ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.
„მემორიალმა“, რუსეთის უფლებადამცველმა ორგანიზაციამ, პრეზიდენტ დმიტრი მედვედევს მიმართა თხოვნით, გენერალურ პროკურატურას დაავალოს კატინის მასობრივი მკვლელობების ხელახალი გამოძიება - საქმის, რომელიც დახურულია.
სეულში მყოფი ჰილარი კლინტონი მოუწოდებს საერთაშორისო საზოგადოებას გამოეხმაუროს სამხრეთ კორეის გემის ჩაძირვის ფაქტს. ეს განცხადება კლინტონმა გააკეთა სეულში, სადაც სამხრეთ კორეისათვის სოლიდარობის გამოსახატავად ჩავიდა.
თბილისის თეირანთან დაახლოებაზე დასავლეთიდან ჯერჯერობით გამოხმაურება არ ყოფილა. შესაძლოა, ისინი ელოდებოდნენ თბილისისა და თეირანის შემდგომ ნაბიჯებს. თბილისი ცდილობს კორექტული იყოს, რასაც ვერ ვიტყვით ირანელ დიპლომატებზე.
ვაშინგტონმა „ერთმნიშვნელოვნად“ დაუჭირა მხარი სამხრეთ კორეას მისი სამხედრო ხომალდის ჩაძირვის გამო შექმნილ უთანხმოებაში. ახლახან გავრცელებული ანგარიში ინციდენტში, რომელსაც 46 მეზღვაური შეეწირა, ბრალს ჩრდილოეთ კორეას სდებს.
26 მაისს საქართველოს ხელისუფლება რუსთაველის გამზირზე კვლავ გამოიყვანს ქართულ ჯარს საზეიმო აღლუმისთვის. ნაჩვენები იქნება მძიმე ტექნიკა და შეიარაღება, ავიაციაც და არტილერიაც - ყველაფერი ის, რაც, ცოცხალ ძალასთან ერთად, საქართველოს თავდაცვით ავანგარდს წარმოადგენს.
თავდაპირველად შემოგთავაზებთ რეპორტაჟს კანის საერთაშორისო კინო ფესტივალის სასახლიდან, სადაც ჩვენი კოლეგა გიორგი გვახარია იმყოფება. შემდეგ გიამბობთ ერთი უნიკალური თეატრის სპექტაკლზე, სადაც მსახიობები ისტორიას საკუთარი ხელი ჩრდილებით ყვებიან.
Huffington Post- ში გამოქვეყნებულ სტატიაში ჟურნალისტი საიმონ შუსტერი წერს, რომ ობამამ საქართველოს ზურგი აქცია მიხეილ სააკაშვილის გამო და რომ „13 მარტის შემდეგ სააკაშვილთან დაკავშირებით ბევრ დასავლელ ლიდერს მოთმინება ამოეწურა.“
ვიზიტებიდან დაბრუნებულმა საქართველოს პარლამენტის ყოფილმა სპიკერმა, ნინო ბურჯანაძემ, თბილისის აეროპორტში განაცხადა, რომ „ბევრი საინტერესო რამ აქვს სათქმელი.“ მანამდე ნამდვილი სკანდალი მოჰყვა გაზეთ“კვირის პალიტრაში“ გამოქვეყნებულ მის ინტერვიუს.
ნატოს სარდლობა აცხადებს, რომ სულ ცოტა 10 მეამბოხე დაიღუპა ქაბულთან ახლოს, ბაგრამის საჰაერო ბაზასთან, დღეს მომხდარი შეტაკების დროს. ნატოს ყველაზე დიდ ბაზასთან აღნიშნულ შეტაკებას წინ უძღოდა ქაბულში კოალიციის სამხედრო ბადრაგზე თვითმკვლელი ტერორისტის მიერ მოწყობილი მსხვერპლიანი თავდასხმა.
სენატის კომიტეტის წინაშე გამოსვლისას აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ჰილარი კლინტონმა განაცხადა, რომ გაეროს უშიშროების საბჭოს 5 მუდმივმოქმედი წევრი შეთანხმდა რეზოლუციის პროექტზე, რომელიც ირანის წინააღმდეგ ახალი სანქციების ახალი დაწესებას ითვალისწინებს.
