Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

2 ტონა კოკაინი „ედინაია როსიას“ ლოგოთი


„ედინაია როსიას“ გენერალური საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ, ევგენი რევენკომ ნახევრად ხუმრობით განმარტა, თუ როგორ მოხვდა ბელგიის პორტიდან, მესაზღვრეების მიერ ამოღებული კოკაინის შეფუთვაზე პარტიის ლოგოტიპი, იუწყება რია ნოვოსტი.

„აი, დიდება! უკვე ლათინოამერიკელ ნარკობარონებსაც გაუგიათ პარტია „ედინაია როსიას“ არსებობის შესახებ და ჩვენი პარტიის ლოგოს ნაწილიც გამოუყენებიათ, ამჯერად ბრაზილიიდან და ბელგიაში კოკაინის მორიგი პარტიის შესანიღბად. ან იქნებ ჩვენი სამფეროვანი დათვი მოეწონათ. ნებისმიერ შემთხვევაში, ეს დღე შედგა, სიცილის საფუძველიც მოგვეცა“- განაცხადა მან.

უკრაინული პოლიტიკური კარიკატურა
უკრაინული პოლიტიკური კარიკატურა

უფრო ადრე, შაბათს იუწყებოდნენ, რომ ბელგიის ქალაქ გენტის პოლიციამ 2 ტონა კოკაინის შემცველი სამი კონტეინერი აღმოაჩინა. სულ 1903, თითოკილოგრამიანი შეფუთვა. ნარკოტიკული ნივთიერების შეფუთვას რუსეთის პოლიტიკური პარტია „ედინაია როსიას“ ლოგო ჰქონდა.

როგორც 23 აგვისტოს აღმოსავლეთ ფლანდრიის პოლიციის წარმომადგენელზე დაყრდნობით, ნიდერლანდისა და ბელგიის მედია იუწყებოდა (De Telegraaf და RTL).

100 მილიონი ევროს ღირებულების კოკაინის კონტეინერები გენტში ბრაზილიიდან ჩაიტანეს. ეს არის ნარკოტიკების უდიდესი პარტია, რომელიც ოდესმე დაუკავებიათ გენტში.

ბელგიის ტელეკომპანია VRT-ს ჟურნალისტების მიერ გადაღებული ვიდეოზე მკაფიოდ ჩანს რუსეთის სახელისუფლებო პარტიის ლოგო - დათვი და რუსეთის მოფრიალე დროშა.

22 აგვისტოს არგენტინაში დაწვეს კოკაინი, რომელიც მანამდე ბუენოს-აირესში რუსეთის საელჩოს კუთვნილ ერთ-ერთ შენობაში აღმოაჩინეს. თებერვლის ბოლოს არგენტინის ხელისუფლება იუწყებოდა, რომ არგენტინაში რუსეთის საელჩოსთან არსებულ სკოლაში აღმოაჩინეს 400 კილოგრამამდე კოკაინით სავსე 12 ჩემოდანი, რომელიც დიპლომატიურ ტვირთად იყო რეგისტრირებული. ნარკოტრაფიკთან დაკავშირებული პირების გამოსავლენად, კოკაინი ფქვილით შეცვალეს და მოსკოვში გაგზავნეს.

ე.წ „კოკაინის საქმეზე“ 6 პირია დაკავებული. სამი მათგანი რუსეთში კონტრაბანდისტების სავარაუდო თანამზრახველია. ივან ბლიზნიუკი და ალექსანდრ ჩიკალო არგენტინაში ხელმძღვანელობდნენ ფონდს „რუსი მართლმადიდებელი მეცენატები ლათინურ ამერიკაში“ . ჯგუფის სავარაუდო ორგანიზატორი, ანდრეი კოვალჩიუკი გერმანიაში დააპატიმრეს. ივლისის ბოლოს კი რუსეთს გადასცეს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG