მუშაობს პოლიტიკის, კონფლიქტებისა და ეკონომიკის თემებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2020 წლიდან.
საქართველოს საპატრიარქო „ტვ პირველსა“ და „ფორმულას“ 14 ოქტომბერს, მცხეთობის (სვეტიცხოვლობის) დღესასწაულზე აკრედიტაციას არ მისცემს.
მანანა კობახიძე საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლე აღარ არის.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოფილმა უფროსმა, აგვისტოს ბოლოს პოლიტიკიდან წასულმა მამუკა მდინარაძემ ახალი კომპანია, შპს „მდინარაძის საკონსულტაციო ჯგუფი“ (Mdinaradze Advisory Group) დააფუძნა.
რუსეთში, კურსკის ოლქში 42 წლის კაცი ქართველების შეურაცხყოფისა და „საქართველოს განადგურების“ მოწოდებისთვის 10 ათასი რუბლით დააჯარიმეს. ამის შესახებ თავდაპირველად რუსულმა ტელეგრამარხმა „Осторожно, новости“ დაწერა.
2025 წლის 4 ოქტომბრის „მშვიდობიანი დამხობის“ საქმეზე მსჯავრდადებული ნანა სანდერი რადიო თავისუფლებას დაუკავშირდა და ისაუბრა რუსთავის №5 პენიტენციურ დაწესებულებაში უფლებების დარღვევაზე.
საქართველოს დომინოს ფედერაცია საერთაშორისო ფედერაციისგან (FID) რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთის წევრობის საკითხის გადახედვას ითხოვს. ორგანიზაცია აცხადებს, რომ ვიდრე აფხაზეთი საერთაშორისო ფედერაციაში ცალკე წევრად იქნება წარმოდგენილი, საქართველო მასთან თანამშრომლობისგან თავს შეიკავებს.
საქართველოდან რუსეთში ექსტრადირებული 43 წლის დმიტრი პუშკარევის ადვოკატი გიორგი კონდახიშვილი აცხადებს, რომ დაცვის მხარე საქართველოს პროკურატურასა და სასამართლოებს წინასწარ აფრთხილებდა მისი დაცვის ქვეშ მყოფის სიცოცხლის მოსპობის, წამებისა და არაადამიანური მოპყრობის რისკის შესახებ.
ისრაელის პრეზიდენტმა იცხაკ ჰერცოგმა ქართული წარმოშობის ექიმი-სტომატოლოგი შოთა მუსაევი სამოქალაქო გმირობისთვის დააჯილდოვა.
მომღერალმა მიშო სულუხიამ სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა სტატუსი, რომელშიც ამტკიცებს, რომ სამართალდამცველებმა მასზე იძალადეს და მისგან იმ დანაშაულის აღიარებას ითხოვდნენ, რომელთანაც კავშირი არ ჰქონია.
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო კვლავ აკრიტიკებს ევროკავშირს საქართველოსთან ურთიერთობის გამო და, ამავე დროს, რუსეთ-საქართველოს ურთიერთობებში პოზიტიურ დინამიკაზე საუბრობს.
ოკუპირებულ აფხაზეთში საწვავის დეფიციტი ამ ეტაპზე აღმოფხვრილია, ეუბნება რადიო თავისუფლებას კომპანია „სოლიდუსის“ მფლობელი გიორგი არველაძე.
თბილისში გზაჯვარედინებზე იგეგმება ე.წ. Yellow box-ების, საგზაო კვადრატების ქსელის დანერგვა. თბილისის მერმა კახა კალაძემ ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოს ამ საკითხზე შინაგან საქმეთა სამინისტროსთან ერთად მუშაობა დაავალა.
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრ მარიამ ქვრივიშვილს ვიცე-პრემიერის მოვალეობა დაეკისრ. ამის შესახებ „ქართული ოცნების“ მთავრობის მეთაურმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
რუსულმა საგამოძიებო გამოცემა „პროექტმა“ გამოაქვეყნა მასშტაბური გამოძიება იმის შესახებ, როგორ იყენებენ რუსეთის მაღალჩინოსნები, მათი ოჯახის წევრები და მათთან დაკავშირებული პირები კერძო თვითმფრინავებს.
ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის მოთხოვნით მმართველი გუნდის მიერ შეტანილ სარჩელს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმი, ანუ სასამართლოს ყველა მოქმედი მოსამართლე განიხილავს. ამის შესახებ გადაწყვეტილება საკონსტიტუციო სასამართლოს პირველმა კოლეგიამ 6 ოქტომბერს მიიღო.
პატიმრობაში მყოფი საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი რუსეთში შავი ჭირის შესაძლო შემთხვევის გამო რუსეთთან საზღვრის ჩაკეტვას ითხოვს.
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში ახლად განწესებულმა მოსამართლეებმა, სერგო მეთოფიშვილმა და გოგა კიკილაშვილმა, ფიცი დადეს და უფლებამოსილების განხორციელებას შეუდგნენ.
რუსეთის სასჯელაღსრულების ფედერალური სამსახურის ცნობით, მისმა თანამშრომლებმა მოკლეს დმიტრი პუშკარევი, რომელიც რუსეთს საქართველომ გადასცა რამდენიმე დღის წინ.
2027 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის მიხედვით, გასტრონომიის ეროვნული სააგენტოს მთლიანი ბიუჯეტი 5,74 მილიონი ლარი იქნება.
საქართველოს საპატრიარქო რუსულ მხარესთან რუსეთში მდებარე ერთ-ერთი ქართული ტაძრის აღდგენაზე მოლაპარაკებებს აწარმოებს, განაცხადა საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა, დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ.
ჩამოტვირთე მეტი