მიერ შეთავაზებულ წინადადებებს. ხელისუფლება, თავის მხრივ, უკან არ იხევს და საკანონმდებლო ინიციატივაში არაფერს ცვლის. ამ, თითქოსდა, გამოუვალი სიტუაციიდან თავის დაღწევის პირველი სიგნალი ამას წინათ გაისმა - ვგულისხმობთ დავით გამყრელიძის განცხადებას 3 ივნისს პარლამენტის წინ თავშეყრის შესახებ. 29 მაისს "ნაციონალურმა მოძრაობამ", ასე ვთქვათ, შემოქმედებითად განავითარა ეს წინადადება და საზოგადოებას აცნობა, რომ მკვეთრად ცვლის წინასაარჩევნო ტაქტიკას. 3 ივნისი პოლიტიკური კალენდრიდან იშლება, სამაგიეროდ, მცირე ხნის შემდეგ ხელისუფლებას მოუწევს ხალხის თავშეყრას პარლამენტის წინ თითქმის ყოველდღე ელოდოს.
დღევანდელი დამბლადაცემული პარლამენტი ვერ შეძლებს ხალხისათვის სასარგებლო საარჩევნო კანონის მიღებას. ამიტომ დღეიდან ნაციონალური მოძრაობა საერთო-სახალხო მოძრაობას იწყებს სამართლიანი არჩევნების ჩასატარებლად და სამართლიანი საარჩევნო კანონის მისაღებად, - განაცხადა ნაციონალური მოძრაობის ლიდერმა მიხეილ სააკაშვილმა. [სააკაშვილის ხმა]: "ხვალიდან მე და ჩემი მეგობრები გავალთ საქართველოში და მოვივლით მთელ საქართველოს. განვიხილავთ ხალხთან ერთად შესაძლო ვარიანტებს და ვთხოვთ, ჩამოვიდნენ თბილისში, რათა აიძულონ ეს უქნარა პარლამენტი, ის მაინც ქნას, რომ ღირსეულად წავიდეს: მიიღოს ისეთი კოდექსი, რომელიც თავიდან აგვაცილებს ძალადობას, არეულობას, ქაოსს და სხვადასხვა უკანონო ქმედებას. ჩვენ აზრს ვერ ვხედავთ საპარლამენტო ვაჭრობაში. ერთადერთი სუბიექტი, ვისაც შეუძლია, ეს პარლამენტი აიძულოს, მიიღოს ხალხისათვის მისაღები საარჩევნო კანონი, არის ქართველი ხალხი".
მიხეილ სააკაშვილი აცხადებს, რომ დარწმუნებულია ამ მოძრაობის საერთო-სახალხო ხასიათში. ის ამბობს, რომ ხალხის მიერ პარლამენტის იძულებას მშვიდობიანი, დემოკრატიული ფორმა ექნება. სააკაშვილის აზრით, საბოლოოდ პარლამენტის წინ შეკრებილმა ხალხმა უნდა თქვას, რა კანონი იქნება მისთვის მისაღები.
მცირე კომენტარი: ჩანს, ნაციონალური მოძრაობის ეს ნაბიჯი მხოლოდ ტაქტიკური ზიგზაგი არ არის; ეს სერიოზული, თუმცაღა დროებითი შეცვლაა პოლიტიკისა. მოქალაქეებში გასვლა, კონსულტაციები და მათი მობილიზაცია არ თავსდება მხოლოდ ე.წ. პი-არ აქციის ჩარჩოებში. ჯერ ერთი, რეგიონებში წასვლა გულისხმობს ადგილობრივი პარტიული ძალებისა და რესურსების დათვალიერება-შემომტკიცებას. ყველა პოლიტიკური ორგანიზაციის ამოცანაა ძლიერი რეგიონალური ჯგუფების შექმნა. "ნაციონალებს", ამ მხრივ, მყარი პოზიციები აქვთ იმერეთსა და სამეგრელოში. მეორეც, ხელისუფლებასთან კონსულტაციების შეწყვეტით ისინი ცდილობენ, დაარწმუნონ მოქალაქეები, რომ მთავრობის ალტერნატივას - ვთქვათ ასე, მეორე პოლიტიკურ პოლუსს - სწორედ "ნაციონალური მოძრაობა" წარმოადგენს. სააკაშვილს ისედაც მკაფიო ნიშა უკავია პოლიტიკაში. ახლა ამ ნიშის მეტად გამოკვეთას ცდილობს.
და კიდევ ერთი: "ნაციონალებმა" თბილისში ხალხის ჩამოყვანა უნდა იჩქარონ: თუ მანამდე პარლამენტის საგანგებო სესია დასრულდა და ტემპერატურამაც იმატა, რა აზრი ექნება სიცხეში ცარიელი პარლამენტის წინ დგომას?