ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.
თალიბანის დამაარსებელი და მისი ლიდერი მოლა მოჰამედ ომარი წლების განმავლობაში ცხოვრობდა სამხრეთ ავღანეთში მდებარე ამერიკული სამხედრო ბაზის მახლობლად - ამის შესახებ საუბარია წიგნში, სათაურით „მტრის ძიება“.
საქართველოშიც და უცხოეთშიც ხშირად ლაპარაკობენ ქვეყნის აქტიურ როლზე ავღანეთის საერთაშორისო სამშვიდობო მისიაში, მაგრამ გაცილებით ნაკლებია ცნობილი ეკონომიკის სფეროში ავღანეთთან თანამშრომლობაზე, არადა ლაპის-ლაზულის სატრანსპორტო დერეფანი, როგორც თბილისის, ისე ქაბულის შეფასებით, წარმატებულად ვითარდება.
იმპერიათა სასაფლაო - ასე მოიხსენიებენ ხოლმე ავღანეთს, ქვეყანას, რომელშიც, ტრადიციულად, გააფთრებული წინააღმდეგობა ხვდება უცხოეთიდან შეჭრილ ძალებს. 30 წლის წინ, 15 თებერვალს, მარქსისტული რეჟიმის მხარდასაჭერი კატასტროფული ოპერაციის შემდეგ, უკანასკნელმა საბჭოთა სამხედროებმა დატოვეს ავღანეთი.
ინტერვენციამ, რომელსაც საბჭოთა პროპაგანდა ავღანეთში „ინტერნაციონალურ მისიას“ უწოდებდა, შეიწირა მილიონზე მეტი ავღანელისა და ათასობით საბჭოთა ჯარისკაცის სიცოცხლე, დევნილად აქცია უთვალავი ოჯახი...
ბრიტანული სპეცსამსახურები ამტკიცებენ, რომ ლიბიაში 300 რუსი დაქირავებული მებრძოლი იმყოფება ვლადიმირ პუტინთან დაახლოებული ბიზნესმენის, ევგენი პრიგოჟინის, სახელთან დაკავშირებული ე.წ. კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერის“ ეგიდით.
23 თებერვალი, როცა რუსეთი „მამულის დამცველთა დღეს“ აღნიშნავს, გამორჩეული, მძიმე თარიღია ჩეჩნებისა და ინგუშებისათვის. 75 წლის წინ, 1944 წელს, სწორედ 23 თებერვალს დაიწყო ჩეჩნებისა და ინგუშების გადასახლება მშობლიური მიწიდან შორეულ შუა აზიაში.
2014 წლის 18 თებერვალს, როცა ჩეჩენთა გადასახლების 70-ე წლისთავი ახლოვდებოდა, გროზნოში გაიმართა მომცრო სამეცნიერო კონფერენცია თემაზე „ჩეჩენი ხალხის დეპორტაცია“. სულ რამდენიმე დღეში კონფერენციის ორგანიზატორი დააკავეს. გაიმართა სასამართლო პროცესი, რაც მისთვის პატიმრობის მისჯით დასრულდა.
1944 წლის ზამთარში საბჭოთა ხელისუფლებამ ჩეჩნეთიდან და ინგუშეთიდან დაახლოებით ნახევარი მილიონი ადამიანი გაასახლა შუა აზიაში, თითქოსდა, გერმანელ ნაცისტებთან კოლაბორაციისათვის. არსებული ცნობების თანახმად, დეპორტაციის პირველ წელს დაიღუპა 100 ათასამდე ჩეჩენი და 23 ათასამდე ინგუში.
1944 წლის ზამთარში საბჭოთა ხელისუფლებამ ჩეჩნეთიდან და ინგუშეთიდან დაახლოებით ნახევარი მილიონი ადამიანი გაასახლა შუა აზიაში, თითქოსდა, გერმანელ ნაცისტებთან კოლაბორაციისათვის.
ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა კვლავ გაიმეორა, რომ დასავლეთის ალიანსი უნდა მოემზადოს იმისათვის, რომ მის საზღვრებთან შეიძლება იხილოს უფრო მეტი რუსული რაკეტა.
2014 წლის 18 თებერვალს, როცა ჩეჩენთა გადასახლების 70-ე წლისთავი ახლოვდებოდა, გროზნოში გაიმართა მომცრო სამეცნიერო კონფერენცია თემაზე „ჩეჩენი ხალხის დეპორტაცია“.
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გრიგორი კარასინი პრაღაში, „უცვლელი მესიჯით“, უფრო ზუსტად, ტრადიციული მათრახითა და თაფლაკვერით ჩამოვიდა.
ცენტრალური საარჩევნო კომისიის თანახმად, 34 ადგილს მიიღებენ მომდევნო პარლამენტში სოციალისტები, დემოკრატებს წილად ხვდათ 31 მანდატი, 26 ადგილი პროევროპული ბლოკს ( ACUM), კონსერვატიულ პარტიას 7, დანარჩენი სამი ადგილი კი დამოუკიდებელ კანდიდატებს ერგოთ.
დაახლოებით 35 სახელმწიფოსა და მთავრობის მეთაურები, 80 ქვეყნის საგარეო და თავდაცვის მინისტრები, 600-ზე მეტი უსაფრთხოების პოლიტიკის ექსპერტი მონაწილეობდა მიუნხენის საერთაშორისო უსაფრთხოების კონფერენციაში.
კარგავს თუ არა აშშ დასავლეთის ლიდერის როლს? ხომ არ არის გაზვიადებული ახალი ცივი ომისა თუ გლობალური დაპირისპირების საფრთხე? ჩვენს შეკითხვებს უპასუხებს ალექსანდერ კვაშნევსკი, პოლონეთის ყოფილი პრეზიდენტი.
დასავლეთის ალიანსის ერთიანობის ხაზგასასმელად, უსაფრთხოების კონფერენციის ისტორიაში პირველად, აშშ წელს ყველაზე მრავალრიცხოვანი დელეგაციით იყო წარმოდგენილი მიუნხენში.
საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე მიუნხენის საერთაშორისო კონფერენციაში მონაწილეობას წარმატებულს უწოდებს და აცხადებს, რომ ქვეყანამ მიიღო ძალიან ძლიერი გზავნილები მეგობრებისგან.
მსოფლიოში ხუთი ქვეყანა აღიარებს საქართველოს სეპარატისტული რეგიონების დამოუკიდებლობას. მათ შორის არის ვენესუელა, რუსეთის ერთ-ერთი მთავარი მოკავშირე - ქვეყანა, რომელშიც, ამჟამინდელი მწვავე ეკონომიკური და პოლიტიკური კრიზისის ფონზე, სულ უფრო აშკარა ხდება, რა აკავშირებს შორეულ მოსკოვთან.
ჩამოტვირთე მეტი