საქართველო კვლავ რჩება ქვეყნად, სადაც დღემდე ვერ აცნობიერებენ, რომ განათლება უმნიშვნელოვანესი წინაპირობაა ქვეყნის ეკონომიკისა და თუნდაც სოციალური განვითარებისთვის.
2014 წლის აპრილში, 2013 წლის აპრილთან შედარებით, ინფლაციის დონემ საქართველოში 3.4 პროცენტი შეადგინა. ყველაზე მეტად 7.6 პროცენტით ფასები სურსათისა და უალკოჰოლო სასმელების ჯგუფში გაიზარდა.
ამ დღეებში საქართველოს სტატისტიკის სამსახურმა გამოაქვეყნა საქართველოს მოსახლეობის შესახებ მონაცემები, რომლებიც აჩვენებს, რომ საქართველოში სოფლად მოსახლეობის თითქმის ნახევარი ცხოვრობს.
საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი მონაცემების თანახმად, 2014 წლის პირველ სამ თვეში ქვეყნის ეკონომიკა თითქმის შვიდ-ნახევარი პროცენტით გაიზარდა.
ამ დღეებში ლარის კურსმა კვლავ 1,77 მაჩვენებელს მიაღწია. დღეის მდგომარეობით, 2013 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, ლარი 6.7 პროცენტით არის გაუფასურებული.
ინტელექტუალური საკუთრების დაცვაზე საუბარი საქართველოში სულ რამდენიმე წელია დაიწყო. სხვათა შორის, ამ უფლების დაცვა ერთ-ერთი იყო იმ ოთხ სფეროს შორის, რომლებიც ევროკავშირმა სამეზობლო პოლიტიკის ფარგლებში შეარჩია.
2014 წლის პირველ კვარტალში ქართული ღვინის ექსპორტის 70 პროცენტი რუსეთის ბაზარზე გავიდა. რამდენად მნიშვნელოვანი სავაჭრო პარტნიორია რუსეთი საქართველოსთვის? ხომ არ გახდება საქართველო დამოკიდებული მხოლოდ ერთ საკმაოდ არასტაბილურ ბაზარზე?
საქართველოში სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების შექმნის პროცესი დაიწყო. ქვეყნისთვის, რომლის მოსახლეობის ნახევარზე მეტი სოფლის მეურნეობაშია თვითდასაქმებული, ამ სფეროს მოდერნიზებას განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება.
საბიუჯეტო გადასახდელებიდან ყველაზე „ძვირი“ საერთო დანიშნულების სახელმწიფო მომსახურებაა - ერთ სულ მოსახლეზე წელიწადში 415 ლარი. დაახლოებით, მაგდენივე უჯდება ერთ ადამიანს სოციალური დაცვის უზრუნველყოფა. ყველაზე „იაფი“ გარემოს დაცვა გვიჯდება, დაახლოებით - 68 ლარი წელიწადში.
ბოლო დროს აზრთა სხვადასხვაობისა და კამათის საგნად იქცა ბიძინა ივანიშვილის მიერ დაფუძნებული ”თანაინვესტირების ფონდის” პროექტი ”პანორამა თბილისი”.
2014 წლის სახელმწიფო ბიუჯეტში განსაკუთრებული ყურადღება მიიქცია საგარეო ვალების მდგომარეობამ. კერძოდ, 2014 წლის სახელმწიფო ბიუჯეტი ითვალისწინებს ყველაზე მაღალი მოცულობის საკრედიტო რესურსის მოზიდვას.
23-დან 25 აპრილის ჩათვლით, თბილისი პირველად მასპინძლობს აზიის განვითარების ბანკის მეოთხე რეგიონალურ ფორუმს, რომელიც ეძღვნება სახელმწიფო ვალის მართვის საკითხებს.
ჩამოტვირთე მეტი