პირველი მსოფლიო ომის დაწყებიდან 100 წელი გავიდა და ისტორიკოსები დღემდე დაობენ მისი დაწყების მიზეზებზე. ამავე დროს, ასი წლის წინანდელი ამბები დღესაც აქტუალურია.
საქართველოს მთავარმა პროკურატურამ გამოიტანა დადგენილება საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის, ბრალდებულად ცნობის თაობაზე.
ვიდრე პარლამენტი მთავრობის ახალ შემადგენლობას უყრიდა კენჭს, სხდომათა დარბაზი პროტესტის ნიშნად დატოვა საპარლამენტო უმცირესობამ.
მთავრობის ახალი შემადგენლობისათვის ნდობის გამოცხადებას წინ უძღოდა პრემიერ-მინისტრის პროგრამული გამოსვლა და მწვავე დებატები საპარლამენტო უმრავლესობასა და უმცირესობას შორის.
როგორ შეიძლება დაისაჯონ აღმოსავლეთ უკრაინის თავზე მალაიზიის ავიალაინერის ჩამოგდებაში დამნაშავეები? ამ შეკითხვაზე საპასუხოდ რთული სამართლებრივი საკითხის გადაჭრაასაჭირო.
24 ივლისის საპარლამენტო სესიაზე, როდესაც საკუთარი გადადგომის შესახებ განცხადება გააკეთა, არსენი იაცენიუკმა თავისი ნაბიჯი კოალიციის დაშლით ახსნა.
ნატოს საპარლამენტო ასამბლეის საქართველოში ვიზიტის ფარგლებში, შეხვედრები არასამთავრობო ორგანიზაციებთან, სამინისტროებთან, ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლებთან გაიმართა.
საპარლამენტო უმრავლესობა დეპუტატის ხელფასების გაზრდას მოითხოვს და მიიჩნევს, რომ პარლამენტარებს საქართველოში ზოგიერთი უწყების დეპარტამენტის ხელმძღვანელებზე დაბალი ხელფასი აქვთ.
ამ კვირაში რუსეთში გაიზარდა „უცხოეთის აგენტებად“ გამოცხადებული არასამთავრობო ორგანიზაციების რიცხვი. რუსეთის მთავრობამ „უცხოეთის აგენტების“ სიაში შეიყვანა, მაგალითად, „მემორიალი“.
უკვე ათი დღეა, რაც თბილისის მეხუთე მოწვევის საკრებულოს კოალიცია “ქართული ოცნების” წევრების მიერ წარდგენილი გიორგი ალიბეგაშვილი ჩაუდგა სათავეში.
”ნაციონალური მოძრაობა” გამოთქვამს ეჭვს, რომ ამჟამინდელი მთავრობა პრეზიდენტ სააკაშვილის გასასამართლებლად ემზადება.
ამერიკელი კანონმდებლები აცხადებენ, რომ რუსეთის შეჩერება მხოლოდ ამერიკელებისა და ევროპელების ერთიანი ძალისხმევით შეიძლება. ამერიკის ხმა მოგვითხრობს.
ჩამოტვირთე მეტი