უფროსი რედაქტორი, ყოველდღიური გადაცემის - „დილის საუბრების“ წამყვანი. მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, საერთაშორისო ურთიერთობების, ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 1995 წლიდან.
„კვირის პალიტრა“ 18 წლის პატიმარ გვანცა ყუფარაძესთან ინტერვიუს აქვეყნებს. ის 2006 წელს თანაკლასელი ვაჟის დაჭრაში დაადანაშაულეს და 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს, მაშინ გვანცა ყუფარაძე 14 წლის იყო.
5 ნოემბერს რადიო თავისუფლების დილის გადაცემის სტუმარი იყო თამარ კორძაია, ”ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის” (საია) იურისტი. მან ილაპარაკა ინფორმაციის თავისუფლების შესახებ. თამარ კორძაიას თქმით, არსებობს ინფორმაციის თავისუფლების შეზღუდვის პირდაპირი და ირიბი გზა, და ამის კონკრეტული მაგალითებიც მოიშველია.
მიმდინარე კვირის დასაწყისში თბილისში იმყოფებოდა ევროკავშირის საგანგებო წარმომადგენელი სამხრეთ კავკასიაში პეტერ სემნები. ეს მისი მორიგი სამუშაო ვიზიტი იყო. შეხვედრებზე განხილვის ერთ-ერთი მთავარი თემა ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარება და ამ ტერიტორიების მიმართ ჩართულობის სტრატეგიის სამოქმედო გეგმა იყო. სწორედ ამის შესახებ საუბრით იწყება ინტერვიუ პეტერ სემნებისთან, რომელიც ნინო გელაშვილმა ჩაწერა.
2010 წლის იანვრის ბოლოს საქართველოს მთავრობამ მხარი დაუჭირა დოკუმენტს სახელწოდებით - “სახელმწიფო სტრატეგია ოკუპირებული ტერიტორიების მიმართ - ჩართულობა თანამშრომლობის გზით”, ზაფხულში კი დაამტკიცა “ჩართულობის სტრატეგიის სამოქმედო გეგმა”.
3 ნოემბერს რადიო თავისუფლების დილის გადაცემის სტუმარი იყო ანდრო ბარნოვი, სტრატეგიისა და განვითარების ინსტიტუტის ხელმძღვანელი. მან ილაპარაკა საქართველო-ირანის ურთიერთობაზე როგორც რეგიონულ, ისე უფრო ფართო საერთაშორისო ურთიერთობების კონტექსტში.
დღეს გამოსული რამდენიმე გაზეთი წერს საქართველოში რუსეთის ჯაშუშების დაკავების თემაზე, ჯერჯერობით, ძირითადად, სააგენტოების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით.
რადიო თავისუფლების დილის გადაცემის სტუმარი იყო ”ახალი ეკონომიკური სკოლა - საქართველოს” ვიცე-პრეზიდენტი გია ჯანდიერი. მისი თქმით, საქართველო დაბალი გადასახადებით შესაძლოა, მიმზიდველი იყოს ინვესტორისთვის, თუმცა კერძო საკუთრების დაცულობის ხარისხს ის სერიოზულ ხარვეზად მიიჩნევს.
28 ოქტომბერს რადიო თავისუფლების დილის გადაცემის სტუმარი იყო დავით ოთიაშვილი, ექიმი-ნარკოლოგი, ორგანიზაცია ”ალტერნატივა-ჯორჯიას” დირექტორი. დავით ოთიაშვილის აზრით, სახელმწიფომ ფინანსები ნარკომომხმარებელთა მკურნალობისკენ, მათი რესოციალიზაციისკენ უნდა მიმართოს.
დღევანდელი პრესა აქტიურად ეხმაურება საქართველოს პარლამენტის სპიკერის ინიციატივას მედიამფლობელთა ვინაობის გამჭვირვალობის შესახებ. ”მედიაში მთავრობის ანტიოფშორული ნების დაჯერება უჭირთ” - ეს ”რეზონანსის” სათაურია.
რადიო თავისუფლების დილის გადაცემის სტუმარი იყო საკრებულოს წევრი თინათინ ხიდაშელი, რომელიც დევნილთა საკითხებზე სამუშაო ჯგუფის წევრიცაა. მან დევნილთა პრობლემებზე ილაპარაკა, კერძოდ, მათთვის 28-ლარიანი შემწეობის გაცემის წესის გაუქმებით შექმნილ ვითარებაზე.
