რადიო თავისუფლების ჟურნალისტი 2009 წლიდან. მუშაობს ჯანდაცვის, ადამიანის უფლებების, განათლების, უმცირესობებისა და სხვა სოციალურ საკითხებზე.
„მე ვაპირებ დაწყებული ბრძოლის გაგრძელებას ეკლესიის გაჯანსაღებისთვის... ბრძოლას სიწმინდისათვის, სამართლიანობისათვის და მართლმადიდებლობისათვის“, - ასე უპასუხა მეუფე პეტრე ცაავამ ჟურნალისტების კითხვას მისი სამომავლო გეგმების შესახებ.
28 ოქტომბერს, ჰაკერული შეტევის შედეგად დაზიანებული საიტები აღდგენილია. ჰოსტინგ-კომპანიის, proservice.ge-ს ფინანსური დირექტორი, რევაზ ნატროშვილი რადიო თავისუფლებასთან საუბრისას ამბობს, რომ კომპანიაში მთელი ღამის განმავლობაში მუშაობდნენ შსს-ს წარმომადგენლები.
„მოგერიებით ვართ დაკავებული“, - ამ სამი სიტყვით შემოიფარგლა ჰოსტინგ-კომპანიის, serv.ge-ის ფინანსური დირექტორი. 28 ოქტომბრის დილას, კომპანიის სერვერზე კიბერთავდასხმის შედეგად, გაითიშა სერვერზე განთავსებული სამთავრობო, არასამთავრობო თუ კერძო ორგანიზაციების საიტები.
2020 წლის პირველი ივნისიდან, მთავრობის ინიციატივითა და „ბავშვთა კოდექსში“ შეტანილი ჩანაწერის თანახმად, ბავშვის მომვლელის (ძიძის) სტატუსი, ექვემდებარება ნებაყოფლობით სერტიფიცირებას.
"ნორვეგიის ჰელსინკის კომიტეტმა" ანა დოლიძე, იუსტიციის საბჭოს არამოსამართლე წევრი, კამპანიის „12 ქალი ბარიკადებზე“ ერთ-ერთ სახედ დაასახელა.
გენერალური პროკურატურა განმარტებას აკეთებს, თუ რა მიზეზით უთხრა უარი სახალხო დამცველს, სექსუალურ ძალადობაში ბრალდებული საკრებულოს წევრის ილია ჯიშკარიანის მიმართ აღძრული სისხლის სამართლის საქმის გაცნობაზე.
აღაიანში, 16 წლის დედის მიერ მოკლული 7 თვის ჩვილის მამა, რომელსაც გამოძიება 16 წელს მიუღწეველ პირთან სქესობრივ კავშირს ედავება, სასამართლომ წინასწარი აღკვეთის ღონისძიების გარეშე დატოვა.
„არასრულწლოვანი დედის მიერ მოკლული შვიდი თვის ჩვილის მამის მიმართ სისხლის სამართლის საქმის გამოძიება ჯერ არ დასრულებულა“, - ამის შესახებ რადიო თავისუფლებას შსს-ში განუცხადეს.
ფატა, დიადემა, თეთრი, მოკლე კაბა, მაღალი ქუსლები, მაკიაჟი, მუქი პომადა... კაბრიოლეტი, მაღალი წინდები, მოკლე შორტები, მოკლე მაისური... შავი, მოკლე კაბა, დეკოლტე, გრძელი საყურე, მძიმე მაკიაჟი, მაღალი ქუსლი, თივის ზვინი...
15 ოქტომბერს გორის რაიონულმა სასამართლომ 75 წლის კაცს, რომელიც 5 წლის ბავშვზე სექსუალურად ძალადობდა, ექვსი წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.
სექსუალურ ძალადობასა და ცემაში ბრალდებულმა საკრებულოს დეპუტატმა ილია ჯიშკარიანმა, 9-დღიანი მკურნალობის შემდეგ, კლინიკა „ნიუ ჰოსპიტალი“ 13 ოქტომბერს დატოვა. მკურნალობას ის ამჯერად სახლში აგრძელებს.
„ადამიანები, რომლებიც დღემდე ცდილობენ, ისევ და ისევ ქალის დისკრედიტაციის და გენდერული სტერეოტიპების გააქტიურების ფონზე, გადაფარონ ნამდვილი ტრაგედია, ქალის სიცოცხლის დასასრული, მედია უნებლიედ არ უნდა აღმოჩნდეს მათ მხარეს“.
მოითხოვს თუ არა სექსუალურ ძალადობაში დაზარალებულად ცნობილი ქალის ადვოკატი ძალადობაში ბრალდებული ილია ჯიშკარიანის ჯანმრთელობის მდგომარეობის ექსპერტიზას, ამის შესახებ მას შემდეგ გახდება ცნობილი, რაც ადვოკატი თამარ ლუკავა სრულად გაეცნობა ილია ჯიშკარიანის სამედიცინო დოკუმენტაციას
თამთა თოდაძის ადვოკატი, თამარ ლუკავა, პროკურატურას მოუწოდებს, საზოგადოებას მიაწოდოს სრული ინფორმაცია სექსუალური ძალადობის საქმეზე მიმდინარე გამოძიების დეტალებზე.
თამთა თოდაძე, ქალი, რომელიც საკრებულოს დეპუტატს, ილია ჯიშკარიანს, სექსუალურ ძალადობაში ადანაშაულებს, თბილისის მთავარ სამმართველოში ორი საათის განმავლობაში ეცნობოდა სისხლის სამართლის საქმის იმ მასალებს, რომელიც გამოძიებამ მის მიმართ სავარაუდო სექსუალური ძალადობის ფაქტის გარშემო შეაგროვა.
კაცი შავი ქურთუკით შედის სუპერმარკეტში, მიდის პრეზერვატივების დახლთან, ქურთუკის სახელოდან იძრობს ნემსს და ხვრეტს პრეზერვატივების რამდენიმე ყუთს. დახვრეტილ ყუთებს ისევ დახლზე აბრუნებს.
7 ოქტომბერს, საღამოს, გენერალურ პროკურატურასთან, ქალთა მოძრაობის აქტივისტები თამთა თოდაძის მხარდამჭერ აქციას მართავენ. თამთა თოდაძე საკრებულოს დეპუტატ ილია ჯიშკარიანს სექსუალურ ძალადობასა და ფიზიკურ შეურაცხყოფაში ადანაშაულებს.
ონკოლოგიური კლინიკის, „უნივერსალური სამედიცინო ცენტრის“, სამედიცინო პერსონალმა 4 ოქტომბერს კლინიკის ეზოში გამაფრთხილებელი აქცია გამართა. ექიმების თქმით, კლინიკას მათ მიმართ შვიდი თვის სახელფასო დავალიანება აქვს, რის გამოც ექიმები მძიმე ფინანსურ მდგომარეობაში იმყოფებიან.
კედელზე დიდი ასოებით დაწერა, „სიკვდილის მერე დამწვით“... ეს თხოვნა კედელზე „გრინჩმა“ დატოვა, თაზო ლიპარტელიანმა, 30 წლის მუსიკოსმა და მერე თავი მოიკლა. „გრინჩმა“ მეგობრებს და ახლობლებს დაუტოვა უკანასკნელი სურვილი და „თავსატეხიც“ - „როგორ დავწვათ გრინჩი“.
ჩამოტვირთე მეტი