პრემიერ-მინისტრმა შინაგან საქმეთა მინისტრად წარადგინა გიორგი მღებრიშვილი, რომელსაც სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის პოსტზე კახა კახიშვილი შეცვლის.
გორიდან სასროლეთი არსად გადავა, - ეს განცხადება თავდაცვის მინისტრმა თინა ხიდაშელმა სამხედრო ჰოსპიტლის ეზოში გააკეთა. თავდაცვის მინისტრმა საქართველოს სამხედრო ბაზებისა და სხვა ობიექტების ერთკვირიანი შემოვლა დღეს გორში დაასრულა, მის ჩამოსვლამდე კი ქალაქის გარეუბანში საპროტესტო აქციები იმართებოდა.
ცოტა ხნის წინ, 25 ივლისს, რუსეთის მიერ ოკუპირებულ ყირიმში იმოგზაურეს და კრემლის პოლიტიკისადმი მხარდაჭერა გამოხატეს საფრანგეთის პარლამენტის დეპუტატებმა.
პრეზიდენტისთვის არასაკმარისი აღმოჩნდა არგუმენტები იმის დასასაბუთებლად, თუ რატომ უნდა შეიცვალოს სწორედ დღეს ისეთი მნიშვნელოვანი ინსტიტუტი, როგორიც ეროვნული ბანკია.
სასამართლოს პრესმდივანმა განაცხადა, რომ სასამართლო განიხილავს სავჩენკოს ადვოკატების შუამდგომლობას პროცესის მოსკოვში გადატანის თაობაზე.
კონკრეტულად რა სანქციას მიუერთდა საქართველო და რატომ გახდა ეს განცხადება კრემლის პრესმდივნისთვის მუქარის შემცველი განცხადებების საფუძველი?
ქართულმა მხარემ ხურვალეთის, წითელუბნისა და ორჭოსანის მიმართულებით "სასაზღვრო" ბანერების აღმართვისა და მავთულხლართების მონტაჟის პროცესი გააპროტესტა.
30 ივლისს რადიო თავისუფლების დილის გადაცემის სტუმარი იყო ეკატერინე ლალიაშვილი, "საქართველოს ალიანსი საგზაო უსაფრთხოებისთვის" გამგეობის თავმჯდომარე.
ცხინვალის წინასწარი დაკავების იზოლატორიდან სოფელ ხურვალეთის მცხოვრები დავით ხუროშვილი გაათავისუფლეს. ის 25 ივლისს საკუთარ მიწის ნაკვეთში ლობიოს მოსავალს იღებდა, როცა რუსეთის მესაზღვრეებმა დააკავეს და "საზღვრის" უკანონოდ გადაკვეთის ბრალდება წაუყენეს.
აშშ რუსეთს ადანაშაულებს უკრაინაში კონფლიქტის კვლავინდებურად ხელშეწყობაში, მიუხედავად წელს, თებერვალში, მინსკში ხელმოწერილი შეთანხმებისა, რომელიც ითვალისწინებს ცეცხლის შეწყვეტას აღმოსავლეთ უკრაინაში დაპირისპირებულ მხარეებს შორის.
ვინც არაფერი იცის ფრანგი დეპუტატების ექსცენტრიკულ საქციელზე წარსულში, იფიქრებს, რომ ვლაპარაკობთ სოციალისტ დეპუტატებზე, რომლებიც სოლიდარობას უცხადებენ კრემლს.
ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტმა ტრეფიკინგის შესახებ 2015 წლის ანგარიში გამოაქვეყნა.
ჩამოტვირთე მეტი