უფროსი რედაქტორი, ყოველდღიური გადაცემის - „დილის საუბრების“ წამყვანი. მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, საერთაშორისო ურთიერთობების, ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 1995 წლიდან.
”ალიანსი საქართველოსთვის” თანათავმჯდომარის, სოზარ სუბარის, 31 მარტს გავრცელებული ინიციატივის შესახებ ოპოზიციის სხვა კანდიდატისთვის საკრებულოს თავმჯდომარის კანდიდატობის დათმობის თაობაზე დღეს არაერთი გაზეთი წერს. ”24 საათის” კორესპონდენტი თვლის, რომ გაზეთისთვის საკმაოდ ღირებული აღმოჩნდა ირაკლი ალასანიას თანაპარტიელის, ვიქტორ დოლიძის კომენტარი
ორგანიზაცია ”საერთაშორისო გამჭვირვალეობა - საქართველომ” გამოაქვეყნა ანგარიში ”საარჩევნო კამპანიისთვის ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების შესახებ”, რომელშიც აღნიშნულია, რომ ადგილობრივი არჩევნების წინ მმართველობის ადგილობრივი ორგანოების ხარჯები უპრეცედენტოდ გაიზარდა.
31 მარტს რადიო თავისუფლების დილის გადაცემის სტუმარი იყო თინა ხიდაშელი, რესპუბლიკური პარტიის ერთ-ერთი ლიდერი, ”ალიანსი საქართველოსთვის” წარმომადგენელი. მან ისაუბრა ამომრჩეველთა სიების მონიტორინგის დროს აღმოჩენილ დარღვევებზე.
მოსკოვში 29 მარტს მომხდარ ტრაგედიაზე ქართულ გაზეთებშიც წერენ. თუმცა გამოქვეყნებული მასალის უდიდესი ნაწილი რუსეთის მედიით გავრცელებული ინფორმაციის თარგმანს წარმოადგენს, არის მომხდარის გაანალიზების მცდელობაც. ქართველ ექსპერტებს ”რეზონანსი” მოსალოდნელ შედეგებზე ეკითხება:
რადიო თავისუფლების დილის გადაცემის სტუმარი იყო გიორგი ბახტურიძე, ”თამბაქოს კონტროლის ალიანსის” ხელმძღვანელი. მის თქმით, სამართალდამცავები არ თვლიან პრიორიტეტულად საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში თამბაქოს მოხმარების აკრძალვაზე მონიტორინგს.
”რეზონანსში” წაიკითხავთ ჟურნალისტთა ეთიკის ქარტიის საბჭოს 25 მარტის სხდომის შესახებ. მასზე 13 მარტს ”იმედის” ეთერში გასული ”სპეციალური რეპორტაჟის” წამყვანის, ქარტიის წევრ ნათია კობერიძის მიერ ეთიკის დარღვევის საკითხი უნდა განეხილათ. გაზეთი სრულად აქვეყნებს ქარტიისა და ნათია კობერიძის კითხვა-პასუხს.
დღევანდელი პრესის მიმოხილვას დავიწყებთ ”ყველა სიახლით”, სადაც ლევან გაჩეჩილაძესთან ინტერვიუს წაიკითხავთ. გაჩეჩილაძე ამბობს, რომ ჯერ კიდევ ფიქრობს, დააყენოს თუ არა საკუთარი კანდიდატურა თბილისის მერის მომავალ არჩევნებზე. ”მყავს გულშემატკივრები, რომლებსაც სურთ, რომ დავაყენო კანდიდატურა, მაგრამ მყავს სხვა გულშემატკივრებიც, რომელთაც ეს არ სურთ.
25 მარტს რადიო თავისუფლების დილის გადაცემის სტუმარი იყო დავით ოთიაშვილი, ”ზიანის შემცირების საქართველოს ქსელის” ხელმძღვანელი. ეს ორგანიზაცია ცდილობს პოლიტიკოსები დაარწმუნოს ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაციის საჭიროებაში, რისთვისაც ბოლო დროს არაერთი შეხვედრა გამართა.
დღეს რამდენიმე გაზეთი წერს ”ქრისტიან-დემოკრატების” მერობის კანდიდატ გია ჭანტურიას წინასაარჩევნო დაპირებაზე. ”რეზონანსში” წაიკითხავთ: ”ექსპერტ გია ხუხაშვილს ძალიან უნდა, რომ თბილისის მერი გია ჭანტურია გახდეს და მხოლოდ იმიტომ, რომ ნახოს, ”მოტყუებულ ამომრჩეველს რა პასუხს გასცემს”, გაზის ტარიფი 10 თეთრი, დენი 5 თეთრი რომ ვერ გახდება და დედაქალაქის წყლით უფასო მომარაგება რომ ვერ მოხერხდება.”
