აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილე ფილიპ გორდონი შეშფოთებულია იმით, რომ აფხაზი სეპარატისტები საქართველოს გემების ჩაძირვით იმუქრებიან.
„კავკასიური გზაჯვარედინის“ დღევანდელი გამოშვება ეხება თურქეთისა და სომხეთის დაახლოების პროცესს.
ჩვენი რადიო ესაუბრა რობერტ ამსტერდამს - იურისტს, რომელიც კარგად იცნობს როგორც რუსეთის, ისე ვენესუელის პოლიტიკურ და სამართლებრივ გარემოს.
ოპოზიციური ძალების შეთანხმება და კოორდინირებული მოქმედება საქართველოს კონსერვატიულ პარტიას შესაძლებლად მიაჩნია შიდა არჩევნების, პრაიმერის ჩატარების შემდეგ.
საქართველოს სეპარატისტული რეგიონების - აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის - დამოუკიდებელ სუბიექტებად მაღიარებელთა წრე ვენესუელის ხარჯზე ფართოვდება.
სავარაუდოა, რომ ევროკავშირმა ამ რეგიონში მიმართულება დაკარგა. ამავე დროს, ისიც ახალია, რომ ევროკავშირის თვალში საქართველომ ამ რეგიონში ლიდერის სტატუსი დათმო.
2001 წლის 11 სექტემბრის ტერორისტული თავდასხმიდან რვა წლის შემდეგ, ალ-ყაიდის მოქმედების ტაქტიკა ევოლუციას განიცდის.
რადიო თავისუფლების თბილისის სტუდიას სტუმრობდა თსუ–ის ამერიკის შესწავლის ცენტრის დირექტორი ვასილ კაჭარავა, რომელიც 2001 წლის 11 სექტემბრის ტერაქტის შედეგებს განიხილავდა.
ათი წლის წინ რუსეთში რამდენიმე სახლის აფეთქებას 300-ზე მეტი ადამიანის სიკვდილი და ქვეყნის პოლიტიკური ატმოსფეროს შეცვლა მოჰყვა.
"ტაიმსში" გამოქვეყნებული მასალების თანახმად, დიდი ბრიტანეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრი აქტიურად ცდილობდა გერმანიის გაერთიანების პროცესის შეჩერებას.
მოსკოვში ვიზიტისას ვენესუელის პრეზიდენტმა უგო ჩავესმა განაცხადა, რომ მისი ქვეყანა სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის დამოუკიდებლობას ცნობს.
გაეროს გენერალური ასამბლეის 63-ე სესიამ ხმათა დიდი უმრავლესობით მიიღო რეზოლუცია ”აფხაზეთიდან (საქართველო) და ცხინვალის რეგიონიდან (საქართველო) ადგილნაცვალი პირებისა და ლტოლვილების მდგომარეობის შესახებ”
ჩამოტვირთე მეტი