უფროსი რედაქტორი, ყოველდღიური გადაცემის - „დილის საუბრების“ წამყვანი. მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, საერთაშორისო ურთიერთობების, ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 1995 წლიდან.
იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი, ნაზი ჯანეზაშვილი არ გამორიცხავს, რომ „საერთო სასამართლოების შესახებ“ ორგანულ კანონში ცვლილებების მიღების შემდეგ იუსტიციის საბჭომ პარლამენტს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატთა ისევ ის ათკაციანი სია შესთავაზოს, რომელიც გასული წლის დეკემბრის ბოლოს შესთავაზა.
2 მაისს, დილით საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ხელი მოაწერა „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში პარლამენტის მიერ მიღებულ ცვლილებებს.
8-13 მაისს თბილისში მეშვიდედ გაიმართება დოკუმენტური ფილმების საერთაშორისო ფესტივალი CinéDOC-Tbilisi, რომლის სლოგანი წელს არის - „დააკავშირე ფიქრები“.
„ქალი კაცზე ბევრად ღარიბია“, - წერია „ქალთა მოძრაობის“ მანიფესტში, რომელიც საქართველოში ქალისა და მამაკაცის საშუალო ხელფასებს შორის მკვეთრი სხვაობის მიმართ პროტესტს გამოხატავს. „ქალთა მოძრაობის“ წარმომადგენელი, გვანცა ხონელიძე „დილის საუბრებში“ ლაპარაკობს ამ სხვაობის საფუძვლებზე:
„ბოლო პერიოდში გახშირდა თაღლითების მიერ ყალბი ვებგვერდების საშუალებით ფინანსური ინსტიტუტების მომხმარებლების პირადი მონაცემების მოპარვის ფაქტები“, - წერია ეროვნული ბანკის 22 აპრილის განცხადებაში.
ამერიკული ორგანიზციის - IREX-ის მიერ მომზადებულ „მედიის მდგრადობის ინდექსი-2019“-ის მიხედვით, საქართველოში 2018 წელს არსებული მდგომარეობა წინა წელთან შედარებით გაუარესებულია. საქართველოსთვის 2018 წლის საერთო მაჩვენებელი 2,25-ია, რაც 0,06-ით ნაკლებია წინა წლისაზე. რა ფაქტორებმა განაპირობა ეს კლება?
“პარტიები არ იტყვიან უარს პოლარიზაციასა და პოპულიზმზე, მანამ სანამ, მათ საარჩევნო წარმატება მოაქვთ”, - ასე თვლის იმ ექსპერტების უმრავლესობა, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს „საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის“ (GIP) მიერ ჩატარებულ გამოკითხვაში.
„ხშირად გვაწებებენ ამ იარლიყს - ჰესების წინააღმდეგი ხართ! ყველაფრის წინააღმდეგი ხართ! არასდროს გვითქვამს, რომ ჰესების წინააღმდეგი ვართ! არამედ ჩვენ ვსვამთ საკითხს - სად გვინდა და როგორი გვინდა? ასევე ვამბობთ, რომ ადგილობრივი მოსახლეობის ინტერესები უნდა იყოს გათვალისწინებული“, - ქეთი გუჯარაიძე.
საქართველო არ არის გამონაკლისი, სადაც საზოგადოებაში არსებობს განსხვავებული მოსაზრებები ვაქცინაციაზე, მათ შორის - სამედიცინო სფეროში დასაქმებულთა შორის. რა სურათია დღეს ქვეყნის ვაქცინაციით მოცვის კუთხით და რა იცვლება საზოგადოების დამოკიდებულებაში?
„სოლიდარობის ქსელმა“ მოამზადა გამოკვლევა ექთნების შრომით პირობებზე საქართველოში. როგორც გამოკვლევის თანაავტორი, რევაზ კარანაძე ეუბნება რადიო თავისუფლებას, რთული აღმოჩნდა ისეთი ექთნების პოვნა, ვინც ინტერვიუს დათანხმდებოდა, „ეშინოდათ გამოჩენა“.
