მიმდინარე კვირაში საქართველოში, ისევე როგორც მთელ ცივილიზებულ სამყაროში, ერთ-ერთ უმთავრეს თემას წარმოადგენდა 22 მარტს ბრიუსელში მომხდარი აფეთქებები.
ბრიუსელში მომხდარი ტერორისტული თავდასხმების შემდეგ ევროკავშირის ქვეყნების შინაგან საქმეთა მინისტრებმა საგანგებო შეხვედრა მოაწყვეს იმის განსახილველად, თუ როგორ შეიძლება ევროკავშირმა ტერორისტულ საფრთხეს უპასუხოს.
აღმოსავლეთ გერმანიის უშიშროების სამსახურის - იმავე ”შტაზის” - დოკუმენტების ნახვის შემდეგ გადაუჭარბებელი იქნება, თუ ვიტყვით, რომ კომუნისტურ გერმანიაში იქმნებოდა საყოველთაო თვალთვალისა და მოსმენის ორუელისებური სისტემა.
ბელგიის პროკურატურის მიერ 25 მარტს გამოქვეყნებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ თვითმკვლელის, 24 წლის ნაჯიმ ლააჩრაუის, ამოცნობა დნმ-ის ანალიზის მეშვეობით მოხერხდა.
მოკლული ჰაჯი იმამი, რომელიც ორგანიზაციის „ფინანსთა მინისტრის“ როლს ასრულებდა, კარგად ნაცნობი ტერორისტი იყო და კავშირი ჰქონდა ერაყსა და სირიაში მოწყობილ თავდასხმებთან.
სამშაბათს, ბრიუსელის აეროპორტსა და მეტროს ერთ-ერთ სადგურში მოწყობილი სამი აფეთქების შედეგად, დაიღუპა 31 და დაიჭრა 270-მდე ადამიანი.
ისლამაბადში როჰანი შეხვდება მასპინძელი ქვეყნის პრემიერ-მინისტრს, ნავაზ შარიფსა და მთავრობის სხვა წევრებს.
ჯონ კერიმ განაცხადა, რომ სირიის პრობლემაზე მსჯელობისას ის და ვლადიმირ პუტინი შეთანხმდნენ ამ ქვეყანაში გარდამავალი პერიოდის საჭიროებაზე.
70 წლის კარაჯიჩი ყველაზე მაღალი რანგის პოლიტიკური ფიგურაა, რომელიც გაეროს საერთაშორისო ტრიბუნალმა გაასამართლა ყოფილ იუგოსლავიაში ჩადენილი დანაშაულებისთვის.
ჰააგის ტრიბუნალმა დადასტურებულად ჩათვალა კარაჯიჩის მიმართ წარდგენილი რამდენიმე ბრალდება, მათ შორის სრებრენიცის გენოციდი 1995 წელს.
ყოფილი იუგოსლავიის საკითხების გაეროს საერთაშორისო ტრიბუნალმა ბოსნიელ სერბთა ყოფილ ლიდერს, რადოვან კარაჯიჩს 40 წლით პატიმრობა მიუსაჯა სრებრენიცის გენოციდში მონაწილეობისთვის, 1990-იანი წლების შუაში ჩადენილი სამხედრო დანაშაულებისა და კაცობრიობის წინაშე ჩადენილი სხვა დანაშაულებისთვის.
ჩამოტვირთე მეტი