უფროსი რედაქტორი, ყოველდღიური გადაცემის - „დილის საუბრების“ წამყვანი. მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, საერთაშორისო ურთიერთობების, ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 1995 წლიდან.
2008 წლის აგვისტოს ომიდან მოყოლებული, ჟენევის კონსულტაციები რჩება ერთადერთ ოფიციალურ ფორუმად, სადაც საერთაშორისო შუამავლების მონაწილეობით საქართველო-რუსეთის მოლაპარაკებები მიმდინარეობს და რომელშიც სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლებების წარმომადგენლებიც მონაწილეობენ.
8 სექტემბერს რადიო თავისუფლების დილის გადაცემის სტუმარი იყო მამუკა კაციტაძე, ”ახალი მემარჯვენეების” ერთ-ერთი ლიდერი. მან ილაპარაკა პარტიის პოლიტიკურ გეგმებზე, რომელთაგან ერთ-ერთ მთავარი საკითხი კონსტიტუციის ცვლილებებია.
”რეზონანსი” ავღანეთში დაღუპული ქართველი ოფიცრის, მუხრან შუკვანის, საქართველოში ჩამოსვენებას ეხმაურება და ზოგადად საერთაშორისო ოპერაციებში ქართველი სამხედროების მონაწილეობის საკითხზეც წერს. ”რეზონანსის” კორესპონდენტისთვის უსაფრთხოების პოლიტიკის ექსპერტ ირაკლი სესიაშვილს უთქვამს, რომ ქართველი სამხედროები აუცილებლად უნდა მონაწილეობდნენ ნატოს მიერ წარმოებულ ოპერაციებში.
6 სექტემბერს რადიო თავისუფლების დილის გადაცემის სტუმარი იყო რეზო გეთიაშვილი, კავკასიის გარემოსდაცვითი ორგანიზაციების ქსელის პროექტის კოორდინატორი. მან თბილისის გამწვანების მნიშვნელობაზე ისაუბრა.
19 აგვისტოს რადიო თავისუფლების დილის გადაცემის სტუმარი იყო ნინო თურმანიძე, ასოციაცია ”სამართალი და თავისუფლების” იურისტი. მის თქმით, ვაჟები 18-დან 27 წლამდე უწყების მიღების შეთხვევაში უნდა გამოცხადდნენ მითითებულ მისამართზე.
”ახალი თაობა” უფლებადამცველ გელა ნიკოლაიშვილთან ინტერვიუს აქვეყნებს. ჟურნალისტი მას ციხეებში არსებულ ვითარებაზე ეკითხება. ნიკოლაიშვილის პასუხი: ”ის, რომ ბაჩო ახალაიას კადრები დაბრუნდნენ უკან, ეს ფაქტია. მე გამიჩნდა ეჭვი, რომ თვითონ ხელისუფლების შიგნით ხდება რაღაც შიდა დაპირისპირება ბაჩო ახალაიასა და მერაბიშვილის კლანებს შორის, ვინაიდან აქამდე 100%-ით აკონტროლებდა ციხეებს მერაბიშვილი თავისი კადრებით. ეს გადაადგილებები ციხეში რაღაცის მომასწავებელია, შემთხვევითი არ უნდა იყოს.”
17 აგვისტოს რადიო თავისუფლების დილის გადაცემის სტუმარი იყო გურამ ჩახვაძე, პარლამენტის წევრი, ”ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის” ერთ-ერთი ლიდერი.
”ვინ გახდება უნივერსიტეტის რექტორი?” - ამ სათაურ-შეკითხვას ”მთელი კვირის” პირველ გვერდზე ნახავთ და იქვე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორობის სავარაუდო კანდიდატთა სიასაც ჩამოთვლის ავტორი: ”გია დვალი, გიგი თევზაძე, ავთანდილ დემეტრაშვილი, გოკა გაბაშვილი”
13 აგვისტოს რადიო თავისუფლების დილის გადაცემის სტუმარი იყო შოთა მალაშხია, ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხთა დროებითი საპარლამენტო კომისიის თავმჯდომარე. მან ილაპარაკა 2008 წლის 12 აგვისტოს შეთანხმების მნიშვნელობაზე.
