რადიო თავისუფლების ჟურნალისტი 2004 წლიდან. მუშაობს კულტურისა და პოლიტიკის თემებზე. არის ავტორი პოდკასტისა "ასათიანის კუთხე“, რომელიც ეხება ლიტერატურას, კინოს, მუსიკას, კულტურის ისტორიას, ფსიქოანალიზს, ფემინიზმის საკითხებს და იდეების ისტორიას.
ეპიზოდი ეძღვნება ბილი ჰოლიდეის, ბევრის მიერ ჯაზის უდიდეს ვოკალისტად მიჩნეულ მომღერალს. ვსაუბრობთ მის უნიკალურ ხმაზე, სიმღერის სტილზე და იმ ძალაზე, რომელსაც მას ეს თავისი, შეუდარებელი და მელანქოლიური ხმა ანიჭებდა, ტკივილიანი და უსამართლობით სავსე ცხოვრების ფონზე.
„ასათიანის კუთხის“ ეს გამოშვება ეძღვნება ფრანგ ფილოსოფოსს, მემარცხენე აქტივისტს და ქრისტიან მისტიკოსს, სიმონ ვეის - იდუმალ და უნიკალურ მოაზროვნეს, რომელსაც ალბერ კამიუ „ჩვენი დროების ერთადერთ დიად სულს“ უწოდებდა.
„ასათიანის კუთხის“ ეს ეპიზოდი ეძღვნება დიდ ინგლისელ მწერალს, ვირჯინია ვულფს. ვსაუბრობთ მის ბიოგრაფიაზე, რომანებზე, პუბლიცისტიკაზე და იმ გაბედულ ექსპერიმენტებზე, რომლითაც მან, კიდევ რამდენიმე მოდერნისტ მწერალთან ერთად, ლიტერატურის მთელი ფორმა შეცვალა.
„ასათიანის კუთხის“ ეს ეპიზოდი ეძღვნება მუსიკოს მიხეილ შუღლიაშვილს - პედაგოგს და ავანგარდისტ კომპოზიტორს. ეპიზოდის სტუმრებთან ერთად გავიხსენებთ მის ცხოვრების გზას და მოვუსმენთ ნაწყვეტებს მისი გამორჩეული ძალისა და ენერგიის მატარებელი მუსიკალური ნაწარმოებებიდან.
„ასათიანის კუთხის“ ამ ეპიზოდის სტუმარია ამერიკელი ვეტერანი სოციოლოგი, მაიკლ კიმელი, რომლის 2013 წლის წიგნს სათაურით „გაბრაზებული თეთრკანიანი კაცები: ამერიკული მასკულინობა ეპოქის მიწურულს“ შეერთებულ შტატებში მიმდინარე პოლიტიკური და კულტურული ცვლილებების ერთგვარ წინასწარმეტყველებად მიიჩნევენ.
პოდკასტის ამ ეპიზოდის სტუმარია ირლანდიელი ავტორი, კევინ ტულისი, რომელიც იმის შესახებ გვიყვება, თუ როგორ შეუძლიათ ადამიანებს ერთმანეთს დაეხმარონ სიკვდილთან და საკუთარ მოკვდავობასთან გამკლავებაში.
პოდკასტის ამ გამოშვებაში ვიხსენებთ ლეგენდარულ ამერიკელ მუსიკოსს, პრინსს და მის 1984 წლის საკულტო პროექტს Purple Rain, რომელიც ამ სახელწოდების სიმღერას, ალბომსა და ფილმს მოიცავს.
პოდკასტის ეს ეპიზოდი ეძღვნება მსოფლიოში ცნობილ ბრიტანელ ისტორიკოსს, ერიკ ჰობსბაუმს და მის “ეპოქების“ ოთხტომეულს, რომელიც საფრანგეთის რევოლუციიდან საბჭოთა კავშირის დაშლამდე პერიოდს მოიცავს და შეუცვლელ ტექსტებად ითვლება ისტორიით დაინტერესებული მკითხველისთვის.
„ასათიანის კუთხეში“ დღეს განცდაზე ვსაუბრობთ. შიშზე, რომელსაც ზიგმუნდ ფროიდი „Das Unheimliche“-ს უწოდებს და რომელსაც აღძრავს ერთდროულად ნაცნობისა და უცხოს, ჩვეულებრივისა და შემზარავის კომბინაცია.