"კონკურსს აცხადებს იუსტიციის უმაღლესი საბჭო და არა თვითონ სკოლა, რაც ჩვენი კვლევის ფარგლებში გამოიკვეთა, რომ არის ერთ-ერთი სერიოზული ხარვეზი. სკოლა უნდა იყოს საკმაოდ დამოუკიდებელი საბჭოსგან და თვითონვე მიიღოს მსმენელები“, - ქეთი კუკავა, IDFI-ს საპარლამენტო მდივანი.
„შედეგი გვაქვს ცოტა გასაკვირი, ვინაიდან ყველანი ველოდით, რომ უფრო ინდუსტრიული ტიპის პრობლემა გვექნებოდა და აღმოჩნდა განსხვავებულად. თბილისში ველოდით ყველაზე მაღალ მაჩვენებელს და ერთ-ერთი ყველაზე დაბალია“, - ამბობს ლელა სტურუა სისხლში ტყვიის შემცველობის შესახებ კვლევაზე.
„მძიმე და რთული საყურებელი იყო ის, რაც ხდებოდა პანკისის ხეობაში. მთავარი, რაც გამოჩნდა - ქვეყანას არ აქვს ერთიანი უსაფრთოხების პოლიტიკა და ნებისმიერი ნაბიჯი არ გამომდინარეობს ამ ერთიანი პოლიტიკისგან“, - უთხრა უსაფრთხოების ექსპერტმა, თეონა აქუბარდიამ რადიო თავისუფლებას.
"ნებისმიერი ენერგოობიექტის დაგეგმვისთვის საჭიროა ქვეყანას გააჩნდეს ენერგეტიკის განვითარების გეგმა და სწორედ მის მიხედვით უნდა შენდებოდეს ჰესებიც", - ამბობს მანანა ქოჩლაძე, "მწვანე ალტერნატივის" თავმჯდომარე "დილის საუბრებში".
რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაცია ეხმაურება პანკისის ხეობაში საპოლიციო ძალის გამოყენებას და ერთობლივი განცხადებით მიმართავს ხელისუფლებას. ისინი მოითხოვენ ეკონომიკის მინისტრის გადადგომასა და პროკურატურის მიერ ძალაუფლების გადამეტების სავარაუდო ფაქტზე გამოძიების დაწყებას.
რადიო "ჰერეთის" ჟურნალისტი გიორგი ალადაშვილი "დილის საუბრებში" ყვება პანკისის ხეობაში ადგილობრივებსა და სამართალდამცავებს შორის დაპირისპირების მეორე დილით არსებულ ვითარებაზე. მისი ინფორმაციით, ამ დროისთვის თელავის საავადმყოფოში რჩება 16 დაშავებული.
„მე გავიღვიძე ერთ მშვენიერ დილას და მითხრეს, რომ ომი დაიწყო...“, - იხსენებს რადიო თავისუფლების ეთერში სვეტლანა ჩხვიმიანი, აფხაზეთიდან დევნილი, რომელმაც 16 წლისამ ოჯახთან ერთად იძულებით დატოვა მშობლიური სახლი სოფელ განახლებაში და ჭუბერის უღელტეხილის გზას დაადგა.
„მომავლის ფერმერის“ ხელმძღვანელი ამ ეტაპზე არსებითად არ თვლის მსჯელობას იმაზე - არის, თუ არა საქართველოს აგრარული ქვეყანა? - არამედ, მწვავე საკითხია ის, რამდენად თვითკმარია ქვეყანა სოფლის მეურნეობის პროდუქციიით უზრუნველყოფის თვალსაზრისით. პასუხი მარტივია - არ არის.
"ჩვენ ვაძლევთ საშუალებას საერთო ინტერესების მატარებელ ადამიანებს ერთმანეთი იპოვნონ. შეიძლება, ვერ დავეხმაროთ მათ დასაქმებაში, მაგრამ ის ფაქტი, რომ იხალისებენ ყოველდღიურობას, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი შედეგია", - ამბობს დავით ჯიქია, DVV International-ის საქართველოს ოფისის პროექტების კოორდინატორი.
„ამ დოკუმენტმა გვაჩვენა, რომ ბრძოლას აქვს აზრი, თუმცა, ილუზიებში არ უნდა ჩავვარდეთ“, - ასე ეხმაურება სულხან სალაძე ვენეციის კომისიის მიერ დაჩქარებული წესით მომზადებულ მოსაზრებას საქართველოში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევა-დანიშვნის საკითხზე.
ჩამოტვირთე მეტი