”რეზონანსში” ქვეყნდება ინტერვიუ ვლადიმერ სანაკოევთან, რომელიც ბოლო დრომდე ”დროებითი ადმინისტრაციის” ხელმძღვანელის დიმიტრი სანაკოევის მრჩეველი იყო. ვლადიმერ სანაკოევს თავად უთხოვია ”რეზონანსისთვის” ინტერვიუს ჩაწერა.
რა ადგილი უკავია დღეს საერთაშორისო სამართალს სახელმწიფოთა შორის ურთიერთობების მოგვარებაში, ცალკეული სახელმწიფოს ტერიტორიული მთლიანობის დაცვაში? კერძოდ, რა სამართლებრივი შედეგი მოჰყვა რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციას ომის დასრულებიდან უკვე ორი წლის შემდეგ?
11 აგვისტოს რადიო თავისუფლების დილის გადაცემის სტუმარი იყო მარინა არაბიძე, გარემოს ეროვნული სააგენტოს გარემოს დაბინძურების მონიტორინგის დეპარტამენტის უფროსი. მან ისაუბრა შავი ზღვის სანაპიროს დაბინძურების წყაროებზე და წყლის მდგომარეობაზე.
9 აგვისტოს რადიო თავისუფლების დილის გადაცემის სტუმარი იყო ირაკლი სესიაშვილი, უსაფრთხოების პოლიტიკის ექსპერტი. რა მოუტანა საქართველოს ომისშემდგომმა ორმა წელიწადმა უსაფრთხოების თვალსაზრისით? - პასუხობს სტუმარი.
ქართული პრესის მიმოხილვა, 6 აგვისტო 2010
5 აგვისტოს რადიო თავისუფლების დილის გადაცემის სტუმარი იყო ნინო ბოლქვაძე, ”ადამიანის უფლებათა პრიორიტეტის” ადვოკატი. მან ილაპარაკა 2008 წლის აგვისტოს ომის შედეგად დაზარალებულთა საქმეებზე და სირთულეებზე ამ კატეგორიის ადამიანებისთვის.
დღევანდელ პრესაში განხილვის ერთ-ერთი საგანია რუსეთ-ბელორუსიის ურთიერთობა ბელორუსიის მიერ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის აღიარება-არაღიარების კონტექსტში. ”24 საათში” ოლეგ პანფილოვის ვრცელი სტატია ქვეყნდება, სათაურით ”ლუკაშენკოს ინტუიცია”.
3 აგვისტოს რადიო თავისუფლების დილის გადაცემის სტუმარი იყო ნაირა გელაშვილი, მწერალი, ”კავკასიური სახლის” ხელმძღვანელი. მან ისაუბრა ”კავკასიური სახლის” ბაზაზე მის უფლებამონაცვლე იურიდიულ პირად ”სმირნოვების მუზეუმის” შექმნის საკითხზე.
”მთელი კვირის” მიერ მოპოვებული ინფორმაციის თანახმად, საარტილერიო თვალსაზრისით, მანძილი მთავარ ბაზასა და დანარჩენ ბაზებს შორის არის: ოქუმიდან-ლეკუხონამდე - 7კმ და 500 მ; ლეკუხონა-საბერიო - 9კმ და 900 მ; საბერიო-თაგილონი - 13 კმ; თაგილონი-მეორე ოტობაია - 19 კმ და 400 მ; მეორე ოტობაია-ფიჩორი - 30 კმ”.
30 ივლისს რადიო თავისუფლების დილის გადაცემის სტუმარი იყო გიორგი გოცირიძე, ”საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის” (საია) იურისტი. ამ ორგანიზაციამ გამოაქვეყნა დასკვნა, რომელიც სკოლებში მანდატურების უფლება-მოვალეობებს ეხება.
ჩამოტვირთე მეტი