ტერორიზმის საფრთხესთან დაკავშირებით შეჩერდება ყველა ბრიტანული ავიახაზის ფრენა კენიაში.
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა პარლამენტს გაუგზავნა კანონპროექტი, რომელიც ითვალისწინებს ზოგიერთი ჩეჩენი მეამბოხის ამნისტიას.
ნატოს გენერალური მდივანი ჯორჯ რობერტსონი ბაქოში ჩავიდა საქართველოსა და სომხეთში ვიზიტების შემდეგ.
გელა ბეჟუაშვილი შეშფოთებას გამოთქვამს სახელმწიფო ბიუჯეტიდან სამხედრო სფეროს ცუდი დაფინანსების გამო.
კობა ნარჩემაშვილი არ გამორიცხავს წინასაარჩევნო პერიოდში დესტაბილიზაციის მცდელობებს.
ისრაელის ჯარებმა ფართომასშტაბიაინი იერიში წამოიწყეს ღაზის სექტორში. შედეგად 5 პალესტინელი დაიღუპა.
რუსეთი 52 საკონტროლო-გამშვები პუნქტიდან 31-ს დაკეტავს ჩინეთისა და მონღოლეთის საზღვრებზე ატიპიური პნევმონიის, ანუ SARS-ის ვირუსისაგან თავის დასაცავად.
აშშ-ის უმაღლესი რანგის წარმომადგენლებმა პირობა დადეს, რომ მიიღებენ ზომებს ერაყში უშიშროების აღსადგენად.
ჰეიდარ ალიევის შვილის განცხადებით, აზერბაიჯანის პრეზიდენტი 2-3 კვირაში განაახლებს მუშაობას.
ბრიტანელმა სამხედროებმა ერაყის ქალაქ უმ ყასრზე კონტროლი ოფიციალურად გადააბარეს ერაყელების საქალაქო საბჭოს.
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის განცხადებით, მისი ქვეყანა იმედოვნებს, რომ გაეროს უშიშროების საბჭო ერთხმად მიემხრობა რეზოლუციას ერაყის წინააღმდეგ სანქციების გაუქმების შესახებ.
ჩეჩნეთში სულ ცოტა 14 ადამიანი დაიღუპა და 150-მდე დაიჭრა, აქედან 45 მძიმედ, ძლიერი აფეთქების შედეგად გუდერმესის რაიონის სოფელ ილისხან-იურტის მახლობლად.
ჩამოტვირთე მეტი