"სიკვდილი კოღოებს ზაფხულის დღეებში" ფოტოგრაფ ანკა გუჯაბიძის 2018/19 წლების პროექტია, რომელშიც რომელშიც ყოფითი, ყოველდღიური, ჩვეულებრივი სცენებიდან უცნაური ინტენსივობით გამოსჭვივის დამზაფვრელი, სიზმრისეული, კოშმარული განზომილება.
პოდკასტის დღევანდელ გამოშვებაში კორონავირუსის პანდემიაზე ვსაუბრობთ - ვცდილობთ გავარკვიოთ, რა როლი აქვს ამ ახალი ვირუსის გავრცელებაში ადამიანის ქმედებას და რა დასკვნას გამოვიტანთ ამ ყველაფრიდან, თუკი შეგვწევს კოლექტიური დასკვნების გამოტანის უნარი.
ახალი კორონავირუსის პანდემიასთან ბრძოლაში ევროპის ბევრმა ქვეყანამ შეზღუდვის სხვადასხვა ზომა შემოიღო. ზოგიერთი სახელმწიფო - მაგალითადб ჰოლანდია და ფინეთი - კვლავ ყოველდღიურ რეკომენდაციებსა და მოქალაქეთა მოხალისეობრივ მოქმედებას ეყრდნობა, მათი იძულების ნაცვლად.
კორონავირუსთან ბრძოლა ყველას დააწვა მნიშვნელოვან ტვირთად თუ შეზღუდვებად. შოუბიზნესის ვარსკვლავები და პოლიტიკოსები გამოდიან საზოგადოებრივი ერთიანობისა და სოლიდარობის მოწოდებებით, თუმცა, როგორც ჩანს, ეს მესიჯი ყველასთან არ მუშაობს.
„ასათიანის კუთხის“ დღევანდელ ეპიზოდში ვლაპარაკობთ სექსუალური აღზრდის მნიშვნელობაზე, ქალის სექსუალობის კონტროლზე, პორნოგრაფიის ჟანრზე, რომელიც - სამწუხაროდ - ახალგაზრდებისთვის ლამის სექსის სახელმძღვანელოდ არის ქცეული. ჩვენი სტუმარია ანდრეა ბარიკა, დამფუძნებელი ონლაინპლატფორმისა O.school.
"ასათიანის კუთხის“ დღევანდელი გამოშვება ეძღვნება 1950-იანი წლების ამერიკის ბიტის თაობას, თუ ბიტნიკების მოძრაობას და გვიყვება მის მთავარ ფიგურებზე და ტექსტებზე - მათ შორის ჯეკ კერუაკის რომანზე „გზაზე“ და ალენ გინზბერგის პოემაზე „ყმუილი“.
„ასათიანის კუთხის“ ეს ეპიზოდი მოგითხრობთ ამერიკელ მწერალზე და აქტივისტზე, ჯეიმს ბოლდუინზე. კაცზე, რომელმაც ზრდასრულობაში შეაბიჯა წამგებიანი პოზიციებიდან - იყო შავკანიანი, ღატაკი, ნიჭიერი და გეი - დღეს კი მის გარეშე წარმოუდგენელია თანამედროვე დასავლეთის ლიტერატურაც და ისტორიაც.
"ასათიანის კუთხე" საგანგებო, ვიდეო ეპიზოდით ბრუნდება და მასპინძლობს კარლოს რეიგადასს - მექსიკელ კინორეჟისორს, კანის კინოფესტივალის სამი სხვადასხვა პრემიის ლაურეატს, რომელსაც "მექსიკური კინოს ერთკაციან მესამე ტალღასაც" კი უწოდებენ.
„ასათიანის კუთხის“ ეს ეპიზოდი ეძღვნება კულტურის მკვლევრის, გიორგი მაისურაძის წიგნს „სხვა ენა“, რომელიც მოგვითხრობს ენისა და პოლიტიკური, კულტურული, კლასობრივი ძალაუფლების ურთიერთმიმართებაზე.
ჩამოტვირთე მეტი