ფედერაციის სამხედრო ბაზების შესახებ.”
დეპუტატები იმდენად ერთსულოვანნი იყვნენ, რომ ოპოზიციამ საკუთარი ალტერნატიული წინადადების განხილვაზე უარი თავადვე თქვა, დადგენილების პროექტი კი, პარლამენტის თანხმობით, მხოლოდ ერთი მოსმენით დამტკიცდა. რას მოითხოვენ საქართველოს პარლამენტის წევრები რუსეთისგან?
საქართველოს ტერიტორიაზე არსებული რუსული სამხედრო ბაზების გაუქმების თბილისისთვის მისაღები ვადა მოსკოვმა თხუთმეტ მაისამდე უნდა დაასახელოს. წინააღმდეგ შემთხვევაში, საქართველოს მთავრობას ქვეყანაში მყოფი რუსი სამხედროების საწინააღმდეგო სანქციების ამოქმედება ევალება.
დადგენილების პროექტის საბოლოო ვარიანტში აღარ ჩაიწერა ის პუნქტი, რომლის თანახმად სამართალდამცავ სტრუქტურებს რუსულ ბაზებთან დაკავშირებული სისხლის სამართლებრივი დარღვევების შესწავლა ევალებოდათ. ამასთან, დოკუმენტს დაემატა პუნქტი იმის თაობაზე, რომ გარემოს დაცვის სამინისტრომ სამხედრო ბაზების ფუნქციონირებით გამოწვეული ეკოლოგიური ზარალი უნდა განსაზღვროს. დადგენილებას დაემატა პარლამენტის მიერ გამოთქმული იმედიც, რომ 15 მაისამდე რუსეთი კონსტრუქციული პოზიციის გამოხატვას შეძლებს. დადგენილების შინაარსი დეპუტატებს გააცნო თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ გივი თარგამაძემ, რომელმაც ამ მისიას საპატიო უწოდა, პარლამენტის პოზიციას კი - კურსი, რომელსაც ხელისუფლება არ შეცვლის. ამ პოზიციის მიხედვით, თუ მოსკოვი საკუთარი ბაზების დახურვის, როგორც პარლამენტში უწოდებენ, გონივრულ ვადას 15 მაისამდე არ დაასახელებს, 2006 წლის პირველ იანვრამდე რუსმა სამხედროებმა საქართველოს ტერიტორია უპირობოდ უნდა დატოვონ. დადგენილების დამტკიცების ერთ-ერთი ინიციატორი, გიგა ბოკერია, პარლამენტის გადაწყვეტილებაში კომპრომისის შესაძლებლობას ხედავს:
[გიგა ბოკერიას ხმა] ,,ეს არის ვადა, რომელსაც ჩვენ ვუწესებთ იმ შემთხვევაში, თუ ვერ ვხედავთ ვერანაირ პროგრესს და ცალმხრივად ვიღებთ გადაწყვეტილებას. თუ იქამდე, ღმერთმა ქნას და, მოხდა შემოტრიალება რუსულ პოლიტიკურ ხელმძღვანელობაში, რომ უნდა მიიღონ ეს გადაწყვეტილება, არ არის გამორიცხული, რომ სხვა ვადაზე მოხდეს შეთანხმება.” (სტილი დაცულია)
რუსულ სამხედრო ბაზებთან დაკავშირებული დადგენილების დამტკიცებას სრული მხარდაჭერა გამოუცხადა საპარლამენტო ოპოზიციამაც, რომლის ერთ-ერთმა წარმომადგენელმა, კონსერვატორმა კობა დავითაშვილმა, ქვეყნიდან რუსი სამხედროების გასვლას კიდევ ერთი სურვილი დაუკავშირა:
[კობა დავითაშვილის ხმა] ,,ბუნებრივია, ასეთი გადაწყვეტილების მიღება ჩვენ ძალიან დიდ პოლიტიკურ პასუხისმგებლობას გვაკისრებს და ჩვენ ყველანაირად უნდა ვიზრუნოთ, რომ ამ პირობებში, როდესაც რუსეთისგან, შესაძლოა, გაძლიერდეს ზეწოლა, ჩვენთან მიმდინარე პოლიტიკური რეფორმები, სიტყვის თავისუფლება თუ დემოკრატიასთან დაკავშირებული ნებისმიერი საკითხი წყდებოდეს ისე, რომ გვიმრავლებდეს მხარდამჭერს და მოკავშირეს დასავლეთში.” (სტილი დაცულია)
სრული ერთსულოვნების განმტკიცებისთვის კონსერვატორებმა საკუთარი სურვილით თქვეს უარი განხილულიყო მათი ალტერნატიული წინადადება და კენჭი ყროდა გადაწყვეტილებას ბაზებთან ერთად საქართველოდან რუსეთის სამშვიდობო ძალების გასვლის თაობაზე. ამის გამო მათ უმრავლესობის ტაში დაიმსახურეს. დეპუტატები ტაშით შეხვდნენ დადგენილების პროექტის ერთხმად დამტკიცებასაც - 158 მომხრე და არც ერთი მოწინააღმდეგე. ამ ფაქტმა პარლამენტის თავმჯდომარეს კიდევ ერთ იმედი ჩაუსახა:
[ნინო ბურჯანაძის ხმა] ,,ერთსულოვნება, რომელიც კიდევ ერთხელ დაფიქსირდა აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, ვფიქრობ, ძალიან ნიშანდობლივი გახლავთ. ეს არის მაჩვენებელი იმისა, რომ საქართველოს ხელისუფლება ნამდვილად თავის პოზიციას არც ერთი სანტიმეტრით არ შეცვლის ბაზებთან დაკავშირებით და ჩვენ ძალიან დიდი იმედი გვინდა ვიქონიოთ, რომ ეს ერთსულოვნება კიდევ ერთხელ დაანახვებს ჩვენს რუს კოლეგებს, რომ აუცილებელია მათი მხრიდან სერიოზული კომპრომისის გამოძებნა.” (სტილი დაცულია)
მიუხედავად საყოველთაო აღფრთოვანებისა, დეპუტატებს არც ის დავიწყებიათ, რომ სამხედრო ბაზებთან დაკავშირებულ დადგენილებას, შესაძლოა, რუსეთის მხრიდან გართულებები მოჰყვეს. თუმცა პარლამენტის წევრები ირწმუნებიან, რომ ისინი და მათთან ერთად საქართველოს სხვა მოქალაქეები მზად არიან ერთიანობისა და დაწყებული პროცესის დასრულებისთვის და რუსეთისგან მოსალოდნელი, ძირითადად, ენერგოსანქციების გასაძლებად.