ალყაში აქვს მოქცეული ქრისტეშობის ეკლესია.
ინტენსიური მოლაპარაკების შემდეგ, რომელიც შეერთებული შტატებისა და ევროკავშირის ოფიციალურ წარმომადგენელთა შუამავლობით წარიმართა, პალესტინელები დათანხმდნენ, რომ მათი 13 შეიარაღებული თანამემამულე, რომლებმაც ქრისტეშობის ეკლესიას შეაფარეს თავი ბეთლემში, ეგვიპტის გავლით იტალიაში ჩაიყვანონ. ხოლო 26 შეიარაღებულ პალესტინელს ღაზის სექტორში გადაიყვანენ.
”გვიხარია, რომ ეს ტრაგედია დამთავრდა. ვიმედოვნებთ, რომ ისრაელის ჯარი დატოვებს ქალაქს და აქ აღარ დაბრუნდება” –უთხრა რეიტერის სააგენტოს ბეთლემის მერმა ჰანა ნასერმა.
ამასობაში, ისრაელის პრემიერ-მინისტრი არიელ შარონი, აშშ-ის პრეზიდენტ ჯორჯ ბუშთან მოსალაპარაკებლად, ვაშინგტონშია ჩასული.
ჯორჯ ბუშმა ისრაელს მოსთხოვა, პალესტინელთა ტერიტორიებიდან მთლიანად გაიყვანოს თავისი ჯარი. არაბულმა ქვეყნებმა ეს მოთხოვნა საერთაშორისო თანამეგობრობის მიერ დაგეგმილ სამშვიდობო კონფერენციაში მონაწილეობის წინაპირობად წამოაყენეს.
იტალიის მთავრობის წარმომადგენელმა უკმაყოფილება გამოთქვა იმის გამო, რომ იტალია არ ყოფილა სათანადოდ ინფორმირებული ისრაელსა და პალესტინელებს შორის მიმდინარე მოლაპარაკების შესახებ და რომ იტალიამ, შესაძლოა, არც მიიღოს პალესტინელი ლტოლვილები.
ამასობაში, ისრაელის თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენელმა იარდენ ვატიკაიმ რეიტერის სააგენტოსათვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ ბეთლების ქრისტეშობის ეკლესიისთვის ალყის მოხსნის შესახებ საბოლოო შეთანხმებისთვის მხარეებს ჯერ არ მიუღწევიათ და რომ ახლა ყველაფერი იმაზეა დამოკიდებული, რამდენად შესრულდება ისრაელის მიერ წამოყენებული პირობები.
ვაშინგტონში მყოფმა არიელ შარონმა მოითხოვა, რომ მთლიანად შეიცვალოს პალესტინელთა ავტონომიის ხელმძღვანელობა, თანაც ისე, რომ იასირ არაფატი მასში აღარ შევიდეს. შარონის თქმით, ისრაელი მხოლოდ იმ შემთხვევაში შეძლებს სამშვიდობო შეთანხმების პირობათა შესრულებას, თუ ავტონომიის ხელმძღვანელობა შეიცვლება და პალესტინელთა მხრიდან ბოლო მოეღება ყოველგვარ ძალადობასა და ტერორიზმს.