23 მარტს რადიო თავისუფლების დილის გადაცემის სტუმარი იყო ჯემალ დოლიძე, გარემოს ეროვნული სააგენტოს ჰიდრომეტეოროლოგიის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე. მან ისაუბრა სამსახურის მუშაობის სპეციფიკაზე, იმის შესახებ, თუ როგორ დგინდება ამინდის პროგნოზი
19 მარტს რადიო თავისუფლების დილის გადაცემის სტუმარი იყო ეკა სირაძე-დელონე, ის თვლის, რომ ცესკოს გადაწყვეტილება ვადების გაზრდაზე მართებული იყო, რადგან დარწმუნებულია, რომ პარტიები ვერ მოასწრებდნენ კარდაკარის პრინციპით ამომრჩეველთა სიების შემოწმებას.
”იმედის” ეთერში 13 მარტს გასული ”მოდელირებულად” წოდებული ნახევარსაათიანი ”ქრონიკის” შესახებ მსჯელობა არ წყდება. თავდაპირველად განიხილებოდა ის, თუ რა ფორმით და როგორი წარწერით უნდა გასულიყო იმიტირებული ”მომავლის ისტორია” ეთერში, რომ მოსახლეობაში პანიკა არ გამოეწვია.
17 მარტს რადიო თავისუფლების დილის გადაცემის სტუმარი იყო მერაბ ჯანიაშვილი, ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის პრეზიდენტი. ერთი თვის წინ ამ ორგანიზაციამ გამოაქვეყნა კვლევა საქართველოში ფიჭური კავშირგაბმულობის ბაზარზე არსებული მდგომარეობის შესახებ.
”იმედის” 13 მარტის ტელეეთერით გასული სიუჟეტი და მისი შემდგომი ისტორიები დღევანდელ პრესაში განხილვის მთავარ საგნად რჩება: ”სკანდალური ”ქრონიკის” სკანდალური გაგრძელების დეტალები”, ”ამოკრეფილი” არველაძე”, ”ვინ და რატომ თხრის თავის დასაკლავ დანას?!”
15 მარტს რადიო თავისუფლების დილის გადაცემის სტუმარი იყო თენგიზ ფხალაძე, გეოპოლიტიკური კვლევების საერთაშორისო ცენტრის ხელმძღვანელი. მან მსმენელს მოუთხრო 12 მარტს ვარშავაში გამართულ კონფერენციაზე, რომელიც ნატოს ახალი სტრატეგიის კონცეფციაზე მსჯელობას მიეძღვნა.
”ცხინვალი ”რევოლუციის” ზღვარზე” - ასეთ სათაურს ნახავთ ”რეზონანსის” პირველ გვერდზე. ავტორი წერს, რომ 20 მარტს ცხინვალში ”ფართომასშტაბიანი აქცია-მიტინგი” იგეგმება, რომელიც, შესაძლოა, დაარბიონ. ”ამ აქციისას ცხინვალში ედუარდ კოკოითის მთავარი ოპონენტები - ალბერტ ჯუსოითი და ძამბულატ თედეევი - ჩადიან, რაც ვითარებას კიდევ უდრო დაძაბავს.
რადიო თავისუფლების სტუმარი იყო აგიტ მირზოევი, არასამთავრობო ორგანიზაცია "საერთო-სამოქალაქო მოძრაობა მრავალეროვანი საქართველოს" აღმასრულებელი დირექტორი. მან ისაუბრა ორგანიზაციის ინიციატივაზე, რომელიც ადგილობრივ არჩევნებთან დაკავშირებულ საკითხებზე.
”გაჩეჩილაძე - წყალწაღებულთა ხავსი”, ”პოლიტიკური ვირეშმაკობა - სოციოლოგიური გამოკითხვა - რეიტინგის შენარჩუნების მცდელობა”, ”რას ფიქრობს ლევან გაჩეჩილაძე” - ასეთ სათაურებს ნახავთ დღევანდელი პრესის პირველ გვერდებზე.
9 მარტს რადიო თავისუფლების დილის გადაცემის სტუმარი იყო სერგი კაპანაძე, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საერთაშორისო ორგანიზაციების დეპარტამენტის დირექტორი. მან ისაუბრა ეუთოს დღევანდელ საქმიანობაზე საქართველოსთან მიმართებით.
ორშაბათი ყოველკვირეული გაზეთების დღეა. კვლავაც ბევრს წაიკითხავთ ბურჯანაძის რუსეთში ვიზიტზე; ვის უფრო შეეშალა - ნოღაიდელს თუ ბურჯანაძეს ან რომელი უფრო წარმატებული იყო; რა ხდება თბილისის მერობის ერთიანი კანდიდატის შერჩევის გზაზე ოპოზიციაში და არის თუ არა ასეთის შერჩევა შესაძლებელი, რა არის მოსალოდნელი ამ პროცესში და ა.შ.
ჩამოტვირთე მეტი