Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ორფოლოს სამხედრო პოლიგონზე დასრულდა საქართველოს


ორფოლოს სამხედრო პოლიგონზე დასრულდა საქართველოს შეიარაღებული ძალების ფართომასშტაბიანი სამხედრო წვრთნები,

ორფოლოს სამხედრო პოლიგონზე დასრულდა საქართველოს შეიარაღებული ძალების ფართომასშტაბიანი სამხედრო წვრთნები,
კოდური სახელწოდებით "კავკასია 2006".
წვრთნების დახურვის ცერემონიას საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, თავდაცვის მინისტრი ირაკლი ოქრუაშვილი, შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი, პოლკოვნიკი ლევან ნიკოლეიშვილი, პარლამენტის თავმჯდომარე ნინო ბურჯანაძე, შინაგან საქმეთა მინისტრი ვანო მერაბიშვილი, ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები და სამხედრო ატაშეები დაესწრენ. საჩვენებელ წვრთნაში გამოყენებული იყო ავიაცია, არტილერია და მძიმე სამხედრო ტექნიკა. მიხეილ სააკაშვილმა თავის გამოსვლაში განაცხადა, რომ ის ამაყობს იმ წარმატებებით, რომელსაც საქართველოს შეიარაღებულმა ძალებმა ბოლო პერიოდში მიაღწიეს, თუმცა, მისი თქმით ქართულ არმიას მთავარი გამოცდა ჯერ კიდევ წინ აქვს, რადგან მთავარი საფრთხეები ჯერ კიდევ არსებობს.
XS
SM
MD
LG