ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.
საქართველოს ხელისუფლებამ, როგორც სჩვევია, მყისიერი და ელვისებური გადაწყვეტილება მიიღო და 6 მაისი საქართველოს პოლიციის დღედ გამოაცხადა. პირდაპირ ვიტყვი: მკრეხელურს ვერაფერს ვხედავ იმაში, თუ პოლიციის დღე რელიგიურ დღესასწაულს დაემთხვევა.
30 აპრილს საქართველოს არმია 19 წლის გახდა. ამ ხნის განმავლობაში შეიარაღებულმა ძალებმა გადაიტანეს ოთხი სხვადასხვა ინტენსივობის შიდა კონფლიქტი, პირდაპირი დაპირისპირება რუსეთის არმიასთან, საბრძოლო ამოცანები შეასრულეს და ასრულებენ უცხოეთში.
ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე ორსაათიანი დებატების შემდეგ, საქართველო-რუსეთის ომის შედეგების განხილვა და ახალი რეზოლუციის შემუშავება საშემოდგომო სესიისათვის გადაიდო. მანამდე კი ასამბლეაზე გამოვიდა ჰაიდი ტალიავინი.
27 აპრილს ადამიანის უფლებათა ევროპის სასამართლომ დაასრულა მხარეების ზეპირი მოსმენა საქმეზე, სახელწოდებით „ირინა ენუქიძე და გურამ გირგვლიანი - საქართველოს წინააღმდეგ“. საქმე 25091/07 ევროპის ათი მოსამართლის ხელშია.
საქართველოს დელეგაცია პროტესტის ნიშნად უარს ამბობს კიდევ ერთ რეზულიციაზე და ამის მიზეზად ასახლებს ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტის თანამომხსნებელის, ბრიტანელი დევიდ უილშირის 22 აპრილის შეხვედრას ბორის ჩოჩიევთან მოსკოვში.
მე-10 სტუდიის 829-ე გამოშვებაში ვისაუბრებთ საზოგადოებრივი პოლიტიკის ინსტიტუტის კვლევის "ბარომეტრი 2009" შესახებ; გავიგებთ, რას მოუთხრობს მსოფლიოს CNN-ი საქართველოს შესახებ და რას ფიქრობენ ამ გადაცემაზე თავად საქართველოში; რა ბედი ელის პოლონეთს? მოგვითხრობს საერთაშორიოს ურთიერთობების ასოციაციის პრეზიდენტი ლევან ცუცქირიძე; გამოვეხმაურებით წიგნისა და საავტორო უფლებების საერთაშორისო დღეს;
დოკუმენტი, რომელსაც 21 აპრილს დმიტრი მედვედევმა და ვიქტორ იანუკოვიჩმა ხარკოვში მოაწერეს ხელი, რუსეთს უფლებას აძლევს 2017 წლის შემდეგ, კიდევ 25 წლით, იყოლიოს ფლოტი ყირიმის ნახევარკუნძულთან. სამაგიეროდ, უკრაინა 30 %-ით იაფად მიიღებს ბუნებრივ აირს.
22 აპრილს, „საღამოს თავისუფლების“ სტუმარი იყო საქართველოს სახელმწიფო მინისტრი ევროინტეგრაციის საკითხებში გიორგი ბარამიძე, რომელიც პრაღაში მონაწილეობს კონფერენციაში სახელწოდებით - „რუსეთის სამხედრო დოქტრინა: ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის გამოწვევები."
რუსეთის პრეზიდენტის დმიტრი მედვედევის ოფიციალური ვიზიტი უკრაინაში ახალი გარიგებით დასრულდა. რუსეთის ლიდერმა პირობა მისცა ვიქტორ იანუკოვიჩს, რომ 30 პროცენტით შეამცირებს უკრაინელი მომხმარებლებისათვის ბუნებრივი აირის საფასურს. სამაგიეროდ უკარინა დათანხმდა, რუსეთის ფლოტს ყირიმთან დისლოცირების ვადა გაუგრძელოს.
