ბათუმის ეპარქიის ოფიციალურ ფეისბუკის გვერდზე გამოაქვეყნდა 600-ზე მეტი ადამიანის სახელი და გვარი, რომლებიც ბათუმში დახვრიტეს 30-იანი წლების საბჭოთა ტერორის დროს.
"ქართული ოცნების" თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა რამდენიმეთვიანი პაუზის შემდეგ, პირველი ინტერვიუ ტელეკომპანია "იმედს" მისცა. 9 აპრილს ის გადაცემა "პირისპირს" სტუმრობდა.
ოთხშაბათს სტრასბურგში, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სხდომაზე სიტყვით გამოვიდა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძე. ამის შემდეგ შემდეგ გაიმართა დებატები. გაგაცნობთ მის რამდენიმე ნაწყვეტს.
პარტია „თავისუფალი დემოკრატების“ ლიდერმა, სანდრო გირგვლიანის ადვოკატმა შალვა შავგულიძემ ბიძინა ივანიშვილი „ბინძურ ცილისწამებაში“ დაადანაშაულა.
„სასწრაფოს მძღოლი, რომელიც ცოტა ხნის წინ ხალხს დაეჯახა, მანამდე 27 გამოძახებაზე იყო ნამყოფი“, - ამბობს სოლიდარობის ქსელის წარმომადგენელი რევაზ კარანაძე. მისი თქმით, ზოგი კვირაში 60-80 საათს მუშაობს და დაღლილობისგან გამოუსწორებენ შეცდომებს უშვებს.
ცემის ფაქტს ადასტურებს თავად ბერი გაბრიელი. რუსთავის ეპარქიიდან აწ უკვე გაძევებული ბერი სოციალურ ქსელ ფეისბუკში აქტიურობითა და ბოლო პერიოდში კრიტიკული შეფასებებით გამოირჩეოდა.
ყაზახეთში ვადამდელი არჩევნების ჩატარების აუცილებლობა წარმოიშვა მას შემდეგ, რაც გასულ თვეში პრეზიდენტის თანამდებობიდან გადადგა ნურსულთან ნაზარბაევი, რომელიც 30 წლის განმავლობაში მართავდა ქვეყანას. ნაზარბაევი რჩება მმართველი პარტიის და გავლენიანი უშიშროების საბჭოს ხელმძღვანელად.
"ერთ-ერთ კითხვაზე პასუხი აჩვენებს საყოველთაო იმედგაცრუებას არსებული პოლიტიკური ჯგუფებისა და პარტიების მიმართ. ჩვენი გამოკითხვით ჩანს, რომ 80% ემხრობა იმ აზრს, რომ საქართველოში საჭიროა ახალი პოლიტიკური ძალის გამოჩენა", - ამბობს ლევან ნატროშვილი "დილის საუბრებში".
9 აპრილს რუსთავში, ჭყონდიდელის დასახლებაში პენიტენციური დაწესებულების მშენებლობის მოწინააღმდეგეთა აქცია გაიმართა.
„გიგა არ გაჩერდე!“- ამ შეძახილით გაამხნევეს და გააცილეს სამოქალაქო აქტივისტი გიგა მაქარაშვილი, გორელმა მხარდამჭერებმა.
"ეს ის დღეა, რომელმაც დიდი, გარდამტეხი როლი ითამაშა ჩვენი საზოგადოების ცნობიერების ჩამოყალიბებაში. ნეტავ, ასე გაგრძელებულიყო ჩვენი საზოგადოების ერთიანობა ერთი იდეისადმი", - ამბობს ისტორიკოსი, გიორგი კლდიაშვილი "დილის საუბრებში":
9 აპრილი საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის დღეცაა. 1991 წლის 9 აპრილს, 12 საათსა და 30 წუთზე, საქართველოს უზენაესმა საბჭომ მიიღო საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტი.
ჩამოტვირთე მეტი