რადიო თავისუფლების ჟურნალისტი 2009 წლიდან. მუშაობს ჯანდაცვის, ადამიანის უფლებების, განათლების, უმცირესობებისა და სხვა სოციალურ საკითხებზე.
2010 წელს სხვადასხვა დარგის პროფესიულმა კავშირებმა და მთლიანად გაერთიანებამ 14 აქცია და გაფიცვა მოაწყო - მათ შორის, აქცია დასაქმებულთა უფლებების უხეში დარღვევების აღმოფხვრის მოთხოვნით და სხვა...
საქართველოს პროფკავშირების გაერთიანებამ მეზღვაურების გამოსასყიდი თანხის შეგროვება დაახლოებით სამი კვირის წინ დაიწყო. პროფკავშირების პრეზიდენტი ირაკლი პეტრიაშვილი აცხადებს, რომ ხელისუფლება ვალდებულია უფრო მეტი აქტიურობა გამოიჩინოს.
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტმა ახალი რექტორი აირჩია. აკადემიურმა საბჭომ ალექსანდრე კვიტაშვილს ერთხმად დაუჭირა მხარი. ყოფილი ჯანდაცვის მინისტრი უნივერსიტეტში რექტორის მოვალეობას დაახლოებით სამი თვის განმავლობაში ასრულებდა.
დაახლოებით თვე-ნახევარი გავიდა მას შემდეგ, რაც აფხაზეთის ქართველ უხუცესთა საბჭომ პირველი მიმართვა გაავრცელა აფხაზეთის უხუცესთა საბჭოსადმი, რომელსაც გამოხმაურება ჯერჯერობით არ მოჰყოლია.
საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალ პროფკავშირში წარმოქმნილი უთანხმოება მალე სასამართლო გარჩევამდე მივა. ყველაფერი კი 30 ოქტომბერს საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის მე-6 რიგგარეშე საანგარიშო-საარჩევნო ყრილობაზე დაიწყო.
გაზეთ ”ვერსიის” პირველი გვერდი - ”ბურჯანაძის შურისძიება. ვინ იქნება შემდეგი?!”. რედაქტორის სვეტში უამრავ შეკითხვას ნახავთ: ”იქნებ, აგვისხნას ვინმემ, ვისთვის ან რისთვის ინახავდა გრეჩიხა-სააკაშვილის საიდუმლოს ბურჯანაძეების ოჯახი 3 წელი, რატომ დაუდგა გვერდით გაყიდულ ოპოზიციას ”ქალბატონი პატიოსნება” თუნდაც 2008 წლის აპრილის დღეებში.
საქართველოს კონტროლის პალატამ შეიმუშავა განსაკუთრებული საჯარო ინტერესის ნუსხა. მასში შესულია ყველა ის ღონისძიება ან პროგრამა, რომელსაც სახელმწიფოსათვის განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს.
ევრაზიის თანამშრომლობის ფონდის ინიციატივით, დღეს მრგვალი მაგიდა მიეძღვნა საქართველოში საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობას. პრობლემა აქტუალურია და საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობა წინა წლებთან შედარებით გაუარესებულია.
პარლამენტმა თამბაქოს კონტროლის შესახებ ახალი კანონი დაამტკიცა, რომელშიც თამბაქოს შესახებ დღემდე არსებული სამი კანონი გაერთიანდა. თამბაქოს მოწევა იკრძალება სააღმზრდელო, საგანმანათლებლო, სამედიცინო დაწესებულებების დახურულ შენობა-ნაგებობებში; ასევე - რესტორნებსა და კაფე-ბარებში.
მედიაგარემოს გაუმჯობესებაზე მომუშავე მედიაექსპერტთა ჯგუფმა ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ოფისში ბრიფინგი გამართა. მედიამფლობელთა ფინანსური გამჭვირვალობის შესახებ საკითხი არ დახურულა და კონსულტაციები კვლავაც გაგრძელდება.
9 დეკემბერს თბილისის სტუდიაში სტუმრად იმყოფებოდა ილიას უნივერსიტეტის პროფესორი სიმონ ჯანაშია. მან ისაუბრა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის, დიმიტრი შაშკინის, მიერ წარმოდგენილ ანგარიშზე, რომელიც განათლების სფეროში 2010 წელს განხორციელებულ რეფორმას ასახავს.
ადამიანის უფლებათა სახლის ორგანიზებით საქართველოში ადამიანის უფლებათა კვირეული დაიწყო. კვირეულის ფარგლებში ნაჩვენები იქნება არაერთი დოკუმენტური ფილმი ადამიანის უფლებებსა და მისწრაფებებზე, დააღწიონ თავი ძალადობას.
აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტი კოლუმბიის უნივერსიტეტის საზოგადოებრივ საქმეთა სკოლასთან ერთად ახორციელებს პროექტს ”საჯარო პოლიტიკის, ადვოკატირებისა და სამოქალაქო საზოგადოების განვითარება საქართველოში“.
პირველ დეკემბერს მსოფლიო შიდსთან ბრძოლის საერთაშორისო დღეს აღნიშნავს. რამდენად სერიოზულია საფრთხეები იმისა, რომ საქართველოში აივ-ვირუსით დაავადებულთა რიცხვმა იმატოს?.. ამ და სხვა საკითხებზე სასაუბროდ მოვიწვიეთ ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის ცენტრის ექიმი-ეპიდემიოლოგი ნატო გარუჩავა.
27 ნოემბერს ბელგრადში ევროპის ოლიმპიური კომიტეტების გენერალურ ასამბლეაზე გამართულ წილისყრაზე, ევროპული ოლიმპიური ოჯახის გადაწყვეტილებით, თბილისმა ჩეხეთის ქალაქი ბრნო ხუთი ხმით დააცილა ოლიმპიადის მასპინძლობას.
ევრაზიის თანამშრომლობის ფონდმა ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციასა და რეგიონალურ მაუწყებელთა ასოციაციასთან თანამშრომლობით ერთი წლის წინ დაიწყო განხორციელება პროექტისა, სახელწოდებით ”საქართველოში მედიის, როგორც მაკონტროლებელი ინსტიტუტის, როლის გაძლიერება”.
ტოლერანტობის საერთაშორისო დღე 16 ნოემბერს საქართველოშიც აღინიშნა. ღონისძიების ორგანიზატორი სახალხო დამცველის ოფისი და გაეროს განვითარების პროგრამა იყო. სახალხო დამცველმა და ეროვნულ უმცირესობათა და რელიგიათა საბჭოებმა ”ტოლერანტობის ქომაგები” დააჯილდოეს.
თბილისს ერთდღიანი ვიზიტით ესტუმრნენ მსოფლიო რაგბის მესვეურები. ისინი საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებსა და საქართველოს რაგბის ფედერაციის ხელმძღვანელობას ხვდებიან. რა შთაბეჭდილება შეექმნებათ მათ საქართველზე და როგორი იქნება ქართული რაგბის სამომავლო პერსპექტივა?
ცესკოში საარჩევნო გარემოს გაუმჯობესებასთან დაკავშირებული კონსულტაციები ოპოზიციასა და უმრავლესობას შორის ოთხ საათს გაგრძელდა. შეხვედრაზე ძირითადად ტექნიკურ საკითხებზე იმსჯელეს, მათ შორის უმთავრესი კი გადაწყვეტილების მიღების წესზე შეთანხმება იყო.
თბილისში სამხრეთ კავკასიის ყოველწლიური მეშვიდე კონფერენცია გაიხსნა, რომელსაც ეუთოს წარმომადგენელი მედიის თავისუფლების საკითხებში დუნია მიატოვიჩი მასპინძლობს; მთავარი თემა კი ინფორმაციის ხელმისაწვდომობა და ახალი ტექნოლოგიებია. კონფერენციას მედიის მუშაკები და ექსპერტები ესწრებიან.
ჩამოტვირთე მეტი