საქართველოს განათლებისა და თავდაცვის მინისტრებმა მცხეთისა და თბილისის სკოლებში ერთობლივად გახსნეს რამდენიმე სამხედრო-პატრიოტული აღზრდის კაბინეტი.
გაეროს სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაცია აცხადებს, რომ, მისი თაოსნობით, იწყება მუშაობა ვულკანის ამოფრქვევის შემთხვევებისას უსაფრთხოების ახალი სტანდარტების შესამუშავებლად.
ყირგიზეთის გარდამავალი მმართველობა ცდილობს დაამყაროს წესრიგი იმ მღელვარების შემდეგ, რომელსაც ორშაბათს, სამი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა. თავდასხმების ერთ-ერთი სამიზნე აღმოჩნდა სოფელი მაიევკა, სადაც, მეტწილად, მაჰმადიანი მესხები ცხოვრობენ.
რუსეთის პრემიერ-მინისტრი ვლადიმირ პუტინი 20 აპრილს ყოველწლიური ანგარიშით წარდგა რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს ქვედა პალატის წინაშე. რუსეთის მინისტრთა კაბინეტის ხელმძღვანელმა აღიარა, რომ რუსეთში კვლავ არ არსებობს მეწარმეობის თავისუფლება
კვირას კვიპროსის თურქულ ნაწილში გამართულ არჩევნებში დამარცხება განიცადა რესპუბლიკის ზომიერმა ლიდერმა. მიმომხილველები ვარაუდობენ, რომ არჩევნების შედეგებმა, შესაძლოა, უარყოფითად იმოქმედოს თურქეთის ევროკავშირში გაწევრიანების პროცესზე.
ნატოს გენერალურმა მდივანმა ანდერს ფოგ რასმუსენმა ექსკლუზიური ინტერვიუ მისცა რადიო თავისუფლების რუსულ სამსახურს. ჩვენს რადიოსთან საუბარში ნატოს გენერალურმა მდივანმა, კერძოდ, განაცხადა, რომ საქართველოსა და უკრაინის მიმართ ალიანსის დამოკიდებულება უცვლელია.
საქართველო-აზერბაიჯანის საზღვარზე მომხდარი ტრაგიკული ინციდენტის შემდეგ ოპოზიციამ ხელისუფლება სახელმწიფო საზღვრის დაცვის მიმართ უყურადღებობაში დაადანაშაულა.
ყირგიზეთის ჩამოგდებულმა პრეზიდენტმა ყურმანბეკ ბაკიევმა ქვეყანა დატოვა და ყაზახეთში გაემგზავრა. ეუთოს განცხადებით, ეს ნაბიჯი გახლავთ შედეგი შეერთებული შტატების, რუსეთისა და ყაზახეთის პრეზიდენტების „ერთობლივი ძალისხმევისა“.
შეერთებული შტატების ხელისუფლების წარმომადგენლები ვარაუდობენ, რომ ირანს დაახლოებით ერთ წელიწადში ბირთვული იარაღი ექნება, თუკი იგი გააგრძელებს არჩეული გზით სიარულს. ამერიკის სამხედრო დაზვერვის მაღალჩინოსნის ინფორმაციით, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის უშიშროების საბჭო
ყირგიზეთის ჩამოგდებული პრეზიდენტი ყურმანბეკ ბაკიევი გადადგა მას მერე, რაც ქვეყანა დატოვა და ყაზახეთში გაემგზავრა. ბაკიევი ქვეყნის დატოვებამდე აცხადებდა, რომ მზად იყო გადამდგარიყო, თუკი ექნებოდა პირადი და ოჯახის წევრთა უსაფრთხოების გარანტია. 7 აპრილს, ბიშკეკში მომხდარი შეიარაღებული შეტაკების შედეგად, 80 ადამიანზე მეტი დაიღუპა.
ავღანეთში საქართველოს სამხედრო კონტინგენტის შესახებ საზოგადოებამ არაფერი იცის. არ ვიცით, თუ ვინ არიან, როგორ ცხოვრობენ, რაზე ფიქრობენ, რა ენატრებათ და ეფიქრებათ სამხედროფორმიან ადამიანებს.
ჩამოტვირთე მეტი