ხუთდღიანი ომის წინ და ომის დროს საქართველოს ხელისუფლების საქმიანობა შესაძლოა სერიოზულ შეფასებას და მკაცრ დასკვნებს იმსახურებდეს, მაგრამ ყველაფერი უნდა გაკეთდეს, რომ ხელისუფლებისთვის მოქნეული ხელი საქართველოს არ მოხვდეს.
საერთაშორისო ექსპერტები მიიჩნევენ, რომ ნატომ თავისი ამოცანების შესრულება ისე უნდა განაგრძოს, რომ მისი წევრები დარწმუნებული იყვნენ, რომ დაზღვეულები არიან ყოველგვარი საფრთხისაგან. ეს არის ექსპერტთა ერთ-ერთი მთავარი რეკომენდაცია
ჟენევაში 17 მაისს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის -ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის - ასამბლეა გაიხსნა. ოთხი დღის განმავლობაში ასამბლეაში მონაწილე ექსპერტები ჯანმრთელობის პრობლემებზე იმსჯელებენ.
რუბრიკის „ჯარისკაცი და სახელმწიფო“ დღევანდელი თემაა საბრძოლო იარაღითა და მასალებით საერთაშორისო ვაჭრობაში არსებული კორუფციული გარიგება, ე.წ. დენიელ ალვირეზის საქმე, რომელსაც იძიებს აშშ-ის ვაშინგტონის ფედერალური პროკურატურა.
რადიო-ჟურნალ მე-10 სტუდიაში კვლავ დავუბრუნდებით ქართველი სპორტსმენის ნოდარ ქუმარიტაშვილსი დაღუპვას. რა მოხდა უისტლერის ტრასაზე - გაუთვალისწინებელი შემთხვევა, თუ დანაშაული.
ყირგიზეთის გარდამავალი ხელისუფლება დიპლომატიური გზებით ცდილობს მიაღწიოს ყოფილი პრეზიდენტის სამშობლოში ექსტრადიციას. ხუთშაბათს ყირგიზეთის დევნილი პრეზიდენტის ყურმანბეკ ბაკიევის მომხრეებმა ქალაქ ოშის ადგილობრივი მთავრობის შენობა დაიკავეს.
რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტი დმიტრი მედვედევი, სირიაში ვიზიტის შემდეგ, სამშაბათს თურქეთში ჩავიდა. შესათანხმებელ საკითხთა შორის არის თურქეთის ტერიტორიული წყლის გავლით რუსეთის გაზის ევროპაში ტრანსპორტირების საკითხი.
ელენა კეიგანი უზენაესი სასამართლოს ახალი წევრი გახდა. ზომიერი ლიბერალი და ჰარვარდის სამართლის სკოლის პირველი დეკანი ქალი ამ პოსტზე უშუალოდ შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ დანიშნა და მას ქვეყნის ერთ-ერთი გამორჩეული იურისტი უწოდა.
საქართველოს სამხედრო ასეული ავღანეთში, კოალიციის შემადგენლობაში, შარშანდელი ნოემბრიდან იმყოფება. ამ ხნის განმავლობაში ქართული ქვედანაყოფისა და მისი საბრძოლო ამოცანის შესახებ საზოგადოებას თითქმის არანაირი ინფორმაცია არ ჰქონია.
4 მაისს 30 წელი შესრულდა ყოფილი იუგოსლავიის კომპარტიისა და ქვეყნის ლიდერის იოსიპ ბროზ ტიტოს გარდაცვალებიდან. და მიუხედავად იმისა, რომ იუგოსლავია 20 წელია აღარ არსებობს, ყოფილი იუგოსლავიის ტერიტორიაზე ძლიერდება ნოსტალგია იმ ცხოვრების მიმართ, რომელიც კომუნისტი ლიდერის, ბროზ ტიტოს ხელმძღვანელობით მიედინებოდა.
ჩამოტვირთე მეტი