საქართველოს ეროვნული ვალუტა ამერიკულ დოლართან მიმართებით გაუფასურებას განაგრძობს, თუმცა საქართველოს მთავრობაში აცხადებენ, რომ ქვეყნის ეკონომიკაში მიმდინარეობს დადებითი პროცესები იმპორტისა და მოხმარების გაზრდის სახით, რაც აუცილებლად გამოიწვევს ლარის გამყარებას.
სამეგრელოს რაონში, ე.წ. აფხაზეთის საზღვართან დაარსდა რამდენიმე კოოპერატივი, რომლებიც მეცხოველეობისა და მეფრინველეობის კუთხით მუშაობენ. კოოპერატივები ქალთა საინფორმაციო ცენტრისა და აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მეშვეობით შეიქმნა. პროექტის მიზანია ადგილობრივი ქალების გაძლიერება.
მიმდინარე წლის ოქტომბერში საქართველოს სახელმწიფო ვალის მოცულობა 421 მლნ ლარით გაიზარდა და 13.9 მილიარდ ლარს მიაღწია. სახელმწიფო ვალის გაზრდა საშინაო ვალის ზრდამ და ლარის გაუფასურებამ განაპირობა.
14 ნოემბერს რადიო თავისუფლების "დილის საუბრების" სტუმარი იყო ვახტანგ ჭარაია, თსუ-ს ანალიზისა და პროგნოზირების ცენტრის დირექტორი. მან ილაპარაკა ლარის კურსის განმსაზღვრელ ფაქტორებზე, სახელმწიფოს ხელში არსებულ მექანიზმებსა და მათი გამოყენების მართებულობაზე.
14 ნოემბერს რადიო თავისუფლების "დილის საუბრების" სტუმარი იყო ვახტანგ ჭარაია, თსუ-ს ანალიზისა და პროგნოზირების ცენტრის დირექტორი.
საქართველოს ეროვნული ვალუტა, ლარი, ვარდნას განაგრძობს. პროცესის მოთოკვის მიზნით ერვნული ბანკი სავალუტო ინტერვენციებს ახორციელებს, ხარჯავს უცხოური ვალუტის მარაგს, მაგრამ ეს საქმეს არ შველის.
სახელმწიფოს მიერ სოფლის მეურნეობის პროგრამების დაფინანსება მომავალი წლის ბიუჯეტში მნიშვნელოვნად შემცირდება.
საქართველოში საკმაოდ უცნაური ეკონომიკური სიტუაციაა შექმნილი- მაშინ როცა ლარი ისტორიულ მაქსიმუმებს იპყრობს და ერთ დოლართან ეროვნული ვალუტის კურსი 2,48 ნიშნულს აღწევს, საქართველოს სტატისტიკის სამსახური გვაუწყებს, რომ ქვეყანაში დეფლაციაა.
10 ნოემბერს რადიო თავისუფლების "დილის საუბრების" სტუმრები იყვნენ ნესტან ლონდარიძე და ეკა ლომიძე, "ადამიანის უფლებათა ცენტრის" იურისტები.
ამერიკის შეერთებულ შტატებში საპრეზიდენტო არჩევნების პარალელურად ცვლილებები შეინიშნა საფინანსო ბაზარზე. დოლარის ინდექსმა 3 ნიშნულით დაიწია, და, დაახლოებით, 3 ცენტით გაუფასურდა ევროსთან მიმართებით.
საფინანსო კომპანია „საქართველო“ ორ თვეზე მეტია მეანაბრეებს კუთვნილ საპროცენტო სარგებელს არ უხდის და არც ანაბარზე განთავსებულ თანხებს უბრუნებს. მეანაბრეების ინფორმაციით, საფინანსო კომპანიას 30 მილიონ დოლარზე მეტი თანხა აქვს მათგან მიღებული.
ჩამოტვირთე მეტი