Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უკრაინა მიზანში - მთავარი ინფორმაცია


აქ თქვენ ნახავთ უახლეს ინფორმაციას და ანალიზს უკრაინის გარშემო რუსეთის სამხედრო ძალების კონცენტრაციით გამოწვეული კრიზისის შესახებ.

კიდევ რისი გაგება გსურთ? მოგვწერეთ მისამართზე - Digital@rferl.org და ჩვენი ჟურნალისტების შეეცდებიან მოიპოვონ სანდო პასუხი თქვენს კითხვებზე.

ბოლო ინფორმაცია

მნიშვნელოვანი

24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა სატელევიზიო მიმართვით გამოაცხადა სამხედრო ოპერაცია უკრაინის აღმოსავლეთით, დონბასის რეგიონში.

წაიკითხეთ განახლებადი ინფორმაცია აქ.

ევროკავშირის ახალი სანქციები, უფრო მკაცრი პაკეტი რუსეთისთვის - დეტალები

ევროკავშირი რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს ამკაცრებს უკრაინის წინააღმდეგ ომის დაწყების გამო. რადიო თავისუფლებამ მოიპოვა დოკუმენტი, რომელსაც ევროკავშირი დღეს დაამტკიცებს.

მასში ლაპარაკია ფართო მასშტაბის ფინანსურ სანქციებზე და მკაცრ საექსპორტო კონტროლზე, რაც, ევროკავშირის თქმით, უზარმაზარ გავლენას მოახდენს რუსეთის ეკონომიკაზე, ფინანსურ სისტემაზე და მოწინავე ტექნოლოგიებზე მის წვდომაზე.

ევროკავშირის თანახმად, ამ სანქციების სამიზნეა რუსეთის უდიდესი საფინანსო ინსტიტუტები და ისინი კიდევ უფრო მეტად მოახდენს რუსეთის იზოლირებას მსოფლიო საფინანსო სისტემისგან.

წაიკითხეთ აქ

პარლამენტარები, მინისტრები, გენერლები, ჟურნალისტები, ბანკები, კომპანიები, ტანკერები: იხილეთ სანქციების გრძელი სია რუსეთისთვის

რაც დრო გადის, რუსეთის მიმართ დაწესებული ეკონომიკური სანქციების რაოდენობაც იზრდება და იმ ქვეყნების რიცხვიც, ვინც რუსეთს და ვლადიმირ პუტინს ე.წ. დონეცკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკების "დამოუკიდებლობის" აღიარების შემდეგ ამ სანქციებით პასუხობს.

ნახეთ ვინ მოხვდა სანქციების ქვეშ - სრული სია 👇

დასავლური სანქციები რუსულ ბანკებზე მხოლოდ ნაკაწრია „რუსულ ციხესიმაგრეზე“

შეერთებულმა შტატებმა, ევროკავშირმა და ბრიტანეთმა ახალი სანქციებით უპასუხეს მოსკოვის გადაწყვეტილებას, დამოუკიდებელ სახელმწიფოებად ეღიარებინა ორი სეპარატისტული რეგიონი უკრაინაში.

მათ მთავარ სამიზნედ რუსეთის ბანკები და მათი საერთაშორისო ოპერაციები იქცა, მაგრამ ახალი სანქციების გავლენა, სავარაუდოდ, მინიმალური იქნება. დასავლეთის მთავრობები ჯერჯერობით ამჯობინებენ, სანქციების უფრო დიდი, ადრე დაგეგმილი პაკეტი არ გამოიყენონ და იმ შემთხვევისთვის შემოინახონ, თუ კრიზისი კიდევ უფრო გამწვავდება. ყოველივე ეს კი ნიშნავს, რომ რუსი ბანკირები, ისევე როგორც მათი დასავლელი კოლეგები რუსეთში საქმიანი კავშირებით, ამ სანქციების გამო ძილს დიდად არ გაიტეხენ.

ამის დასტურია ისიც, რომ ამერიკული ბანკები არ ელიან, რომ გლობალური სანქციები დიდ გავლენას მოახდენს ამერიკულ საბანკო ბიზნესზე, იმის გათვალისწინებით, რომ კრედიტორები ნაკლებად ექვემდებარებიან რუსეთის ეკონომიკას, - ამბობს სამი აღმასრულებელი პირი, ვისაც კარგად ესმის ინდუსტრიის შიდა სტრუქტურა.

ვრცლად წაიკითხეთ აქ

“რუკა თან გქონდათ, როდესაც ამას დაეთანხმეთ?” - მეთიუ ბრაიზა აგვისტოს ომს და რუსეთ-უკრაინის კრიზისს ადარებს

„როცა ეს წავიკითხე, ჭკუიდან გადავედი... იქ იყო ბოლო პუნქტი, რომელზეც თითქმის არავინ იცის და არც მე მისაუბრია ხშირად, მაგრამ ვფიქრობ, დროა, გავიხსენოთ“, - უთხრა მეთიუ ბრაიზამ რადიო თავისუფლებას, როდესაც 2008 და 2022 წლების რუსეთის აგრესიის შედარებისას ცეცხლის შეწყვეტის ხელშეკრულების დეტალებზე საუბრობდა და ხელშეკრულებიდან ბოლო წამს ამოღებული პუნქტის შესახებ უამბო. აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ყოფილი მოადგილე ევროპისა და ევრაზიის საკითხებში დარწმუნებულია, რომ ევროპელებს ბოლომდე მაინც არ ესმით რუსეთის მიზნები და პუტინი ხშირად ახერხებს მათ გაცურებას. რა მოხდება ახლა?

ინტერვიუ მეთიუ ბრაიზასთან

დასავლეთის პასუხი გაცილებით მკაცრია, ვიდრე 2008 წელს

უკრაინაში შეჭრის შემთხვევაში, აშშ და ევროკავშირი მოსკოვს „ჯერ არნახულ” ეკონომიკურ სანქციებს ჰპირდებოდნენ. მოსკოვმა აღიარა დონეცკისა და ლუგანსკის სეპარატისტული ოლქების დამოუკიდებლობა და გამოაცხადა, რომ იქ მშვიდობის შესანარჩუნებლად ჯარი შეჰყავს.

ეს დასავლეთმა უკვე შეაფასა უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის ხელყოფად. ეკონომიკური ზეგავლენის რა ბერკეტები გამოიყენა და კიდევ რის გამოყენება შეუძლია დასავლეთს? - წაიკითხეთ აქ

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG