ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.
ცნობილია ტრამპის გამონათქვამი ჩრდილოატლანტიკურ ალიანსზე: ნატო მოძველებული არისო. მართლაც ხომ არ მოძველდა ნატო? ჩვენს შეკითხვებს უპასუხებს კვლევით ცენტრ "გერმანიის მარშალის ფონდის" ანალიტიკოსი, ბრუნო ლეტე.
ახდენს თუ არა საქართველოსა და უკრაინის, ახლო წარსულში მოსკოვის სატელიტების, ნატოში გაწევრიანებაზე გავლენას რუსეთის ფაქტორი? - რას ფიქრობს ბრიუსელში რადიო თავისუფლების კორესპონდენტი, რიკარდ იოზვიაკი.
საპრეზიდენტო არჩევნებში არ მონაწილეობენ, თუმცა 31 მარტის კენჭისყრის შედეგებს მოუთმენლად ელიან უკრაინაში მყოფი ქართველი მებრძოლები - "ქართული ლეგიონის" წევრები, რომლებიც ამჟამად კიევთან ახლოს, ერთ მიტოვებულ სპორტდარბაზში ცხოვრობენ.
200 ჟურნალისტური გამოძიება სავარაუდო ელიტურ კორუფციაზე და არაერთი პრესტიჟული პრიზი, ასეთია რადიო თავისუფლების უკრაინული სამსახურის პროგრამის, „სქემების“ 4 წლიანი მუშაობის შედეგი.
უკრაინას - ქვეყანას, რომელიც ამ დღეებში საერთაშორისო ყურადღების ცენტრშია მოქცეული საპრეზიდენტო არჩევნების გამო - ერთი სამწუხარო რეკორდი ეკუთვნის: ის მსოფლიოში პირველ ადგილს იკავებს ხელისუფლებისადმი მოსახლეობის უნდობლობის მხრივ.
კორუფციის აღქმის 2018 წლის საერთაშორისო ინდექსით, უკრაინა 120-ე ადგილს იკავებს მსოფლიოს 180 ქვეყანას შორის. საერთაშორისო მედიაში ძნელი წარმოსადგენია შეგხვდეს უკრაინაში ზოგად ვითარებაზე რეპორტაჟი ან ანალიტიკური მასალა, კორუფცია რომ არ იყოს ნახსენები ერთ-ერთ ძირითად პრობლემად.
კორუფციის აღქმის 2018 წლის საერთაშორისო ინდექსით, უკრაინა 120-ე ადგილს იკავებს მსოფლიოს 180 ქვეყანას შორის.
ხმაურიანი საპროტესტო აქციები, ძალადობის ელემენტებით, კიდევ უფრო ძაბავს ვითარებას უკრაინაში, სადაც ამ თვის, მარტის, ბოლო დღეს მოქალაქეები აირჩევენ ქვეყნის პრეზიდენტს.
ჩვენს შეკითხვებს უპასუხებს ზორიან შკირიაკი, უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრის მრჩეველი, რომელსაც, პირველ რიგში, ვთხოვეთ განემარტა, თუ როგორ ცდილობს უკრაინის საპრეზიდენტო არჩევნებზე გავლენის მოხდენას მოსკოვი.
უკრაინა დაძაბულ ფონზე ემზადება 31 მარტის საპრეზიდენტო არჩევნებისათვის.
ყირიმელი თათრების წარმომადგენლობითი ორგანო, მეჯლისი, რომელიც იმთავითვე მკაცრად აკრიტიკებდა ყირიმის ანექსიას, რუსეთმა 2016 წელს „ექსტრემისტულ ორგანიზაციად“ გამოაცხადა. ლიდერების ნაწილი დააპატიმრა, ნაწილი კი აიძულა ნახევარკუნძული დაეტოვებინა.
ზუსტად ხუთი წლის წინ, 2014 წლის 16 მარტს, ყირიმის ნახევარკუნძულზე ჩატარდა გამოკითხვა, რომლის საფუძველზეც რუსეთმა „ხალხის ნების“ აღსრულებად გამოაცხადა ამ რეგიონის - უცხო ქვეყნის ტერიტორიის - მიერთება.
2014 წლის 20 თებერვალს, როდესაც კიევის ცენტრში "ღირსების რევოლუციის" ბედი წყდებოდა, ყირიმის ნახევარკუნძული სამხედრო აგრესიის წინაშე აღმოჩნდა. "მწვანე კაცუნებმა", რომელთაც ამოსაცნობი ნიშნებიც კი არ ჰქონდათ, სულ რამდენიმე დღეში შტურმით აიღეს რეგიონალური პარლამენტი სიმფეროპოლში.
2014 წლის 20 თებერვალს, როდესაც კიევის ცენტრში "ღირსების რევოლუციის" ბედი წყდებოდა, ყირიმის ნახევარკუნძული სამხედრო აგრესიის წინაშე აღმოჩნდა.
ჩამოტვირთე მეტი