Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

წუხანდელი ხანძარი პარიზში ისრაელის საელჩოში


წუხანდელი ხანძარი პარიზში ისრაელის საელჩოში, როგორც ჩანს, ელექტროგაყვანილობის დაზიანებამ გამოიწვია.

წუხანდელი ხანძარი პარიზში ისრაელის საელჩოში, როგორც ჩანს, ელექტროგაყვანილობის დაზიანებამ გამოიწვია.
საფრანგეთის ოფიციალური წარმომადგენლებისა და ისრაელის ელჩის განცხადებებით, არ მიუკვლევიათ სამხილებისათვის, რომლებიც ხანძრის მიზეზად ცეცხლის განზრახ წაკიდებაზე, ან ტერაქტზე მიუთითებდა. 5-სართულიან შენობაში ხანძრის ჩაქრობისას 8 მეხანძრე დაშავდა. მეხანძრეთა წარმომადგენელ, ლორან ვიბერის თქმით: [ვიბერის ხმა] ”ხანძარი ძალიან ძლიერი იყო და გაანადგურა საელჩოს სულ ცოტა 4 სართული. ბევრ ადგილას კედლები განადგურდა და იატაკებიც საშინლად არის დაზიანებული. სამწუხაროდ, 2 მეხანძრე მეორე სართულის იატაკიდან პირველ სართულზე ჩავარდა”. პოლიცია იუწყება, რომ გრძელდება ხანძრის მიზეზების გამოძიება.
XS
SM
MD
LG