უცხოური ვიზიტებით დატვირთული კვირის ბოლო სამუშაო დღეს თბილისი უკრაინის საკმაოდ მრავალრიცხოვან დელეგაციას მასპინძლობს. უკრაინის ვიცე-პრემიერი სერგეი ტიგიპკო 16 ივლისს ეკონომიკისა და ფინანსური სფეროების პირველ პირებს და პარლამენტის თავმჯდომარეს შეხვდა.
სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ხელისუფლებამ სალთვისის და ტირიფონის სარწყავი არხები გადაკეტა, რის გამოც 10-ობით სოფელში მოსავალი გახმობის პირასაა. მოსახლეობა სარწყავი წყლის გარდა კომპენსაციასა და სოციალურ დახმარებას ითხოვს.
15 ივლისს, თბილისის სტუდიის სტუმარი იყო, კოალიცია ”მომავალი სიღარიბის გარეშე” წარმომადგენელი სიმონ გაბრიჩიძე. რას აკეთებს კოალიცია იმისათვის, რომ ქვეყანაში სიღარიბის დაძლევას შეუწყოს ხელი? - სწორედ ეს იყო საუბრის ძირითადი თემა.
გორისა და კასპის რაიონის სოფლებს ცხინვალმა სარწყავი და სასმელი წყლის მიწოდება შეუწყვიტა. ადგილობრივი მოსახლეობა დახმარებას ხელისუფლებას სთხოვს. კოკოითი წყლის სანაცვლოდ ახალგორისთვის ბუნებრივი აირის მიწოდებას ითხოვს.
ეროვნულ ჩემპიონატში მონაწილე 10 კლუბიდან მხოლოდ 4-ია კერძო საკუთრებაში, თუმცა, ამჟამად, მოლაპარაკებები დანარჩენების პრივატიზებაზეც მიმდინარეობს. სახელმწიფო საკუთრებაში მყოფი კლუბები ბიზნეს-სექტორის განკარგულებაში მალე გადავლენ.
14 ივლისს რადიო თავისუფლების დილის გადაცემის სტუმარი იყო მანანა კობახიძე, ”კონსტიტუციის 42-ე მუხლის” აღმასრულებელი დირექტორი. მან ისაუბრა ახალ საგადასახადო კოდექსზე, რომლის თანახმადაც საშემოსავლო გადასახადი 12-დან 20%-მდე იზრდება.
BP-ის განცხადებით, მექსიკის ყურეში დაზიანებულ ჭაბურღილზე გამოცდიან სარქველს, რის საფუძველზეც უნდა გაირკვეს, შესაძლებელია თუ არა განხორციელდეს გეგმა, რომელიც წყალში ნავთობის ჩაღვრის შეჩერებას ითვალისწინებს.
13 ივლისს პარლამენტმა მეორე მოსმენით უყარა კენჭი 222-კმ-იანი მაგისტრალური გაზსადენის გასხვისების პერსპექტივას. პირველი მოსმენით ამ პერსპექტივის შემცველი კანონპროექტი დეპუტატებმა 6 ივლისს დაამტკიცეს.
ახალი საგადასახადო კოდექსის მიხედვით, 12-დან 20%-მდე იზრდება საშემოსავლო განაკვეთი არასამთავრობოების მიერ გრანტის ფარგლებში გაცემული ანაზღაურებისათვის. არასამთავრობოები მიიჩნევენ, რომ სიახლე მათ წინააღმდეგაა მიმართული.
მარტვილის რაიონის სოფელ ონოღეას მცხოვრებლებმა დღეს, 12 ივლისს, თბილისში, პუშკინის სკვერში, აქცია გამართეს - სოფლის მოსახლეობა მათი სოფლის საძოვრის - 64 ჰექტარი მიწის - ინვესტორისათვის გადაცემას აპროტესტებდა.
საერთაშორისო სავალუტო ფონდის აღმასრულებელმა საბჭომ საქართველოს 75 მლნ დოლარის მოცულობის მორიგი ტრანში დაუმტკიცა, თუმცა ამავდროულად მთავრობას და ეროვნულ ბანკს რეკომენდაციების შეუსრულებლობაზე მიუთითა.
ახლახან მსოფლიო ბანკმა გამოაქვეყნა ანგარიში, რომელშიც შესწავლილია საინვესტიციო ნაკადების მიმოქცევისათვის არსებული პირობები 87 ქვეყანაში, მათ შორის საქართველოშიც. ”ინვესტიციები საზღვრებს გარეშე” აღწერს იმ გარემოს, რომელიც მსოფლიოს 87 ქვეყანაშია შექმნილი.
ჩამოტვირთე მეტი