა შეწყვეტილი აქვს „ბორჯომის“ ქარხნებს, 350-მდე თანამშრომლის გაფიცვის გამო. ხელფასის გაზრდა და უკეთესი სამუშაო პირობები - რას ითხოვენ დასაქმებულები?
ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტი ასლან ბჟანია სირიაში „ოფიციალური ვიზიტის“ ფარგლებში შეხვდა ქვეყნის დიქტატორ ლიდერს, ბაშარ ალ-ასადს. ბჟანია, ასევე, მიიღო მართლმადიდებელი სამყაროსთვის მნიშვნელობით მესამე, ანტიოქიის საპატრიარქოს ხელმძღვანელმა.
დმანისში, ერთ-ერთ მაღაზიაში დაწყებული შელაპარაკება გადაიზარდა ფართო დაპირისპირებაში ადგილობრივ ქართველებსა და აზერბაიჯანელებს შორის. მხარეებმა, შერიგების ნიშნად, საჯაროდ ჩამოართვეს ერთმანეთს ხელი და ხელისუფლებამ კონფლიქტი ამოწურულად გამოაცხადა. ქალაქში ამ დრომდე გამკაცრებულია საპოლიციო კონტროლი.
დმანისში, ერთ მაღაზიასთან 16 მაისს მომხდარი ფიზიკური დაპირისპირება მეორე დღეს ისე გამწვავდა, რომ საქმეში შინაგან საქმეთა მინისტრის, პარლამენტარებისა და სპეცდანიშნულების რაზმის ჩართვა გახდა საჭირო. არიან დაკავებულები და დაშავებულები.
ქართული კოვიდპასპორტი იქნება ციფრული მტკიცებულება იმისა, რომ ადამიანი აცრილია კოვიდ 19-ის საწინააღმდეგო ვაქცინით, აქვს კოვიდტესტის ნეგატიური პასუხი, ან გადატანილი აქვს დაავადება.
რამ გამოიწვია ისრაელ-პალესტინის კონფლიქტის ესკალაცია? ყველაფერი, რაც უნდა იცოდე – მოკლედ
პალესტინელი ოჯახების გამოსახლებასთან დაკავშირებული პროტესტი და ალ-აქსის მეჩეთის საპოლიციო რეიდი გადაიზარდა მწვავე, სისხლიან დაპირისპირებაში ისრაელსა და პალესტინელებს შორის. დაიღუპა ათობით პალესტინელი და რამდენიმე ისრაელელი. გაერო „სრულმასშტაბიანი ომის“ საშიშროებაზე მიუთითებს.
საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის ვიზიტისას აზერბაიჯანში, ხაზი გაუსვეს ორი ქვეყნის „ძმურ ურთიერთობას“, თანამშრომლობის გაღრმავებას და დავით გარეჯის კომპლექსის სადავო მონაკვეთზე დიალოგის განახლების აუცილებლობას.
გია გაჩეჩილაძის, იგივე უცნობის აქციაზე მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქის, ილია მეორის მიმართ გამოხატეს სიყვარული და მადლიერება. პარალელურად, დემონსტრაციაზე შეკრებილები აგრესიულნი იყვნენ ჟურნალისტების მიმართ.
აზერბაიჯანელი დისიდენტი აფგან მუხთარლი - 4 წლის შემდეგ პირველად - ბრუნდება იქ, საიდანაც გაიტაცეს. აფგანი უიმედოდ ცდილობს, საქართველოს ხელისუფლებას ბოლომდე მიაყვანინოს თავისი საქმის გამოძიება, თუმცა თბილისში ყოფნა მისთვის გაცილებით მნიშვნელოვანია.
სომხეთის ყოფილი პრეზიდენტი რობერტ ქოჩარიანი - რომელიც მონაწილეობას აპირებს ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებში - ვლადიმერ პოზნერთან ინტერვიუში საუბრობს სომხეთის ისტორიულ პრორუსულ ვექტორზე. ის სომხეთის ყველაზე დიდ, „ეგზისტენციურ და ისტორიულ“ საფრთხედ ასახელებს თურქეთს და საილუსტრაციოდ აჭარაზე მიუთითებს.
ჩამოტვირთე მეტი