პალესტინელთა ავტონომიის პარლამენტის ერთ-ერთმა კომიტეტმა თვითმმართველობის ხელმძღვანელს იასირ არაფატს ურჩია,
უახლოესი ერთი წლის მანძილზე ჩაატაროს საპარლამენტო და მუნიციპალური არჩევნები, ხოლო 45 დღის განმავლობაში ახალი მთავრობა ჩამოაყალიბოს. კომიტეტმა არაფატს მოუწოდა, მიიღოს კონსტიტუცია და ავტონომიის ტერიტორიაზე აამოქმედოს პარლამენტის მიერ დამტკიცებული კანონები. გუშინ არაფატმა განაცხადა, რომ რეფორმების გატარებას აპირებს, თუმცა ვადები არ დაუსახელებია. ისრაელის პრემიერ-მინისტრს არიელ შარონს სურს, რომ შეერთებულმა შტატებმა და დასავლეთის წამყვანმა სახელმწიფოებმა თვითონ დანიშნონ პალესტინის ავტონომიის მთავრობა, რომელიც ერთ წელიწადში რადიკალურ რეფორმებს გაატარებს. შარონი მოითხოვს, რომ იასირ არაფატი გათავისუფლებულ იქნეს ავტონომიის ხელმძღვანელის თანამდებობიდან.