მუშაობს პოლიტიკის, კონფლიქტებისა და ეკონომიკის თემებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2020 წლიდან.
ბელარუსიდან ჩამოსული ტურისტი ქალის განცხადებით, თბილისში, რკინიგზის სადგურზე, მამაკაცმა რუსულად საუბრის გამო სცემა. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო რამდენიმე დღის წინ მომხდარ ინციდენტში მონაწილე მამაკაცის დაკავებას ადასტურებს.
ბულგარეთმა რუსეთს საქართველოს მოქალაქე ხვიჩა ცხაკაია გადასცა, რომელსაც რუსეთის სამართალდამცავი ორგანოები ჯგუფურად, წინასწარი შეთანხმებით ჩადენილ მკვლელობაში ადანაშაულებენ. ამის შესახებ რუსეთის გენერალური პროკურატურა იუწყება.
2008 წელს, აგვისტოს ომის შემდეგ გამოცემულ წიგნში „პოლიტიკურ გაერთიანებათა სამართალი“ ირაკლი კობახიძე წერდა, რომ პოლიტიკური პარტიის აკრძალვის საკითხში ხელისუფლებას განსაკუთრებული სიფრთხილე მართებს.
საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარემ, რევაზ ნადარაიამ, „კოალიციის ცვლილებისთვის“ წარმომადგენელ გიგა ლემონჯავას სიტყვა შეაწყვეტინა, როდესაც ის რუსეთის საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის დოქტრინასა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვის განცხადებებზე საუბრობდა.
„ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი ლევან ბეჟაშვილი აცხადებს, რომ ოპოზიციური პარტიების აკრძალვის შესახებ „ქართული ოცნების“ სარჩელის დაკმაყოფილებამ შესაძლოა 2008 წლის აგვისტოს ომზე პასუხისმგებლობის საქართველოსთვის დაკისრებას სამართლებრივი საფუძველი შეუქმნას და რუსეთის ინტერესებს მოემსახუროს.
„ნაციონალური მოძრაობის დნმ ვერ იქნება სისტემური დანაშაულებები. მისი დნმ არის აღმშენებლობის ცხრა წელი, ბრძოლა თავისუფლებისთვის, სამართლიანობისთვის და ქვეყნის ევროპული მომავლისთვის“, - განაცხადა ანა წითლიძემ საკონსტიტუციო სასამართლოში, სადაც ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხს განიხილავენ.
საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის (საქსტატი) წინასწარი მონაცემებით, 2026 წლის სექტემბერში საქართველოში ლიბიიდან 144,1 მილიონი დოლარის ღირებულების 178 517 ტონა ნედლი ნავთობის იმპორტი განხორციელდა.
მოსკოვში, „რუსეთის ენერგეტიკული კვირეულის“ ფარგლებში, სამხრეთ კავკასიაში ენერგეტიკული თანამშრომლობის საკითხებზე გამართულ დისკუსიას ქართველი ანალიტიკოსი, SIKHA Foundation-ის დამფუძნებელი არჩილ სიხარულიძე დაესწრო.
„ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს სხდომაზე, რომელსაც პარტიის საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი უძღვებოდა, პატიმრობაში მყოფ ყოფილ პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილზეც და პოლიტიკიდან წასულ მამუკა მდინარაძეზეც ისაუბრეს.
ირანის პრეზიდენტმა მასუდ ფეზეშქიანმა ერევნიდან თეირანში დაბრუნების შემდეგ სომხეთში გამართული შეხვედრები შეაჯამა. მათ შორის იყო მოლაპარაკებები „ქართული ოცნების“ მთავრობის მეთაურთან, ირაკლი კობახიძესთან.
ამერიკელი რესპუბლიკელი კონგრესმენი ჯო უილსონი ერევანში „ქართული ოცნების“ მთავრობის მეთაურის, ირაკლი კობახიძისა და ირანის პრეზიდენტის, მასუდ ფეზეშქიანის შეხვედრას აკრიტიკებს.
პროსახელისუფლებო, დიდი ბრიტანეთის მიერ სანქცირებულ ტელეკომპანია „იმედში“ წილები ხელახლა გადანაწილდა. ცვლილებების შედეგად, ტელევიზიის მფლობელი კომპანიის წილები ოთხ ფიზიკურ პირს შორის თანაბრად, 25-25 პროცენტით განაწილდა.
„ქართული ოცნების“ მთავრობის მეთაური ირაკლი კობახიძე ერევანში ირანის პრეზიდენტ მასუდ ფეზეშქიანს შეხვდა. შეხვედრის შესახებ ინფორმაცია და ფოტოები საქართველოში ირანის საელჩომ და საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციამ გაავრცელეს.
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია (სემეკი) 21 ოქტომბერს განაახლებს ელექტროსისტემაში მომხდარი მასშტაბური ავარიების მიზეზების განხილვას.
ოპოზიციური პარტიების აკრძალვის შესახებ „ქართული ოცნების“ საკონსტიტუციო სარჩელის განხილვაში მონაწილეობას გეგმავს „კოალიცია ცვლილებისთვის“. ამის შესახებ გაერთიანების ერთ-ერთმა ლიდერმა ნიკა გვარამიამ ბრიფინგზე განაცხადა.
რუსეთის გენერალურმა პროკურატურამ თბილისში მოქმედი საგანმანათლებლო სივრცე Frame „არასასურველ ორგანიზაციად“ გამოაცხადა.
15-16 ნოემბერს ბრიუსელში გაიმართება ევროკავშირის გაფართოების ფორუმი, რომელშიც ევროკავშირისა და კანდიდატი ქვეყნების ლიდერები მიიღებენ მონაწილეობას. მათ შორის არ იქნება საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენელი.
ევროპის ლიბერალებისა და დემოკრატების ალიანსი (ALDE) თურქეთში ქართველი ოპოზიციონერი პოლიტიკოსის, ზურაბ ჯაფარიძის დაკავების შესახებ იუწყება.
საქართველო მესამე ადგილზე გავიდა იმ ქვეყნებს შორის, სადაც რუსეთის მოქალაქეები საზღვარგარეთ უძრავი ქონების შეძენით ყველაზე მეტად ინტერესდებიან.
საქართველოს პროკურატურიდან წასული გიორგი ნადირაძე, რომელიც, მათ შორის, 2024 წლის საპროტესტო აქციებზე ნაცემი ზვიად მაისაშვილისა და ჟურნალისტ გურამ როგავას საქმის პროკურორი იყო, აცხადებს, რომ მისი გადაწყვეტილება „არ უკავშირდება არც ერთ კონკრეტულ საქმეს ან მასთან დაკავშირებულ გარემოებას“.
ჩამოტვირთე მეტი