დედაქალაქის ბიუჯეტიდან 2026 წლის საახალწლო ღონისძიებებში 8,2 მილიონი ლარი იხარჯება. ამ თანხაში გათვალისწინებულია საახალწლო სოფელის მოწყობა, ყინულის მოედნის მონტაჟი და ასევე კონცერტები.
შეერთებულ შტატებში კიევისა და ვაშინგტონის დელეგაციებს შორის გაიმართა სამშვიდობო გეგმაზე მოლაპარაკებები. ამის შესახებ იტყობინება უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანი რუსტემ უმეროვი.
საერთაშორისო და ადგილობრივ დონეზე ტურიზმის სექტორის პოპულარიზაციისთვის 44 მილიონ ლარზე მეტის დახარჯვა იგეგმება.
„მედიის განვითარების ფონდმა“ გამოაქვეყნა კვლევა, რომელიც აანალიზებს ქართულ საინფორმაციო გარემოს უცხოური საინფორმაციო მანიპულაციისა და ჩარევის (FIMI) მზარდი რისკის კონტექსტში.
19 დეკემბრის საღამოს რუსეთის არმიამ ოდესის ოლქის პორტის ინფრასტრუქტურაზე ბალისტიკური რაკეტებით დარტყმა განახორციელა. დაიღუპა რვა ადამიანი, დაშავებულთა რიცხვი კი 30-მდეა. ეს ინფორმაცია ოდესის ოლქის საგანგებო სიტუაციების სამსახურმა გაავრცელა.
თურქეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, სტამბოლთან ახლოს, კოჯაელის პროვინციაში, „ორლან-10“ ტიპის დრონი ჩამოვარდა.
„ვაშინგტონის შეთანხმებების“ აღსრულების მიზნით სომხეთში ჩატარდა აშშ-სომხეთის სამუშაო ჯგუფის პირველი სამუშაო შეხვედრა. ამასთან, სომხეთის ელჩი ვაშინგტონში შეხვდა ვაჭრობის დეპარტამენტის მდივნის მოადგილეს.
უვიზო რეჟიმის შეჩერების მექანიზმის ახალ ანგარიშში ევროკომისია მიუთითებს, რომ გარკვეულ ეტაპზე საქართველოს მთელ მოსახლეობას ემუქრება ევროკავშირის მიერ უვიზო მიმოსვლის შეჩერება.
ჩამოტვირთე მეტი