ომის დასრულებიდან 16 წლის თავზე, თბილისში ქართულ-აფხაზური კონფლიქტის ცალკეულ დეტალებზე სასაუბროდ შეიკრიბნენ პოლიტიკური პარტიების ახალგაზრდული ორგანიზაციების წარმომადგენლები.
სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო პრეზიდენტი ედუარდ კოკოითი და პრემიერ-მინისტრი ვადიმ ბროვცევი თვითგამოცხადებული რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტს აყალიბებენ.
“კონფლიქტები - საერთაშორისო სამართლებრივი და ეკონომიკური ასპექტები“ - ასე ჰქვია UNDP-ის ფინანსური მხარდაჭერით გამოცემულ წიგნს, რომლის ავტორი დეპუტატი შოთა მალაშხიაა.
საქართველოში სააკაშვილის გამოსვლა სხვადასხვაგვარად შეაფასეს. ზოგმა გამოსვლას ადეკვატური და სწორი მინიშნებების შემცველი უწოდა, ზოგმა კი პირიქით - არაადეკვატური.
სამშაბათს ევროპის რამდენიმე ავტორიტეტიან გაზეთში გამოქვეყნდა საქართველოს მხარდამჭერი ღია წერილი, რომლის ხელისმომწერთა შორისაა ესტონელი პარლამენტარი მარტ ლაარი.
25 სექტემბერს საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების მე-11 ყრილობამ თავმჯდომარე აირჩია. უმრავლესობამ მხარი დაუჭირა უალტერნატოვო კანდიდატს, გაერთიანების მოქმედ თავმჯდომარეს ირაკლი პეტრიაშვილს.
შეერთებულმა შტატებმა, ბრიტანეთმა და საფრანგეთმა დაგმეს თეირანი იმისათვის, რომ მას ურანის გასამდიდრებელი საიდუმლო ობიექტი აღმოაჩნდა.
ნიუ იორკში სააკაშვილმა თქვა, რომ ძლიერი დემოკრატია ერთ-ერთი საუკეთესო გზაა იმ ახალი კედლის დასამხობად, რომელიც აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთს დანარჩენი საქართველოსგან ჰყოფს.
პარლამენტში შესვლა არა, მაგრამ პარლამენტის წინააღმდეგ საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელის შეტანა კონსერვატიულ პარტიას უკვე გადაწყვეტილი აქვს.
რა იმედს უკავშირებს ნატოს ოპერაციაში მონაწილეობას საქართველოს ხელისუფლება? ამ და სხვა შეკითხვებს უპასუხებს თავდაცვის მინისტრის მოადგილე, ნიკოლოზ ვაშაკიძე.
დიპლომატები უარყოფენ გაჟონილ ინფორმაციას, რომ რუსეთ-საქართველოს ომის შესახებ ევროკავშირის კომისიის დასკვნა ომის დაწყებაში საქართველოს დაადანაშაულებს.
რუსეთის პრეზიდენტი დმიტრი მედვედევი აცხადებს, რომ რუსეთი შესაძლოა დათანხმდეს შეერთებული შტატების მხარდაჭერით ირანის წინააღმდეგ სანქციების ამოქმედებაზე.
ჩამოტვირთე მეტი