ბოლო 24 საათში ოკუპირებულ აფხაზეთში ენგურის ხიდის გავლით დამატებით 100 ტონა ბენზინი შევიდა. „თუკი მოთხოვნა იქნება, გავიტანთ ისევ“ - უთხრა რადიო თავისუფლებას კომპანია „სოლიდუსის“ მფლობელმა გიორგი არველაძემ.
იუმორისტ ონისე ოქრიაშვილის თავდასხმისთვის დაკავებული, 39 წლის ნიკო ხურცილავა ბრალის წაყენებას ელოდება. მისი ადვოკატი შოთა მირველაშვილი ამბობს, რომ ბრალდებულის გირაოთი გათავისუფლების იმედი აქვთ.
„კორუფცია ყოველთვის იყო, არის და იქნება - ჩვენ ამას ვერ ამოვწურავთ, წარმოუდგენელი საკითხია“, - თქვა გიორგი გვარაკიძემ, საქართველოს გენერალურმა პროკურორმა პარლამენტში 2025 წლის ანგარიშის წარდგენის დროს.
პატიმრობაში მყოფი საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი „ნაციონალურ მოძრაობაში“ „რადიკალურ ცვლილებებს“ ტელეწამყვან ნანუკა ჟორჟოლიანის დახმარებით იწყებს. რატომ დათანხმდა შეთავაზებას და რა როლი და სტატუსი ექნება მას პარტიაში? - ამის შესახებ ნანუკა ჟორჟოლიანს რადიო თავისუფლება ესაუბრა.
„ქართულმა ოცნებამ“ 2025 წლის დეკემბრის ბოლოს პირობა დადო, რომ გაძვირებულ პროდუქტებზე ფასს შეამცირებს, ამის შედეგს კი ხალხი აპრილში იგრძნობს.
რადიო თავისუფლების ინფორმაციით, ევროკავშირმა რუსეთის სანქციებში მე-20 პაკეტში შესაძლოა, საქართველოს ყულევის პორტიც შეიყვანოს.
რამდენიმეწლიანი საპოლიციო საქმიანობის წყვეტის შემდეგ, 35 წლის კონსტანტინე ხიდირბეგიშვილი სისტემაში დაბრუნდა. ახალ თანამდებობებთან ერთად მას ახლა მილიონერის სტატუსიც აქვს.
ტექნიკური უნივერსიტეტის აკადემიურმა პერსონალმა და სტუდენტებმა დღეს დილით ტელეეთერებიდან, გივი მიქანაძის ბრიფინგიდან გაიგეს, რომ 100-წლიანი ისტორიის მქონე უნივერსიტეტი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ნაწილი გახდება.
დეკემბრის დასაწყისში „ქართული ოცნების“ მთავრობამ წარადგინა ზოგადი განათლების რეფორმა, რომელიც ძირითადად საჯარო სკოლების მოსწავლეებს შეეხება, ანუ ათიათასობით ბავშვსა და მათ მშობლებს.
რომელ არხსაც უნდა უყურებდეთ, ყველაზე ხშირად „ქართული ოცნებისა“ და „გირჩის“ რეკლამა შეგხვდებათ. სახელისუფლებო არხებზე რეკლამა ძვირი ღირს, ოპოზიციას კი უფასო სარეკლამო დრო არ ეკუთვნის.
გიორგი ახობაძის დარბაზიდან გათავისუფლება პირველი გამამართლებელი განაჩენია, როცა დაკავებულ დემონსტრანტებზე ვსაუბრობთ. როგორ დაასაბუთა მოსამართლე რომეო ტყეშელაშვილმა ეს გადაწყვეტილება, რომელსაც ჯერ დიდი გაკვირვება და შემდეგ აქტივისტების დიდი სიხარული მოჰყვა?
გორის საკრებულოს თავმჯდომარეს The New York Times-ის ინტერვიუში გამოთქმული მოსაზრებების გამო თავის მართლება უწევს. მმართველი პარტიის, „ქართული ოცნების“ წევრი ამბობს, რომ 2008 წლის აგვისტოში საქართველოში შემოჭრილი რუსი ჯარისკაცებისთვის „მშვიდობისმყოფელები“ არ უწოდებია.
თბილისის საკრებულოს ახალი თავმჯდომარე და ვიცე-მერი „ქართულმა ოცნებამ“ ოპოზიციონერი დეპუტატის, მიხეილ კაკაურიძის დახმარებით აირჩია. როგორც ის ამბობს, გადაწყვეტილების მიღებამდე მმართველ პარტიას შეუთანხმდა.
46 წლის პატიმარი იოსებ გორგაძე, რომლიც 3,5 თვის განმავლობაში კლინიკა „ვივამედის“ რეანიმაციულ განყოფილებაში იწვა, 4 მაისის საღამოს გარდაიცვალა. მისი ადვოკატი ეჭვობს, რომ პატიმარს 30-მდე მძიმე დაზიანება „გლდანის ციხეში“ მიაყენეს.
აშშ-ში საქართველოს ელჩი „უახლოეს პერიოდში“ ეყოლება, თქვა ვაშინგტონში გამართული შეხვედრების შემდეგ „ქართული ოცნების“ მთავრობის ვიცე-პრემიერმა ლევან დავითაშვილმა. საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ მომავალი ელჩის ვინაობა დაახლოებით ორ თვეში გახდება ცნობილი.
თბილისის ერთ-ერთი ყველაზე დატვირთული მეტროსადგურის, „ვარკეთილის“ რეაბილიტაციის პროცესი შეჩერებულია. სამხარაულის ბიუროს დასკვნით, დახარვეზებულია განახლებული პროექტი, რომლის მიხედვითაც უნდა შესრულებულიყო სარეაბილიტაციო სამუშაოები.
„ქართულმა ოცნებამ“ ხელისუფლებაში მოსვლიდან წელიწად-ნახევრის შემდეგ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებული სანქციები მნიშვნელოვნად შეამსუბუქა. გავიდა თითქმის 12 წელი და „ქართული ოცნება“ მოქალაქეების შესაზღუდად კვლავ ამკაცრებს კანონმდებლობას.
ცესკოს წინასწარი მონაცემების მიხედვით, რომელსაც ბარიერგადალახული ოპოზიციური პარტიები არ ცნობენ, მომავალ პარლამენტში „ქართული ოცნების“ 89 დეპუტატი შეიძლება მოხვდეს. მათგან 17 მილიონერია.
პარტია „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის ოჯახს მრავალმილიონიანი ქონება ეკუთვნის საქართველოში, რუსეთსა და საფრანგეთში. უშუალოდ ივანიშვილის სახელზე კი მხოლოდ სოფელ ჭორვილაში არსებული სახლებისა და მიწების ნაწილია.
ამერიკული „ატლანტიკური საბჭოს“ თანამშრომლებს, სოფო გელავას და ეთო ბუზიაშვილს, უკვე მესამე დღეა საბანკო ანგარიშებზე წვდომა შეზღუდული აქვთ. „თიბისი ბანკში“ ამბობენ, რომ მოქმედებენ კანონის შესაბამისად, „საქართველოს ბანკს“ განმარტება არ გაუვრცელებია.
ჩამოტვირთე მეტი