რადიო თავისუფლების დილის გადაცემის სტუმარი იყო გეოპოლიტიკური კვლევების საერთაშორისო ცენტრის ხელმძღვანელი თენგიზ ფხალაძე. მან საქართველოში ნატოს ელჩების ვიზიტსა და ლისაბონის მომავალი სამიტის დღის წესრიგზე ისაუბრა.
დღევანდელი დისკუსია შეეხება ჩრდილოეთ კავკასიაში არსებული ვითარებისა და საქართველო-რუსეთის ურთიერთდამოკიდებულების ფონზე საქართველოს პრეზიდენტის ინიციატივას - ერთიანი კავკასიის შესახებ. რა რისკებს შეიცავს ეს იდეა?
20 ოქტომბერს რადიო თავისუფლების დილის გადაცემის სტუმარი იყო თეა წულუკიანი, ”ჩვენი საქართველო - თავისუფალი დემოკრატების” თავმჯდომარის მოადგილე. მან ილაპარაკა საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილებების შესახებ ვენეციის კომისიის საბოლოო დასკვნაზე.
“დევნილები სუბელიანის უწყების სრული ბლოკირებით იმუქრებიან”, –წერს “რეზონანსი” ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროსთან გამართული დევნილთა აქციის შესახებ. “აქციის მონაწილეებს ორი ძირითადი მოთხოვნა აქვთ - გამოსახლებული დევნილები დაკმაყოფილდნენ თბილისის ნებისმიერ უბანში საცხოვრებელი ფართებით.
18 ოქტომბერს რადიო თავისუფლების დილის გადაცემის სტუმარი იყო ნინო ჩხობაძე, საქართველოს მწვანეთა მოძრაობის თანათავმჯდომარე. მან კლიმატის ცვლილების მიზეზებსა და შედეგებზე ილაპარაკა. 17 ოქტომბერს კლიმატის ცვლილებების შესახებ კვირეული საქართველოშიც დაიწყო.
14 ოქტომბერს რადიო თავისუფლების დილის გადაცემის სტუმარი იყო ლენა კილაძე, ფონდ ”საქართველოს ამერიკელი მეგობრების” აღმასრულებელი დირექტორი.ლენა კილაძემ ილაპარაკა ფონდის საქველმოქმედო პროექტებზე. ფონდს საქართველოში არსებული არაერთი კომპანია უწევს დახმარებას.
დღევანდელი პრესა ახალი ოპოზიციური პარტიის პრეზენტაციას ეხმაურება. ”ჯერ ფურშეტი, მერე - პოლიტიკა”, „’ქართული პარტია’ პოლიტიკურ სპექტრს დიდ სიურპრიზებს ჰპირდება”, ”შეუსრულებელი მისია. ვინ დააფინანსებს ”ქართულ პარტიას” და როგორ აპირებს ოქრუაშვილი ქართულ პოლიტიკაში ჩართვას”, ”ირაკლი ოქრუაშვილი საქართველოში ჩამოდის.
12 ოქტომბერს რადიო თავისუფლების დილის გადაცემის სტუმარი იყო ლევან ცუცქირიძე, მრავალპარტიული დემოკრატიის ჰოლანდიური ინსტიტუტის წარმომადგენელი საქართველოში. მან ილაპარაკა ინსტიტუტის მიერ ჩატარებული ორი კვლევის შესახებ.
8 ოქტომბერს რადიო თავისუფლების დილის გადაცემის სტუმარი იყო მერაბ ჯანიაშვილი, ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის პრეზიდენტი. მან ილაპარაკა მიმდინარე კვირაში ათეულობით მცირე მოვაჭრის დაკავების უსაფუძვლობაზე.
ავღანეთის საერთაშორისო ოპერაციაში ქართველი სამხედროების მონაწილეობაზე - ზოგადად, მის მასშტაბსა და მნიშვნელობაზე მსჯელობა საქართველოში კარგა ხანია მიმდინარეობს. ბოლო დროს მსხვერპლის შესახებ ინფორმაციის გავრცელებამ ერთგვარად გაამძაფრა საკითხისადმი დამოკიდებულება.
ჩამოტვირთე მეტი